პოდმოსკოვიეს “ხიმკი” რუსეთის პირველი ლიგაში სეზონის დაწყებისთვის თურქეთში ემზადება და საკონტროლო შეხვედრებს მართავს.

პოდმოსკოვიეს “ხიმკი” რუსეთის პირველი ლიგაში სეზონის დაწყებისთვის თურქეთში ემზადება და საკონტროლო შეხვედრებს მართავს. უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ გუნდის ბომბარდირად საქართველოს ნაკრებში ნათამაშები გიორგი ნავალოვსკი ყალიბდება. 24 წლის მარცხენა მცველმა ოთხ შეხვედრაში უკვე მესამედ გამოიჩინა თავი: “ხიმკიში” პირველივე მატჩი მოსკოვის “ლოკომოტივის” დუბლებთან გოლით აღნიშნა და გუნდმა მისი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.

ნავალოვსკიმ ყაზახურ “ილე-საულეტთან” სპარინგ-მატჩშიც გაიტანა, რომელიც ხიმკელებმა 4:0 მოიგეს - გიორგიმ ვლადიმერ გოგბერაშვილის გადაცემით იხეირა. საგოლე გადაცემის გარდა, ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილმა გოგბერაშვილმა მეტოქის კარის ბადე თავადაც შეარხია.

ბოლო საკონტროლო შეხვედრა “ხიმკიმ” ბელარუსის ჟოდინოს “ტორპედოსთან” 3:0 მოიგო და ჩვენებურებმა აქაც ივარგეს: გიორგიმ პენალტი გამოიყენა, გოგბერაშვილმა კი ზუსტად დაარტყა საჯარიმო.

ბელარუსებთან მატჩში ტრავმის შემდეგ პირველად გამოჩნდა მოედანზე ედიკ საჯაია. 30 წლის მცველი გუნდს თურქულ შეკრებაზე გაჰყვა, მაგრამ კუნთი ჰქონდა დაჭიმული და ერთი კვირა გაუცდა. ახლა კი ჯანმრთელად არის და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. საჯაიამ “ტორპედოსთან” შეუცვლელად ითამაშა.

როგორც შევიტყვეთ, საჯაიამ “ხიმკისთან” კონტრაქტი გააფორმა. მას გუშინ დავუკავშირდით:“სერიოზული ტრავმა არც მიმიღია, რამდენიმე დღე დამასვენეს და ახლა ჩვეულებრივი დატვირთვით ვვარჯიშობ. როდესაც გუნდმა მიმიწვია, კონტრაქტის ამბავი უკვე გადაწყვეტილი იყო, გასინჯვაზე არ ვყოფილვარ. “ხიმკის” ხელმძღვანელობა მაშინ დამელაპარაკა და პირობებზე შემითანხმდა, მაგრამ კონტრაქტი მხოლოდ ახლახან გავაფორმეთ”.

საჯაიას საქართველოში დაბრუნებაზეც დავეკითხეთ. ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგადან” მისი წამოსვლის შემდეგ ამბონდნენ, თითქოს რუსული კლუბი საჯაიას ერთ-ერთ ქართულ კლუბში იჯარით გაშვებას უპირებდა.

“საქართველოში ჩამოსვლას ჯერ არ ვაპირებ, რადგან რუსეთის პირველი ლიგის დონეზე თამაში მაინც შემიძლია. სანამ ამის ძალა მერჩის, მირჩევნია, აქ დავრჩე. ჩემს ასაკში ფინანსური მოტივი ბევრს ნიშნავს. კიდევ რამდენი უნდა ვითამაშო? კარიერის დასრულების შემდეგ სამუშაოს გარანტიასაც არავინ მომცემს და, ცხადია, ვფიქრობ, ოდნავ უზრუნველყოფილი მაინც ვიყო. რუსეთში ამ პრობლემის მოგვარება კიდევ შეიძლება, მერე კი ვნახოთ, კარიერის საქართველოში დასრულებას არ გამოვრიცხავ” – გვითხრა საჯაიამ.

“ხიმკის” ვებგვერდის ინფორმაციით, ჩვენებურებიდან კონტრაქტი მხოლოდ ვლადიმერ გოგბერაშვილს არ გაუფორმებია – ის ჯერ კიდევ ტესტირებაზეა.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა