ბატუტზე ხტომა

წლეულს ნოემბერში ბირმინგემში (ინგლისი) ბატუტზე მხტომელთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით ემზადებიან პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი ლუბა გოლოვინა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი თენგიზ კოშკაძე. ახალ სეზონში პირველი შეჯიბრება, რომელშიც ისინი მოსინჯავენ ძალებს, საქართველოს ჩემპიონატია. 24-25 მარტს იგი თბილისში გაიმართება და მედლებისთვის სპორტის ოსტატის, ოსტატობის კანდიდატისა და პირველი თანრიგის პროგრამით ყველა საუკეთესო სპორტსმენი იასპარეზებს.

- განსაკუთრებით გოლოვინას და კოშკაძის ამჟამინდელი მომზადების დონე გვაინტერესებს, - გვითხრა ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა რუსუდან ხოფერიამ. – წლეულს ორივე სპორტსმენს ვარჯიშები გავურთულეთ. თუ უწინ ლუბას ვარჯიშების სირთულის კოეფიციენტი 13,4-ს არ აღემატებოდა,ახლა 14,2-მდე, ხოლო თენგიზისა – 16,2-დან 16,6-მდე გავზარდეთ. მათი სტაბილურად შესრულება სასურველ შედეგს მოგვცემს. 9 აპრილს ჩვენი სპორტსმენები ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაურ სულაშვილთან და მწვრთნელ ვლადიმირ გოლოვინთან ერთად ვარნას ეწვევიან, 5-დღიან საწვრთნელ შეკრებას გაივლიან და 14-18 აპრილს იქვე იასპარეზებენ მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე, სადაც მსაჯად ვარ მიწვეული. Mმეორე სათასო შეჯიბრება 25-29 მაისს გაიმართება. მსგავსი ასპარეზობები ზაფხულში ჩინეთსა და იაპონიაში იყო დაგეგმილი, მაგრამ ამომავალი მზის ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ალბათ, ამ ტურნირების ჩატარების ადგილი და ვადები შეიცვლება. Aაგვისტოს მიწურულსა და სექტემბერში მსოფლიოს თასებს ჩეხეთი, გერმანია და დანია უმასპინძლებენ.

ერთი საერთაშორისო ტურნირის მოწყობას ჩვენც ვაპირებთ ბათუმში. ჩამოსვლის დიდი სურვილი აქვთ ბერძნებს, ბულგარელებს, გერმანელებს, ასევე, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. სპორტის სამინისტრო ახალი ბატუტების შეძენას დაგვპირდა. აჭარის მესვეურებიც თუ დაგვიდგებიან გვერდით, ჩანაფიქრსაც განვახორციელებთ. Eეს ჩვენს სპორტსმენებს დაოსტატებაში აუცილებლად დაეხმარება. Lლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ორი საგზურის მოპოვება გვაქვს განზრახული. სათანადო თანადგომის შემთხვევაში, შესაძლოა, ოცნება რეალობად იქცეს.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა