ინტერვიუ გიორგი ჭელიძესთან

ჩვენთან ფეხბურთელებს პატივს არ სცემენ

რამდენიმე წლის წინ გიორგი ნოდარის ძე ჭელიძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული თავდმსხმელი იყო. 19 წლისამ მოსკოვის “ლოკომოტივის” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ კარიერა ვერ აეწყო. შარშან ზუგდიდის “ბაიასა” და ბოლნისის “სიონში” რამდენიმე მატჩი ჩაატარა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

ახლახან კი გავიგეთ – “პაჭელოს” ფეხბურთელის კარიერა დაუსრულებია, თუმცა ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს – ჩ ლიცენზიის მისაღებად სამწვრთნელო კურსებზე დადის და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ პროფესიით მუშაობა. “ლელოსთან” ინტერვიუში გიორგი განვლილს იხსენებს და მისთვის მტკივნეულ თემებზე გულახდილად ლაპარაკობს.

- ოცდახუთი წლის კვალიფიციური ფეხბურთელი კარიერას ძალიან იშვიათად ასრულებს. რამ გიბიძგა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ?

- მივხვდი, რომ მაღალ დონეზე ვეღარასოდეს ვითამაშებდი. საქართველოს ჩემპიონატში თამაშს კი ისევ მწვრთნელობა მირჩევნია. ჯობს, ამ პროფესიას ამ ასაკშივე დავეუფლო და სამწვრთნელო კარიერისთვის საფუძველი შევიქმნა. ვგრძნობ, რომ ეს საჩემო საქმეა, ბავშვებთან ურთიერთობა კარგად გამომდის, მომავალში კი მაღალ დონეზეც მსურს მოვსინჯო ძალები.

- საქმეს უკვე შეუდექი?

- დიახ, პრაქტიკას “საბურთალოს” საფეხბურთო სკოლაში გავდივარ და მისი ხელმძღვანელების დახმარებით პირველ სამწვრთნელო ნაბიჯებს სწორედ იქ გადავდგამ.

- როგორ ფიქრობ, რომელია შენი ის თვისებები, რომლებიც ახალ საქმიანობაში გამოგადგება?

- მე მგონი, გულღია და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, უზომოდ მიყვარს ფეხბურთი და შემიძლია, მოსწავლეებს ჩემი ცოდნა და ჩანაფიქრი გავუზიარო.

- ადრე მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდი, ახლა კი ძალზე დასერიოზულებული, გულჩათხრობილიც კი ჩანხარ.

- ადრე ჩემთვის უკეთესი დრო იყო, უდარდელი და კომფორტული. საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი უცებ დადგეს თავდაყირა. საბედნიეროდ, მეყო ხასიათის სიმტკიცე საიმისოდ, რომ ცხოვრების რთული პერიოდები გადამელახა.

- ალბათ ბევრ რამეზე ხარ გულდაწყვეტილი...

- გულნატკენი იმ ხალხისგან დავრჩი, ვინც ჩემი არ ირწმუნა და რთულ პერიოდში გვერდში არ დამიდგა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ჩემ გამო საკუთარი ავტორიტეტი სასწორზე არ შეაგდო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ფეხბურთელებს პატივს არ სცემენ.

- მოვლენების შენთვის არასასურველად განვითარებაში საკუთარ თავსაც ხომ არ ადანაშაულებ?

- შეუცდომელი არავინაა და მეც ბევრჯერ გადამიდგამს არასწორი ნაბიჯი. მაგალითად, ვალდებული ვიყავი, მოსკოვის “ლოკომოტივში” უფრო მეტი მეშრომა და იქ დამკვიდრებისთვის თავი არ დამეზოგა. მოგვიანებით, როცა “ზესტაფონში” ვთამაშობდი, იქიდან წასვლა არ უნდა მეჩქარა და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ უიღბლობის გამოც ძალიან დავიჩაგრე. მძიმე ტრავმამ ხომ თითქმის წელიწადი დამაკარგვინა.

- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თამაში არაერთ ქართველ ფეხბურთელს განუახლებია...

- ჩემი მხრიდან ეს გამორიცხულია, რადგან ფეხბურთის თამაშის ხალისი დავკარგე და ვიცი, რომ აზრს აღარ შევიცვლი.

- კარიერის საუკეთესო პერიოდებად რომლებს მიიჩნევ?

- პირველ დიდ წარმატებას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მივაღწიე, როცა კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავედით. კარგი პერიოდი გავატარე “თბილისში”, “ბათუმსა” და “ზესტაფონში”, “ლოკომოტივი” კი მაინც გამორჩეულად მაგონდება. ძირითადში ბევრი არ მითამაშია, მაგრამ იქ სამი წელიწადი გავატარე და ეს დრო არასოდეს დამავიწყდება. ჩემი თანაგუნდელები ხომ შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ – მალხაზ ასათიანი, სერბი ბრანისლავ ივანოვიჩი, რომელიც დღეს “ჩელსიში” თამაშობს, დმიტრი ლოსკოვი, დმიტრი სიჩოვი, დინიარ ბილიალეტდინოვი, სერგეი ოვჩინნიკოვი, მარატ იზმაილოვი და სხვები. მითამაშია, მაგალითად, ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელის წინააღმდეგ, როგორიცაა “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ნემანია ვიდიჩი. იგი მაშინ მოსკოვის “სპარტაკში" თამაშობდა. ვიმუშავე იური სიომინთან, სლავოლიუბ მუსლინთან და ანატოლი დემიანენკო. ნასწავლი სამწვრთნელო საქმიანობაში აუცილებლად გამომადგება.

- შენი თაობის არაერთმა ფეხბურთელმა კარიერა ნაადრევად ტრავმის გამო დაასრულა. ეს უბრალო დამთხვევაა თუ რაიმე კანონზომიერება?

- ყოველთვის მეგონა, რომ ეს მხოლოდ უიღბლობის ბრალი იყო, მაგრამ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი სამწვრთნელო კურსებზე მივიღე. არ შეიძლება, ბავშვი ადრეულ ასაკში ძალიან დატვირთო. ამით მისი ორგანიზმი იფიტება და ეს პრობლემა ზრდასრულ ასაკში აუცილებლად იჩენს თავს. ახალი თაობის მწვრთნელები ამ ფაქტორს აუცილებლად გავითვალისწინებთ და ჩვენს აღსაზრდელებს სწორი მეთოდიკით აღვზრდით. სხვათა შორის, ჩემთან ერთად კურსებზე ვალტერ გუჩუა და კახა გოგოლაძე დადიან. დარწმუნებული ვარ, ასეთი ბევრისმნახველი ფეხბურთელები კარგ თაობებს გაზრდიან.

dato
ქართულ ფეხბურთში რაც ხდება, ამას ქვია ,კატასტროფა'
tolika
ძალიან ცუდია, რომ ასეთმა ნიჭიერმა და უდავოდ პერსპექტიულმა ფეხბურთელმა ასე ადრე დაამთავრა თამაში. არა და, ვისაც მისი თამაშები უნახავს 14-15 წლის ასაკში, უდავოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ეს ბიჭი გამონაკლისი არ არის, ძალიან ბევრი ტალანტი და ნიჭი იკარგება უკვალოდ და მერე რატომ? ბაბუა ფეხბურთელი ჰყავდა, მამაც, ძმაც და თითქმის მთელი ოჯახი ფეხბურთით ცხოვრობდა და ამან მაინც ვერ გაქაჩა ბოლომდე. რაღაც შეცდომებს ვუშვებთ ბავშვებთან მიმართებაში და ეს ახალი არ არის, ასე იყო თავიდან. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, ყველა ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ტუნირებს საკავშირო მასშტაბით, ქართული გუნდები იგებდნენ და შედეგი რა იყო საბოლოო? მხოლოდ ორი ჩემპიონობა, ორი თასი და ერთი ევროპული თასი. მერე როგორ ფეხბურთელებს უთამაშიათ დინამოში? მეცნიერულ დონეზეა შესასწავლი ეს ქართული ფენომენი და თუ ამ ავადმყოფობას ზუსტი დიაგნოზი დაესვა და დროულად ვუმკურნალეთ, ქართული ფეხბურთი აშკარად აყვავდება, იმიტომ რომ ჩვენნაირი ნიჭიერი და ტალანტის მქონენი, ალბათ ბრაზილიაში და არგენტინაში თუ იბადებიან.
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...