"დაკარგული ტალანტებით ჩვენში ვის გააკვირვებ?! გეგამ ეს კარგად იცის"
15 წლის გეგა საჯაია კარიერას ლუგანსკის "ზორიაში" გააგრძელებს. ის ხვალ გაფრინდება უკრაინაში. საფეხბურთო საზოგადოება საჯაიას კარგად არ იცნობს. მასზე კომენტარი ვთხოვეთ საქველმოქმედო სკოლისა და საფეხბურთო კლუბ "დიდუბე 2014"-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ ლაშა მიმინოშვილს.

სხვათა შორის, მიმინოშვილის თამაში ქართველ გულშემატკივარს კარგად უნდა ახსოვდეს. თავის დროზე ეს ნიჭიერი შემტევი "თბილისის" ძირითად შემადგენლობაში ირჯებოდა, თუმცა მერე მისი საფეხბურთო კარიერა მიზეზთა გამო ისე ვეღარ აეწყო, როგორც თავად ისურვებდა.

"როგორც იცით, ვლადიმერ ძნელაძემ და მე დავაარსეთ საქველმოქმედო საფეხბურთო სკოლა, სადაც სწავლა უფასოა. ჩვენს ძირითად კონტინგენტს სოციალურად დაუცველი ბავშვები წარმოადგენენ. სულ 172 ბავშვი სწავლობს ფეხბურთს ჩვენს სკოლაში...

რაც შეეხება გეგა საჯაიას, ის სამი წლის წინ მოვიდა ჩვენთან. გადაჭარბებაში ნუ ჩამითვლით და, თავად ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, ამ ასაკში ზედმეტი შექება არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა - გეგა ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა!

ის ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველია და მართლა შეუძლია, დიდი ფეხბურთი ითამაშოს. თანაც, ისეთ ოჯახშია გაზრდილი, გამორიცხულია, თავში აუვარდეს. ძალიან წესიერი ბიჭია, სულ მუშაობს საკუთარ თავზე...

მისი თამაში ჯაბა ლიპარტიამ ნახა და დაგვაკავშირა "ზორიას" ხელმძღვანელობასთან. ეს უკრაინული კლუბი ცნობილია იმით, რომ დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდა ტალანტებს და ყველაფერს აკეთებს მათი დაოსტატებისთვის. ვფიქრობთ, გეგასთვის ამ ეტაპზე ეს კარგი სკოლა იქნება...

ჩვენი საფეხბურთო კლუბი ღია ლიგაში თამაშობს, სადაც ბევრნი არიან ასაკობრივი ფეხბურთელებიც. წარმოიდგინეთ, 15 წლის ბიჭი ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო. რაც მთავარია, ისეთი ფეხბურთელია, საქმეს ბოლომდე სერიოზულად რომ მოეკიდება.

დაკარგული ტალანტებით ჩვენში ვის გააკვირვებ?! გეგამ ეს კარგად იცის. სხვათა შორის, ღია ლიგაში "დიდუბეს" "თბილისის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, თეზი ბარამიძე წვრთნის.

ამ ბიჭებში ჩვენი გული და სული დევს. ღმერთმა ქნას, მათ მაინც ითამაშონ ისეთი ფეხბურთი, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარონ, ისეთი, რომლის თამაშიც ჩვენ ვერ შევძელით", - გვითხრა მიმინოშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bajo
დააბრუნეტ ზველი საიტიი გტხოვტ.
თენგო
საიტს დაუბრუნეთ ძველი ფორმატი,სადაც ყველაფერი ნორმალურად იყო.რა ჭირი გვჭირს ყვველას,რაც კარგია იმის გაფუჭებას რომ ვცდილობთ.
didube
vicit yvelaperi zaparojieahi varjishobs dubl shemadgenloba da iq chadis es bavshi ase rom yvelanairad vart informirebulebi da carmatebebi gegas
გიო
დააბრუნეთ ძველი ფორმატი,წარმატებები საჯაიას
თემური
ძველი ფორმატი ჯობდა
andro
ზარიას ჰქონდა დიდებული სკოლა. ეს ფაქტია, მაგრამ ახლა პირველ გუნდს ძლივს ინახავენ. ამ ბავშვს ზარიაში რომ უშვებენ ის მაინც თუ იციან ლუგანსკში რომ ომია და გუნდი ლტოლვილობაშია?
luka
გთხოვთ საიტს დაუბრუნოთ ძველი ფორმატი
სოსო
ადრე,ძალიან ადრე,ჯერ მხოლოდ 15 წლისაა,უცხო ქვეყანაში სად უშვებთ,არ ფიქრობთ?და კიდევ საიტი ახალი სახით არ მომწონს,ძველი გაცილებით ინფორმაციული იყო,აქ ცოტა ძველ ინფორმაციას ვეღარ ნახულობ,ადრე კი ეს შესაძლებელი იყო.ერთადერთი რაც კარგია ამ ახალ ფორმატში,მოწონება დაწუნების შესაძლებლობაა,დანარჩენი კი ყველანაირად ძველი სჯობს.თუ ამ სახით დარჩა,ალბათ იძულებული გავხდები სხვა საიტებით ვისარგებლო.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
თბილისის "დინამო" ლუგანსკის "ზორიასთან" დამარცხდა [VIDEO]
სფფ-სგან მივიწყებულ ზაურ მახარაძეს ერთი პრობლემა მოეხსნება - მის კონკურენტს "ტრაბზონსპორი" შეიძენს
სანდრო კობახიძემ "ზორიასთან" მატჩში მხარი ამოიგდო
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ექს-თბილისის დინამოელი დმიტრო ივანისენია: როგორც იქნა, ენობრივი ბარიერი აღარ მაქვს
ჯაბა ლიპარტია ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალშია" სინჯებზე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე
"ტორპედო", კიტეიშვილი, ოლაიტანი... - ყველაზე ძვირად ღირებულები ეროვნულ ლიგაში
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მადრიდის "რეალი" ახალგაზრდა უკრაინელ მეკარეს გაანათხოვრებს
ზაურ მახარაძის გუნდის მწვრთნელი იური ვერნიდუბი "ლეიპციგთან" წაგების შემდეგ გადადგა
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები