რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” იტალიელმა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ყველა გააოცა

რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” იტალიელმა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ყველა გააოცა – ბევრისთვის უცნობი 19 წლის იგორ ჩემინავა გროზნოში რუუდ გულიტის გაწვრთნილ “ტერეკთან” ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

იგორ ჩემინავა 1991 წლის 23 მარტს დაიბადა, ტანმაღალია (186 სმ, 76 კგ), ამპლუით - მცველია. ის “ზენიტში” 50-ნომრიანი მაისურით თამაშობს. იგორი რუსეთის მოქალაქეა, იქ დაიწყო თამაში და ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, ორი სეზონი “ზენიტის” დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, ძირითად შემადგენლობაში კი სპალეტიმ წლეულს გადაიყვანა, რადგან შეკრებაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტესტმატჩები დამაჯერებალდ ჩაატარა.

ჩემინავა ერთი კვირის წინ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. რუსები 23-დან 30 მარტამდე ესპანეთში მოემზადებიან, 26 და 29 მარტს კი გვინეისა და აზერბაიჯანის ნაკრებებს ამხანაგურად შეხვდებიან.

“ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ჩემი კოზირი, ალბათ, ასაკია. სერიოზული კონკურენციის დაძლევაა საჭირო, მაგრამ ეს არ მაშინებს, მწვრთნელები ამას ბავშვობიდან მაჩვევდნენ და ფეხბურთელისთვის ეს კარგიც კი - კონკურენციის გარეშე ვერ გაიზრდები” – ამბობს ჩემინავა.

ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს, რა კავშირი აქვს 19 წლის ფეხბურთელს საქართველოსთან? ადრე, როდესაც მისი გვარი ერთ-ერთ წერილში ვახსენეთ, რედაქციაში მოგვწერეს, რომ იგორის ოჯახის წევრები საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ მეტი ვერაფერი დავადგინეთ.

საწყენია, ბოლო დროს ჩვენი ქართველი ახალგაზრდები სხვა ქვეყნების ღირსებას რომ იცავენ, მაგრამ რას ვიზამთ, გაჭირვებაში სამშობლოდან ბევრი წავიდა და მათი უკან მობრუნება ძნელი საქმეა. სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაში თუ სურთ, აზრს ვერავინ შეაცვლევინებს. მაგალითად აკაკი გოგია გამოდგება, კაცმა გარკვევით თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშს არ აპირებს.

სხვათა შორის, გროზნოში ჩემინავას გუნდის წინააღმდეგ “ტერეკის” საყრდენმა ნახევარმცველმა ლევან გვაზავამ შეუცვლელად ითამაშა და დასაწყისში აქტიურობითაც გამოირჩეოდა.

“იგორ ჩემინავას შესახებ ამ მატჩამდე არაფერი მსმენოდა. ქართველი რომ იყო, თამაშის შემდეგ შევიტყვე და ვერ ვიჯერებდი, ქერათმიანიანია და სკანდინავიელს უფრო ჰგავს. ძალიან მომეწონა, ჭკვიანი და ასაკის კვალობაზე საკმაოდ დაღვინებული ფეხბურთელია. უნიჭოს, თანაც 19 წლისას, “ზენიტის” სათადარიგოთა სკამზეც კი არ დასვამდნენ. გადაუჭარბებლად ვამბობ, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ვფიქრობ, მაღალი დონის მცველი გაიზრდება” – გვითხრა გვაზავამ.

guja_kakhadze
კიდევ ბევრს აღმოაჩენთ და ამაში გასაკვირი არც არაფერია.ვინც მცირე ასაკში მოახერხა გაქცევა კიდევაც გაუმართლა, კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ვინც აქ არის, იმათი უმეტესობაც გაქცევაზე ფიქრობს.ვიდრე ფეხბურთელების მომზადებას არ ვისწავლით, ასე გაგრძელდება და ამ ყველაფერში დამნაშავე ვინც არის ყველამ კარგად იცის.
mito
აქ რო დარჩენილიყო ეგ ბიჭი, გაიზრდებოდა მაგ დონემდე? ჰოდა, გოგიას, გრიგალავას და სხვებს ვინც მოღალატეს ეძახის, იქნებ იმ ხალხის საქციელიც შეაფასონ, ჩვენი ფეხბურთი წუმპედ რომ აქციეს და კიდე რო თავი კიტრი გონიათ. როგორ ფიქრობთ, ბავშვების გადინების პროცესი მალე დასრულდება? ჰოდა, ბავშვების ლანძღვას, ჯობს, მიზეზებზე ვისაუბროთ.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე