ლევან გვაზავამ საქართველოს მოქალაქეობა კი დაიბრუნა, მაგრამ ნაკრებში მისი თამაში კარგა ხანია, არ გვიხილავს.

ლევან გვაზავამ საქართველოს მოქალაქეობა კი დაიბრუნა, მაგრამ ნაკრებში მისი თამაში კარგა ხანია, არ გვიხილავს. მარტის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი იყო ხორვატიასთან გამოძახებული ფეხბურთელების სია, შევიტყვვეთ, რომ თემურ ქეცბაია გვაზავას გამოძახებაზეც ფიქრობდა. თუმცა საბოლოო სიაში “ტერეკის” ქართველი ნახევარმცველი ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაიამ გვაზავა ნაკრებში გასულ წელს კამერუნთან ამხანაგური მატჩისთვისაც მიიწვია, მაგრამ ლევანს საპასპორტო პრობლემა შეექმნა - რუსეთის მოქალაქე ჩვენს ნაკრებში ვერ ითამაშებდა. შემდეგ გვაზავამ ქართული პასპორტი კი დაიბრუნა, მაგრამ მოლდოვის ნაკრებთან მატჩამდელ შეკრებაზეც ვერ გამოცხადდა. ამჯერად, გვაზავა საკლუბო პრობლემამ დააბრკოლა, “ტერეკთან” კონტრაქტი უმთავრდებოდა და ჰქონდა კიდეც საფუძველი ეფიქრა, რომ 30 წლის საქართველოს მოქალაქე ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს არ გაუფორმებდნენ.

პრობლემათა გრძელ ჯაჭვში “შემდეგი გაჩერება” გამოირიცხა, ლევანმა გასული წლის ბოლოს გროზნოელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ანუ თავი სამშვიდობოს დაიგულა, ტრავმაც მოიშუშა, “ტერეკში” პირველი ტურის შეხვედრაც ჩაატარა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთანაც” და ნაკრებში გამოსასვლელად თითქოს ყველა ბარიერი უნდა მოხსნილიყო, მაგრამ მას ხორვატიასთან მატჩშიც ვერ ვიხილავთ.

გუშინ ლევანს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ლევან, შენთან დაკავშირებით გაუგებარი ვითარებაა და იქნებ გაგვარკვიო.

- რატომ არის გაურკვეველი?

- ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ვერა და ვერ ჩამოხვედი. რა გაბრკოლებს?

- აქამდეც ბევრჯერ მითქვაამს, რომ ნაკრებში თამაში მსურს. დანარჩენი ჩემზე არ არის დამოკიდებული. დიახ, იყო პრობლემები, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მიუხედავად, რუსული პასპორტიც მაქვს და “ტერეკის” ხელმძღვანელობა შიშობდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის შემთხვევაში ლეგიონერად ჩავითვლებოდი.

- აკი არც ითვლები.

- არ ვითვლები, მაგრამ საქმე ისაა, რომ წლეულს აპირებდნენ ახალი კანონის ამოქმედებას, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ის ფეხბურთელი, რომელიც მეორე ქვეყნის ნაკრებში ითამაშებდა, ლეგიონერად ჩაითვლებოდა. კანონის ამოქმედება მომავალი წლისთვის გადაიდო, მაგრამ რუსული გუნდების ხელმძღვანელები მაინც სიფრთხილეს იჩენენ.

- თუმცა ამ საპასპორტო პრობლემების გადამკიდეს, ნაკრებში აღარ გიძახებენ.

- სამწუხაროდ, ასეა. ნაკრებში თამაში ძალიან მსურდა, მაგრამ ადრე არ მიწვევდნენ, ქეცბაია კი დაინტერესდა, მაგრამ ამ დროს პრობლემები შემექმნა. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ არის აწყობილი, ჩვენ რომ გვინდა და ზოგჯერ ფეხბურთელები მოუგვარებელი პრობლემების პირისპირ ვრჩებით. ისიც მესმის, რომ პრობლემური ფეხბურთელის მიწვევა და გაურკვევლობა არავის ესიამოვნება. თუმცა ვიცი, რომ ქეცბაია ჩემით დაინტერესდა და როდესაც “ტერეკი” თურქეთში ემზადებოდა, ჩამოვიდა და ჩემს მენეჯერს ელაპარაკა.

- ბოლოს ნაკრებში სექტემბერში, საბერძნეთთან მატჩისთვის არ გამოგიძახეს?

- ბოლო გამოძახება მოლდოვასთან თამაშისთვის იყო, მაგრამ მაშინ კონტრაქტი მიმთავრდებოდა და პრობლემა ამან შემიქნა. საქართველოს ნაკრებში რომ მეთამაშა, შესაძლოა, ახალი კონტრაქტი არც შემოეთავაზებინათ. თუმცა არ ვიცი, ახლა ნაკრებს ვჭირდები კი?

- რომ არ სჭირდებოდე, ქეცბაია ხომ არ დაინტერესდებოდა?

- იმედია, ასეც მოხდება და გამოძახების შემთხვევაში კლუბში პრობლემა არ შემექმნება. თუმცა, კარგად მესმის, რომ ნაკრებმა ციკლი კარგად დაიწყო, შემადგენლობა მეტ-ნაკლებად შეთამაშებულია და ვინ იცის, ამდენი ხნის უთამაშებელი გუნდს შევეწყობი? ალბათ, ჩვენი ნაკრების მწვრთნელებსაც ეს აფიქრებთ.

- საკლუბო ამბებზეც ვილაპარაკოთ: მწვრთნელად დაგინიშნეს თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რუუდ გულიტი, მაგრამ რა დონის მწვრთნელია, ეს სხვა საკითხია.

- საკმაოდ კარგი და პროგრესულად მოაზროვნე სპეციალისტია. საინტერესო შეხედულებები და ვარჯიშის თავისებური სტილი აქვს.

- შენთვის სასიამოვნო ის უნდა იყოს, რომ გენდო და პირველივე შეხვედრაში ძირითადში დაგაყენა.

- ვერ ვიტყვი, რომ ეს ნდობა მოულოდნელი იყო, რადგან შეკრებაზე გულიტის კეთილგანწყობა პირველივე ვარჯიშიდან ვიგრძენი. ცხადია, ძალიან მესიამოვნა, რადგან, დიდი ფეხბურთელი იყო, თანაც ნახევარმცველი და ვერ გამოაპარებ, ჩვენს ამპლუაში ვინ ვარგა და ვინ ვერა. “ტერეკში” ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, ასეა ნახევარდაცვაშიც, კლუბს მაღალი კლასის ფეხბურთელების პრობლემა არ აქვს, ფინანსურადაც არ უჭირს და თუ მოინდომებენ, ძალიან ცნობილ მოთამაშეებსაც დაითანმებენ, მაგრამ რადგან დამტოვა და მათამაშებს, გამოდის, ჩემი იმედი აქვს.

- ფეხბურთელებთან როგორი ურთიერთობა აქვს?

- არც ძალიან მკაცრია და ახლოსაც არ მიგვიშვებს, ზომიერი დისტანცია უჭირავს. ფეხბურთელებს თავისუფლებას აძლევს, მაგრამ დისციპლინას დიდ ყურადღებას აქცევს. კაი ბიჭი ხარ და ვარჯიშზე დაიგვიანე, სასჯელი არ აგცდება.

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ზაბარნი შეიძლება ინგლისში თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავიდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს