22 წლის გიორგი გუგავამ, შესაძლოა, კარიერა ცხინვალის “სპარტაკში” გააგრძელოს.

22 წლის გიორგი გუგავამ, შესაძლოა, კარიერა ცხინვალის “სპარტაკში” გააგრძელოს. თუმცა მანამდე უნდა გაირკვეს, თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი თამაშს საერთოდ თუ შეძლებს - გიორგის 2009 წლის შემოდგომის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია. არადა, ბოლოს ესპანეთის მესამე დივიზიონის “არმილასის” ფეხბურთელი იყო და მენეჯერი უფრო სოლიდურ კლუბში გადასვლით აიმედებდა.

გუგავას უთამაშებლობის მიზეზი კუნთის ტკივილია, რომლისგანაც ვერა და ვერ განკურნეს. კლუბში მიღებული მცირე ტრავმა ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გასვლით მატჩში გაუმიზეზდა, შემდეგ ნაადრევად დააწყებინეს ვარჯიში, კუნთი გაუწყდა და ყველაფერი აირია – ნამკურნალები ისევ ექიმების პაციენტი გახდა.

გიორგი ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ექიმების საბოლოო პასუხს ელის.

“ჩემით ცხინვალის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია დაინტერესდა, ყველაფერი გამომკითხა და გუნდში ვარჯიში შემომთავაზა. თუმცა ჯერ არ ვიცი, ეს როდის მოხერხდება. ვარჯიში კი დავიწყე, მაგრამ ჯერ მხოლოდ დავრბივარ და წონას ვიკლებ, მძიმე დატვირთვებს კი ვერიდები. მთავარია, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ კუნთმა აღდგენა მოახერხოს. თუ ყველაფერი კარგად იქნა, ალბათ, ახალი სეზონიდან ცხინვალის “სპარტაკს” შევუერთდები. მთავარია კუნთმა გასაქანი მომცეს. ეს მაშინ გამოჩნდება, როდესაც სერიოზულ დატვირთვებზე გადავალ - თუ ისევ ამტკივდა, მაშინ ჩემს ვარჯიშს აზრი აღარ ექნება” – ამბობს გუგავა.

გიორგი გუგავამ ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა: პირველი ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში, მეორე კი თურქებთან შესარჩევ ციკლში.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა