გოგონები ბეისბოლში
ბეისბოლში არც თუ ისე შთამბეჭდავი კარიერის დასრულების შემდეგ, ჯო ენგელი წარმატებული სკაუტი გახდა - გერმანელი ემიგრანტის ვაჟს მეორე ლიგის მოთამაშეებზე საოცარი ალღო ჰქონდა და ისინი ახალ დონეზე გაჰყავდა.

გასული საუკუნის 20-იან წლებში ენგელმა საკმარისი თანხა დააგროვა იმისთვის, რომ ოცნება აესრულებინა - ტენესიში შეიძინა კლუბი "ჩატანუგა ლუკაუტსი", ააშენა 12 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი და კიდევ უფრო განვითარდა, როგორც პრომოუტერი და მენეჯერი.

1929 წლის დიდმა დეპრესიამ ძალიან დააზარალა ამერიკელთა ბიუჯეტები, მაგრამ ენგელი მაინც ახერხებდა გულშემატკივრებისგან ფულის ამოღებას. მაგალითად, ხალხი შეიკრიბა 1930 წლის სეზონის გახსნის მატჩზე, რომელზეც "ჩატანუგას" მფლობელი და მისი მოთამაშეები სპილოებით გავიდნენ და წრე დაარტყეს სტადიონს. ენგელი ჟურნალისტების დაინტერესებასაც ახერხებდა - თუ მატჩის რომელიმე მიმოხილვა მოეწონებოდა, ავტორს შემწვარ ინდაურს ჩუქნიდა.

ერთხელ მენეჯერმა ჩაატარა აქცია - "იყიდე ბილეთი და მიიღე სახლი საჩუქრად", რის შემდეგაც, ტრიბუნებზე ტევა არ იყო - მატჩზე 27 ათასი მაყურებელი მივიდა. მატჩის შემდეგ, მოხერხებულმა ენგელმა (მას არც კი უფიქრია ვინმესთვის რაიმეს ჩუქება) გამოაცხადა, რომ სახლი მოიგო გულშემატკივარმა, რომელსაც ინკოგნიტოდ დარჩენა სურდა.

მალე ენგელმა შეიტყო შესანიშნავ გოგონას ჯეკი მიტჩელის შესახებ შეიტყო, რომელიც ქალთა ბეისბოლის ადგილობრივ გუნდში თამაშობდა და ბურთს ისეთი სიჩქარითა და ტრაექტორიით ისროდა, თითქოს ამას მის ნაცვლად მძლავრი ქარი აკეთებდა. მიტჩელი ბურთის სროლის ტექნიკას მამის მეგობარმა, გასულ საუკუნეში MLB-ის ერთ-ერთმა საუკეთესო პიტჩერმა დეიზი ვენსმა აზიარა. მან ასწავლა ჯეკის ბურთის დატრიალება, რაც ცაციების უმრისხანესი იარაღი იყო.

"ჩატანუგას" ბოსმა 17 წლის გოგონასთან საჩვენებელ მატჩში მონაწილეობისთვის კონტრაქტი გაუფორმა. მეტოქე "მკვლებების ბანდა" იყო. ასე უწოდებდნენ ლეგენდარულ "ნიუ იორკ იანკიზს".

მატჩი 1931 წლის 2 აპრილს გაიმართა და ყველაფერი ისე მოეწყო, როგორც ენგელმა ჩაიფიქრა - მეტოქის სახელმა და მამაკაცთა პროფესიული ბეისბოლის ისტორიაში პირველმა ქალმა მოთამაშემ ტრიბუნებზე 17 ათასი მაყურებელი მიიზიდა. სავსე სტადიონმა იბღავლა, როცა მინიატურულმა ჯეკიმ, რომელიც ზომით ორჯერ უფრო დიდ სათამაშო ფორმაში იყო გამოწყობილი (სხვა ვერ იშოვნეს), მეორე ინინგში ბურთის მოსაწოდებლად გავიდა.

პირველი სროლის წინ, მიტჩელმა მაკიაჟი შეისწორა, რითაც დამრტყმელის ღიმილი გამოიწვია. "ვეჭვობდი, რომ ეს პატარა ადამიანი ჩემამდე ბურთს ვერ მოაღწევდა", - აღიარა მატჩის შემდეგ MLB-ის მრავალრიცხოვანი რეკორდების მფლობელმა, ლეგენდარულმა ბეიბ რუთმა, მეტსახელად "დარტყმის სულთანი".

რუთს ძალიან გაუკვირდა, როცა პირველ ბურთს ჯოხი ვერ მოარტყა. მეორე ბურთი გოგონამ ისეთი ძალით გაუშვა, რომ ბეიბმა მხოლოდ სტვენა გაიგონა. გაოგნებულმა გიგანტმა მსაჯს სთხოვა ბურთი შეემოწმებინა - აცილების სხვა მიზეზს ვერ ხედავდა. ბურთი წესრიგში აღმოჩნდა, რუთმა კი მესამე აცილების შემდეგ, ჯოხი დააახეთქა და სკამისკენ გაემართა.

ბეიბის ნაცვლად, მიტჩელის წინააღმდეგ გავიდა გულშემატკივრების ვერსიით XX საუკუნის საუკეთესო ბეისბოლისტი ლუ გერიგი. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ "რკინის ცხენი" გაუსწორდებოდა მოსაბეზრებელ ლედის. დიადმა მოთამაშემ, რომელიც 38 წლის ასაკში გარდაიცვალა გვერდითი ამიოთროპიული სკლეროზით (მას შემდეგ, ამ ავადმყოფობას ბეისბოლისტის სახელი ჰქვია), ასევე სამჯერ ააცილა.

"გულშემატკივრები ჯეკის სახელს სკანდირებდნენ, - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ენგელი. - ის ნამდვილი სენსაცია გახდა". მეხუთე ინინგში მიტჩელმა ხელის ტკივილის გამო დაიჩივლა, მწვრთნელმა მოხსნა პიტჩერი თამაშიდან და "იანკებმა" 14:4 მოიგეს. მაგრამ ნიუიორკული კლუბისთვის ეს წაგების ტოლფასი იყო.

მეორე დღეს, გაზეთებმა გაანადგურეს გუნდი და მისი ლიდერები. "ეს იყო წელსქვემოთ დარტყმა ქალთმოძულეებისთვის", - დაწერა "ნიუ იორკ თაიმსმა". რუთი თავს იმართლებდა: "ქალები ვერასოდეს მიაღწევენ წარმატებას ბეისბოლში, რადგან ისინი ძალიან დელიკატურები არიან. ქალები ვერ გაუძლებენ ყოველდღიური მატჩების რეჟიმს".

ჯეკის გამოსვლაში საფრთხე იგრძნო MLB-ის ხელმძღვანელობამ. მატჩის შემდეგ, ლიგის კომისარმა კენეს ლენდისმა ოფიციალურად აუკრძალა ქალებსა და აფროამერიკელებს მამაკაცთა ბეისბოლის გუნდებში თამაში.

ჯეკის ამის გამო დიდად არ უნაღვლია. მან ის მატჩი აღიქვა, როგორც თავგადასავალი, ამასთან, ენგელმა მას ათასი დოლარი გადაუხადა. და მიტჩელმა კოლეჯში სამი წლის სწავლის ფული გადაიხადა. აკრძალვის მიუხედავად, ნახევარი წლის შემდეგ, ჯეკი შეუერთდა სექტა "დავითის სახლის" ებრაულ საგამოფენო გუნდს, რომლის წევრები გრძელ თმებსა და ბიბლიურ წვერს ატარებდნენ და ამერიკის შეერთებულ შტატებში აწყობდნენ ტურნეებს.

ისევე, როგორც სახელგანთქმული საკალათბურთო კლუბი "ჰარლემ გლობტროტერსი", სექტანტები თავიანთ გამოსვლებში ერთმანეთს უხამებდნენ სპორტის ელემენტებს, თეატრალურ შოუსა და სასაცილო ნომრებს.

"მისაწებებელ წვერს ვხმარობდი და ვმონაწილეობდი წარმოდგენებში - ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ვირებით ბეისბოლის თამაში და სიბნელეში განათებული ბურთით მატჩი", - იხსენებდა გოგონა. ოთხი წელი მოგზაურობის შემდეგ, ჯეკი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, გახსნა ოპტიკური ფირმა და ცხოვრების ბოლომდე ესწრებოდა "ჩატანუგას" საშინაო მატჩებს.

ჯო ენგელის ერთადერთი მიზანი - ფულის შოვნის სურვილი იყო, მაგრამ მან, უნებლიედ, სპორტში ფემინიზმის პოზიციები გაამყარა.

1954 წელს, მერილინ მონრომ მხარი დაუჭირა ბეისბოლისტ გოგონას ელეონორა ენგლს, რომელსაც აუკრძალეს ჰარისბურგის "სენატორებში" თამაში, 20 წლის შემდეგ კი ნამდვილი გარღვევა მოხდა. ქალთა ეროვნულმა ორგანიზაციამ რამდენიმე სარჩელი შეიტანა ამერიკულ სასამართლოში, რომელმაც დაუშვა გოგონები ბეისბოლისა და სოფტბოლის ახალგაზრდული ლიგის თამაშებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად