<p>ფრანგული ამიენის საერთაშორისო ტურნირის (10 ათასი დოლარი) მეორე ეტაპი ერთმა ქართველმა გადალახა - მე-6 ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ (415) ჩეხ ლუსი კრიეგშმანოვას (477) აჯობა - 6:1, 6:4 <br></p><p>ფრანგული ამიენის საერთაშორისო ტურნირის (10 ათასი დოლარი) მეორე ეტაპი ერთმა ქართველმა გადალახა - მე-6 ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ (415) ჩეხ ლუსი კრიეგშმანოვას (477) აჯობა - 6:1, 6:4. აი, მე-2 ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ (279) კი მოულოდნელად იტალიელ ნასტასია ბურნეტთან (660) წააგო - 2:6, 7:5, 4:6. კი დავწერეთ მოულოდნელადო, მაგრამ, აგერ უკვე კარგა ხანია, რაც 22 წლის ქართველი სუსტად ასპარეზობს და, თუ ასე გააგრძელა, რეიტინგში შედარებით მაღალ ადგილს მალე გაანიავებს. ბოლო ხეირიანი ტურნირი, რომელიც შაფათავამ ჩაატარა, ოქტომბრით არის დათარიღებული, როცა ხარკოვის 25-ათასიანში მან თანამემამულე ოქსანა კალაშნიკოვასთან (188) წააგო ნახევარფინალი. საქმე იქამდეც მივიდა, რომ შაფათავა 10-აYთასიანი (ანუ ყველაზე დაბალი რანგის) ტურნირებს პირველ-მეორე წრეებში ემშვიდობება. მეითხედფინალში ქვაცაბაიას მეტოქე თავისივე მეწყვილეა, ხორვატი მარია აბრამოვიჩი (628).</p><p>შაფათავასა და თათია მიქაძის (285) მე-3 ნომრად განთესილი წყვილი ნახევარფინალში ჩეხებთან (გერლოვა, კრიეგშმანოვა) დამარცხდა - 2:6, 3:6. მეორე ნახევარფინალში ქვაცაბაია და აბრამოვიჩი მე-4 ნომრად განთესილ პოლონელებს (კანია, სობასკიევიჩი).</p>
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"