მას შემდეგ, რაც ნეიმარი "ბარსელონადან" "პარი სენ ჟერმენში" რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა

მას შემდეგ, რაც ნეიმარი "ბარსელონადან" "პარი სენ ჟერმენში" რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.

"სპორტსმენის ცხოვრება გამოწვევებისგან შედგება. ამ გამოწვევების ნაწილი კი ჩვენივე გადაწყვეტილებების შედეგია.

"ბარსელონა" გამოწვევაზე მეტი იყო. ასეთ დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ვიდეოთამაშში ყოფნას ჰგავდა.

კლუბში გატარებული ჩემი პირველი დღე მახსოვს. გასახდელში ისეთ კუმირებთან ერთად აღმოვჩნდი, როგორებიც ვალდესი, ჩავი, ინიესტა, პუიოლი, პიკე, ბუსკეტსი და სხვები არიან. მე მათთან ერთად ვთამაშობდი "უფრო მეტში, ვიდრე კლუბი".

"ბარსელონა" – ესაა ნაცია, რომელიც კატალონიას წარმოადგენს. პატივი მქონდა მეთამაშა უდიდეს სპორტსმენებთან მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს და დარწმუნებული ვარ, მათზე უკეთესს ვეღარავის ვნახავ.

ლეო მესი ჩემი მეგობარი იყო მოედანზეც და მის მიღმაც. ვამაყობ იმით, რომ მასთან ერთად ვთამაშობდი.

ლეოსთან და ლუის სუარესთან ერთად ისტორიული შეტევის ხაზი შევქმენი. ჩვენ ერთად ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც სპორტსმენს შეუძლია.

ბარსელონაში დაუვიწყარი წუთები გავატარე. ვცხოვრობდი ქალაქში, რომელიც ქალაქზე მეტია, ის სამშობლოა. ბარსელონა და კატალონია მიყვარს.

თუმცა, სპორტსმენს გამოწვევები სჭირდება და ჩემს ცხოვრებაში პირველად, მამის რჩევა არ გავითვალისწინე. მამა, შენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მივიღე და გთხოვ, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე, მხარი ახლაც დამიჭირო.

"ბარსელონა" და კატალონია ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევების დროა.

პსჟ-ის შემოთავაზებას დავთანხმდი. მინდა კლუბს ის ტიტულები მოვაგებინო, რომლებიც გულშემატკივრებს სურთ. ამ გამოწვევისთვის მზად ვარ.

"ბარსელონას" გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი მათი დამოკიდებულების გამო და ფეხბურთელებს იმ ყველაფრის გამო, რაც მათგან ვისწავლე.

ვგრძნობ, რომ წასვლის დრო მოვიდა.

პსჟ მომდევნო წლებში ჩემი ახალი სახლი იქნება და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ პარიზელების ნდობა გავამართლო.

ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა.

"ბარსელონა", მადლობა ყველაფრისთვის! პსჟ, მე მოვედი!

ღმერთმა დაგვლოცოს!"

Alex.F.
აბსოლუტურად მართალი ხარ!
giorgi
უმუშავიათ მარკეტოლოგებს, კუმირების ჩამოთვლას იწყებს ვალდესით, მერე კატალონიას ევაზელინება და მთავარი - მამას არ დაუჯერა თურმე, არადა ყველამ იცის, რომ სწორედ მამის რჩევას მიყვა. ესაა თანამედროვე მსოფლიო შოუ მარკეტინგს მიჰყავს, ის ყველაფერს ყიდის: ღირსებას, პატივისცემას, ქველმოქმედებას და რავი. აღარასდროს გამოჩნდება ახალი მარადონა რომელიც ამ ყველაფერს მიაფურთხებს და უდინეზეს ან ნებისმიერ მსგავს გუნდს გააბედნიერებს მხოლოდდამხოლოდ ჯიგრის გამო.
sake
ყველაფერი კარგია,ღმერთმა ხელი მოუმართოს,მაგრამ მაინც მგონია შეცდა სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კილიან მბაპე პსჟ-ში იჯარით ითამაშებს
ხესე „სტოკ სიტიში“ იჯარით ითამაშებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
მარკო ვერატის ხელფასი თვეში მილიონი ევრო იქნება
ლიგა 1. "პარკ დე პრენსი" ნეიმარს ელის
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბარსელონა" და ნეიმარი ერთმანეთს სასამართლოში უჩივიან
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
როგორც რონალდინიო... ნეიმარის სუპერსტარტი და პირველი შეტევა "ბარსაზე"
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა