ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართველმა კალათბურთელებმა მოგება დაიწყეს

ქართველმა კალათბურთელებმა მოგება დაიწყეს

საქართველოს ნაკრებმა 16-წლიან ისტორიაში საკუთარ მოედანზე პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშა.
საქართველოს ნაკრებმა 16-წლიან ისტორიაში საკუთარ მოედანზე პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშა. აქამდე ქართველები მხოლოდ საზღვარგარეთ ემზადებოდნენ და თბილისში ოფიციალური შეხვედრების გასამართად ბრუნდებოდნენ. ასე რომ, რუმინეთთან შეხვედრა ერთგვარად ისტორიული აღმოჩნდა. სასიამოვნოა ნაკრების გამარჯვება, ერთი-ორი კალათბურთელის გამონათება, თუმცა გუშინდელ მატჩს უამრავი დამაფიქრებელი ამბავი ახლდა...

სასიამოვნო და დამაფიქრებელ ამბებს თანმიმდევრობით ჩამოვუყვეთ.

- კმაყოფილი ვარ მოგებით. არ აქვს მნიშვნელობა ვისთან თამაშობ, რამდენად რთულად აღწევ წარმატებას, ცუდად ირჯები თუ - კარგად, მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, - განაცხადა ნამატჩევს ზაზა ფაჩულიამ და დასძინა: არ მინდა რუმინელებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ამ მატჩში ჩვენს სასარგებლოდ გაცილებით დიდი სხვაობა უნდა დაფიქსირებულიყოო. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რაზეც ცალკე ქვეთავში ვილაპარაკებთ.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტები გიორგი შერმადინს შემოეხვივნენ:

- ამ გამარჯვებას ყველას მივულოცავ. იოლი მატჩი არ იყო, თუმცა დაცვასა და შეტევაში კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვეცდებით მომდევნო მატჩებში უფრო მობილიზებულები გამოვიდეთ, თამაში კიდევ გავაუმჯობესოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოართვეს პირველი კომენტარი გიორგი შერმადინს? იმიტომ, რომ იგი გუნდის ლიდერი იყო როგორც ქულებში, ასევე მოხსნებში. შერმადინმა მართლაც "მადიანად" ითამაშა: 17 ქულა (10-დან 7 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო) და 13 მოხსნა მიითვალა. ეს გახლდათ მისი საუკეთესო შეხვედრა ეროვნული ნაკრების მაისურით. გიორგის სასტარტო ხუთეულისკენ გზა ზაზა ფაჩულიას ტრავმამ გაუხსნა. კაპიტანს მუხლი აწუხებს და გუშინ მწვრთნელმა მისი დატვირთვისგან თავი შეიკავა. თუმცა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი ფაქტი: რუმინელებს ფარქვეშ ძალიან გაუჭირდათ. მათ 221 სმ სიმაღლის ცენტრი კი ჰყავდათ (იონუტ დრაგუსინი), მაგრამ სანიკიძე-შერმადინი რომ ხტებოდნენ, დრაგუსინი ქვემოთ "ბუზის ტოლად" მოჩანდა. საქართველოს ნაკრების წარმატებაც უმთავრესად ფარქვეშ კარგი თამაშის ბრალია: მასპინძლებმა რუმინელებს მოხსნებში 48:37 აჯობეს, ხოლო ორქულიანების თითქმის 30 პროცენტი ჩატენვების შედეგად მოაგროვეს.

სასიამოვნო იყო კიდევ ერთი კალათბურთელის აღმოჩენა... მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ვლადიმერ ბოისა წლეულს ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა, იგორ კოკოშკოვი ვოვას შემცვლელზე სერიოზულად დაფიქრდა. უნგრეთთან სასტარტო ხუთეულში მძიმე ფორვადრდად ნიკა მეტრეველი გაამწესა, რუმინეთთან ამ პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში თორნიკე შენგელია ათამაშა. ისევე როგორც ნიკა უნგრეთთან შეხვედრის პირველ წუთებზე, გუშინდელი მატჩის დასაწყისში შენგელიაც ოდნავ შებოჭილი ჩანდა, მაგრამ მეორე პერიოდიდან ატმოსფეროს გაუშინაურდა და მესამე ათწუთეულში მასპინძლებმა გარდატეხა რომ შეიტანეს, სწორედ თორნიკეს დამსახურებაა: მან დიდი შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ 8:0 გაქცევაში 6-ქულიანი წვლილი შეიტანა და ქართველები 50:34 დააწინაურა (ყველაზე დიდი სხვაობა). სხვათა შორის, ეს იყო შენგელიას პირველი შეხვედრა ეროვნულში (ამ სეზონში). იმედია, მძიმე ფორვარდის, ვოვა ბოისას არყოფნას შენგელია და ნიკა ცქიტიშვილი ნაკრებს არ დაატყობენ. მეტრეველი გუშინ მეოთხე ნომრის ამპლუაშიც ვიხილეთ და ცენტრადაც... სკიტა შედარებით გამოცდილია და უნდა ვივარაუდოთ, რომ ოფიციალურ შეხვედრებში სასტარტო ხუთეულში სწორედ მას ვიხილავთ.

ტაირონ ელისის ნაცვლად ორი ამერიკელი კი ჩამოვიდა, მაგრამ ტაირონის საქმე წლეულს მანუჩარ მარკოიშვილმა გადაიბარა - პირველ ტაიმში, პერიმეტრიდან ტყორცნებში მანუს გუშინ ბადალი არ ჰყავდა, 6-დან 3 გამოიყენა (გაიხსენეთ, ყველაზე მეტ სამქულიანს ელისი აგდებდა). შერმადინის, შენგელიას გამონათების გარდა გასახარია მანუჩარ მარკოიშვილის დაბრუნება და ლაშა გამყრელიძის დამაჯერებელი თამაში. მან გასული სეზონი გერმანიაში გაატარა, რაც გამოცდილების მხრივ ძალიან სასარგებლო იყო. გამყრელიძის მოედანზე გამოსვლის შემდეგ ქართველთა თამაშს სისწრაფე ემატებოდა და შეტევის პირველივე ფაზაში დაგვირგვინების ალბათობაც მატულობდა.

დადგა დასაფიქრებელი ამბების განხილვის დროც. ტორინ გრინი ესპანურ "გრან კანარიამ" აიყვანა, ქუინტონ ჰოსლი - კატალონიურმა "ხუვენტუდმა". მათ კლასში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, თუმცა გუშინ ჰოსლიმ 2 ქულა ჩააგდო, გრინმა - 7. ბულგარეთისა და პოლონეთის ახალწვეულები (შესაბამისად კალუეი და კელატი) სნაიპერობას არავის უთმობენ. აქედან გამომდინარე, ქართველებსაც გვსურს, რომ გრინი-ჰოსლის წყვილისგან შეტევაში მეტი ეფექტი ვიხილოთ, თუმცა აქამდე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ისინი ბევრით ვერაფრით გამოირჩევიან. ამას შეიძლება სამი მიზეზი ჰქონდეს: ორი მიზეზი თავად ჰოსლიმ დაასახელა - ახალ გუნდთან შეთამაშება დროს მოითხოვს. ამასთან, ვერ ვიტყვი, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვართ. სათანადო კონდიციებამდე ბევრი გვიკლიაო. შეთამაშება, ფორმა... მესამე მიზეზი მწვრთნელში უნდა ვეძებოთ: იგორ კოკოშკოვი გრინსა და ჰოსლის, ისევე როგორც ქართველებს, გუნდურ თამაშს სთხოვს. ასეთ სტილზე გადაწყობა ამერიკელებისთვის შეიძლება იოლი არ აღმოჩნდეს, რადგან გასულ სეზონში აეკ-ში თამაში გრინზე ეწყობოდა, ხოლო "იზმირში" მთელი გუნდი ჰოსლის შეჰყურებდა. ფორმაში შესასვლელად, აკლიმატიზაციის გასავლელად და სქემებში ბოლომდე გასარკვევად ამერიკელებს 10 დღე და 2 საკონტროლო მატჩი აქვთ.

გაიხსენეთ, გასულ სეზონში, ბოლო წუთებზე ნაკრებს შეტევაში ქულების მოგროვება როცა უჭირდა, საიდანღაც ვიქტორ სანიკიძე გამოფრინდებოდა და ფარიდან ასხლეტილ ბურთს კალათში აბრუნებდა. რუმინეთთან ვიქტორს ორქულიანი არ ჩაუგდია (მხოლოდ 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა). ეს იმას ნიშნავს, რომ არც ვიქტორია სასურველ ფორმაში. გუშინ, 16-ქულიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ ქართველებს მეტოქის კალათისკენ გზა დაეკარგათ და რუმინელებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (68:72)...

- ბოლო პერიოდში თამაში თითქოს მოგებულად დავიგულეთ და ცოტა მოვეშვით, რაც მეტოქემ არ გვაპატია - ჩამორჩენა მალე აღმოფხვრა და ცოტა აგვანერვიულა. საბოლოოდ მაინც დავწყნარდით და საქმე გამარჯვებამდე მივიყვანეთ. იმის თქმაც შეიძლება, რომ სასურველ ფორმაში ჯერ არ ვართ, თუმცა აგვისტომდე საკმარისი დროა, - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

მეორე ტაიმში აღარ უთამაშია გიორგი ცინცაძეს, რომლესაც კოჭზე ყინული ედო. ნაკრების ექიმებმა დაგვაიმედეს, რომ გიორგი მალე მომჯობინდება.

იყო კიდევ ერთი დამაფიქრებელი ამბავი - იგორ კოკოშკოვმა განაცხადში არ შეიყვანა ზაზა ფაჩულია. გუშინ დავწერეთ, რომ კაპიტანს მუხლის უმნიშვნელო ტრავმა აქვს, თუმცა რუმინეთთან უნდა ეთამაშა...

სიტუაციაში თავად ზაზა გაგვარკვევს:

- უნგრეთთან შეხვედრისას უხერხულად დავეცი, თუმ

ცა თამაში განვაგრძე. მცირე ტკივილი შეხვედრის შემდეგ ვიგრძენი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან გახურების მერე ვერაფერს ვგრძნობდი. ტკივილმა ყველაზე მეტად გუშინ საღამოს შემაწუხა და მწვრთნელმაც ამიტომ დამასვენა. არადა, ძალიან მინდოდა თბილისში მოწყობილ პირველ საერთაშორისო ტურნირზე თამაში. ვიმედოვნებ ამ შეჯიბრებაში ერთ მატჩში მაინც მივიღებ მონაწილეობას.

ამ მიმოხილვაში კალათბურთელებზე ინდივიდუალურად დავწერეთ, რაც ნაკრების გარჯამ გამოიწვია - სპორტსმენთა ინდივიდუალიზმი უფრო ჩანდა, ვიდრე გუნდური თამაში. რუმინეთთან ეს გაგვივიდა, შეიძლება ბელარუსთანაც გაგვივიდეს, უკრაინასთან და პოლონეთთან კი გუნდური თამაში გარეშე არაფერი გამოვა.

თბილისის საერთაშორისო ტურნირი

23 ივლისი, სპორტის სასახლე

3 ათასი მაყურებელი

საქართველო-რუმინეთი 75:68

22:17, 20:15, 17:15, 16:21

საქართველო: ცინცაძე (10 წთ, 4ქ, 2პ), მარკოიშვილი (26 წთ, 13ქ, 4პ, 3მ, 2ჩ), სანიკიძე (24 წთ, 7ქ, 11მ, 6პ, 3ჩ, 2დ), თ. შენგელია (21 წთ, 8ქ, 7მ, 1პ, 1დ, 3ჩ), შერმადინი (31 წთ, 17ქ, 13მ), გამყრელიძე (17 წთ, 4ქ, 1მ, 1ქ, 3ჩ), ტუღუში (5წთ, 1მ, 1პ), ჰოსლი (16 წთ, 2ქ, 2მ, 1პ, 1ჩ), მეტრეველი (6 წთ, 6ქ, 3მ), გრინი (24 წთ, 7ქ, 2მ, 2პ), ცქიტიშვილი (20 წთ, 7ქ, 4მ, 1პ).

რუმინეთი: პაული (5ქ), მოლდოვანი (16ქ), დრაგუჩინი (5ქ, 6მ), ჯუკანი, სილვასანი (26ქ), მანდაჩე (3ქ), დუმიტრესკუ (5ქ), ჟიხარტო (4ქ), კაპუჩანი (3ქ), ნიკოარა (1ქ), დრაგოსი

მსაჯები: მ. კუპატაძე (საქართველო), პ. ნეიმანი (უკრაინა), ი. ბერიშვილი (საქართველო)

ბელარუსი-უკრაინა 68:72

13:22, 14:21, 19:16, 22:13

ბელარუსი: ლაშკევიჩი (7ქ), კორშუკი (9ქ), ტრასტსინეტსკი (2ქ), ულიანკო (13ქ), კუდრიავცევი (6ქ, 4პ), სტიგერსი (4ქ, 8პ), განდლინი, კუზმინი, კუშინსკაი (8ქ), ალექსეევი (9ქ, 8მ), პუსტანვარი (6ქ), პალიასშჩუკი (4ქ).

უკრაინა: გლებოვი (2ქ), ზაბირშენკო (3ქ), პუსტოზვონოვი (7ქ), ლიშჩუკი (18ქ, 11მ, 3პ), კრავცოვი (21ქ, 8მ), გლადიარი (5ქ), ონუფრიავი, კვიავიაჩი, აგაფონოვი, ფესენკო, ლუკაშოვი (16ქ)

მსაჯები: მ. კუპატაძე (საქართველო), ვ. პედიევი (უკრაინა), დ. ბერიშვილი (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია