21 წლის მცველი, ისე, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ერთი მატჩიც არ უთამაშია, აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ითამაშებს
21 წლის ცენტრალური მცველი თამაზ ცეცხლაძე, ისე, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ერთი მატჩიც არ უთამაშია, აზერბაიჯანის უმთავრეს დივიზიონში ახლახან აღზევებულ "სებაილში" ჩაირიცხა.

მისი საფეხბურთო ცხოვრება "ოლიმპში", გუბაზ დოლიძესთან დაიწყო, სადაც 6 წელიწადი დაჰყო და იქიდან "ვიტ ჯორჯიას" დუბლებში, თენგიზ კობიაშვილთან (დღეს ამ გუნდის მთავარი მწვრთნელია) აღმოჩნდა.

დუბლების ჩემპიონატის დასრულებისთანავე, ცეცხლაძე თბილისის "ლოკომოტივში" (აქაც დუბლებში) მივიდა სინჯებზე. ჩანს, იქ თავი მოაწონა მწვრთნელ ლაშა ჭაღიაშვილს და გუნდში დარჩა, თუმცა უკვე მომდევნო სეზონში მარტვილის "მერანის" მაისურა მოირგო:

"მას შემდეგ, რაც "ლოკომოტივში" საკმაო გამოცდილება მივიღე, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ჭაღიაშვილს, წავედი "მერანში" იმ იმედით, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშს მოვახერხებდი, მაგრამ... ასე არ მოხდა და პირველ რიგში, ეს ჩემი ბრალია.

რთულ პერიოდში არასოდეს დამიკარგავს იმედი და ეს დედაჩემის დამსახურებაა (თამაზს მამა 2010 წელს ავღანეთში დაეღუპა - რედ.). ის ყოველთვის გვერდით მედგა", - გვეუბნება ცეცხლაძე, რომელსაც აზერბაიჯანულ "სებაილში" რეკომენდაცია "გარდაბანის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ადილ მაჰმუდოვმა გაუწია.

"გუნდს პირველივე შეკრებაზე გავყევი და ვფიქრობ, თავი საკმაოდ ნორმალურად წარმოვაჩინე. ამიტომაც წამიყვანეს მეორე შეკრებაზე თურქეთში, საიდანაც უკვე დავბრუნდით ბაქოში. შემომთავაზეს კონტრაქტიც.

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ საქართველოს მეორე ლიგიდან სადმე წავიდოდი, თუმცა ადილ მაჰმუდოვისა და გურამ ჭვინტიაშვილის ("გარდაბანის" მწვრთნელი - რედ,) დახმარებით მომეცა შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო...

"სებაილის" მწვრთნელი სამირ ალიევია. მან თავიდანვე უდიდესი ნდობა გამომიცხადა, ყველა ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მათამაშა და იმედია, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება", - გვითხრა ცეცხლაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ახლავე თუ ზაფხულში? გიორგი აბურჯანიას ლა ლიგაში თამაშის პერსპექტივაც აქვს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
თენგიზ კობიაშვილი: მიზნად პრო ლიგა 1-ში გადასვლა დავისახეთ
ეროვნული ლიგის II წრის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო მწვრთნელი
"შუქურას" თენგიზ კობიაშვილი აღარ გაწვრთნის
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
თამაზ ცეცხლაძე კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სირცხვილია! - საფეხბურთო სამყარო "ოლიმპის" დანგრევას აპროტესტებს
გიორგი აბურჯანია: როცა წარმატებაზე ფიქრობ, ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგა...
პირველი ლიგა. ამხანაგური მატჩი: ფავორიტთა სპარინგი
ლაშა ჭაღიაშვილი: "ლოკომოტივის" წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ უიღბლობა არაა
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
თბილისის "ლოკომოტივს" ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის
ნიკა კაჭარავა: არა, რა, საქართველოში ფეხბურთელობა ძნელია
თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2
"შუქურას" მწვრთნელად თენგიზ კობიაშვილი დაინიშნა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"წავლენ ბავშვები არდადეგებზე და დაიწყება სტადიონის დანგრევა..."