სერია A. XXX ტურის წინ: ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა, შესაძლოა, ეროვნულ პირველობაში "ინტერის" თამაშზე კარგად აისახოს

იტალიელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ შუა კვირაში "მილანმა" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ. თუ როგორ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს - "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე გააღწია და კვლავაც ორ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას, მაშინ, როდესაც "მილანი" მხოლოდ სერია A-ზეა კონცენტრირებული.

არ დაგვვიწყებია იტალიის თასი, თუმცა ამ გათამაშებამ დიდი ხანია დაკარგა პრესტიჟი. მოკლედ, "მილანმა" დამატებითი უპირატესობა მოიპოვა და ვნახოთ, რამდენად მოახერხებს მის გამოყენებას. მეორეც არის, ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლით "ნერაძურიმ" საუკეთესო განწყობა შეიქმნა და შესაძლოა, ამან ეროვნულ პირველობაზეც დადებითი კუთხით ჰპოვოს ასახვა. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

დღეს დაგეგმილი შეხვედრებიდან "მილანის" სიცილიაში სტუმრობა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "პალერმო" კრიზისშია და ჯერჯერობით, საქმეს ვერც სერსე კოსმი შველის - თუ კუნძულელებს ევროპის ლიგის ზონაში მოხვედრა მაინც სურთ, მრისხანე მეტოქე აუცილებლად უნდა დაამარცხონ.

თავის მხრივ, "მილანიც" მხოლოდ სამი ქულისთვის ჩადის სიცილიაში და ნებისმიერი სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება. სტუმრებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა, რომელსაც სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ანუ, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ლიდერის გარეშე იასპარეზებს.

ალეშანდრე პატოს თქმით, იბრას გარეშეც ძალუძთ წარმატებით ასპარეზობა: "ზლატანი დიდი ძალაა გუნდისთვის და ამის უარყოფა შეუძლებელია, მაგრამ მის გარეშეც შეგვიძლია წარმატების მიღწევა და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ. სავარაუდოდ, კასანოს მხარდამხარ მომიწევს თამაში, რომელსაც შესანიშნავად ვუგებ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. რაც შეეხება მეტოქეს, მართალია ბოლო შეხვედრებში არც თუ დამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ "პალერმოს" ნებისმიერ დროს შეუძლია მომატება და მაღალი დონის ფეხბურთის დემონსტრირება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პირველი ნომრიდან უნდა ვითამაშოთ".

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, მასიმილიანო ალეგრი ნაცად ტაქტიკას არ უღალატებს და გუნდს 4-3-1-2-ით ათამაშებს - შეტევის წინა ხაზზე ანტონიო კასანოსა და ალეშანდრე პატოს ვიხილავთ, მათი პასებით მომარაგებაზე კი კლარენს ზეედორფი და მის უკან განლაგებული კიდევ სამი ფეხბურთელი იზრუნებს: კევინ პრინც ბოატენგი, მარკ ვან ბომელი, ჯენარო გატუზო. ამ უკანასკნელის პასები არ გაიშვას, მაგრამ დიდ გულზე კია: რადგან "ინტერი" ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სკუდეტოში ვეღარავინ შეგვეცილებაო.

სერსე კოსმი სამი მცველით ათამაშებს "პალერმოს" და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. ერთობ სარისკო ტაქტიკაა, მაგრამ კოსმი რის კოსმია, რომ არ გარისკოს. თავდასხმაში პინილია-მიკოლის ტანდემს გაამწესებს, მათ უკან კი ხავიერ პასტორე იმოქმედებს. მატჩისწინა განცხადებებისა და ტრადიციული მუქარისგან სიცილიელები თავს იკავებენ - არც გაემტყუნებათ, რადგან 0:7-ის შემდეგ ამის მორალური უფლება არ აქვთ. "მილანთან" ჯახი რეაბილიტაციის შანსს იძლევა და ვნახოთ, რამდენად გამოიყენებენ მას კუნძულელები.

"ინტერი" კვირას გამართავს თავის შეხვედრას და საკუთარ მოედანზე "ლეჩეს" მიიღებს. სულ რომ შვიდ ფრონტზე იბრძოდეს ლეონარდოს გუნდი, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოიგოს, რადგან მეტოქე ჰყავს ერთ-ერთი აუტსაიდერი. სერია A-ში სენსაციები ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ შემთხვევაში, "ინტერის" უპირატესობა კოლოსალური ჩანს - თავად განსაჯეთ, ერთმანეთის პირისპირ საუკეთესო თავდასხმა და ყველაზე ცუდი დაცვა წარსდგებიან. მიმდინარე სეზონში, "ინტერს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (55), "ლეჩეს" კი ყველაზე მეტი გაშვებული (51).

მოკლედ, სამუელ ეტოოს შესანიშნავი შანსი აქვს, გოლების რაოდენობა კიდევ არაერთით გაზარდოს და ანტონიო დი ნატალეს წამოეწიოს. კამერუნელის მხარდამხარ ჯამპაოლო პაცინი გაირჯება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს, მიუნხენში არ ჩაფრენილა და ენერგიით სავსე ხვდება "ლეჩესთან" პაექრობას. ლეონარდოს თქმით, მის გუნდს სამივე ფრონტზე შეუძლია უმაღლესი მიზნის მიღწევა:

"მიუნხენში კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. შესანიშნავ განწყობაზე ვართ და "ლეჩესთან" პაექრობისთვის ვემზადებით. მთავარია, კონცენტრაცია არ დავკარგოთ და ჩემპიონატის აუტსაიდერსაც ისეთივე მონდომებით ვეთამაშოთ, როგორც ევროპული ფეხბურთის გრანდს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დავიმსჯებით, რადგან სერია A-ში იოლი თამაში უბრალოდ არ არსებობს. რაც მთავარია, ფეხბურთელები არიან შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში და დარწმუნებული ვარ, სამივე ფრონტზე უმაღლესი მიზნისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ".

ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფი გუნდები კუნძულელებს უმასპინძლებენ - "ნაპოლი" "კალიარის" მიიღებს, "უდინეზე" კი "კატანიას". ოთხეულში მოხვედრის პრეტენდენტები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან პაექრობებს და ფავორიტებადაც ითვლებიან. თუმცა, იოლად არც სტუმრები დათმობენ რამეს. "კატანია" გადარჩენისთვის იბრძვის და თითოეულ ქულას გუნდისთვის ოქროს ფასი აქვს, "კალიარი" კი "უდინეზესთან" განადგურდა საკუთარ მოედანზე და სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე.

ნეაპოლური მატჩი თბილისის დროით კვირას გვიან ღამით დაიწყება და სავარაუდოდ, სრული ანშლაგით ჩაივლის - ვალტერ მაძარისაც ამის იმედი აქვს: "ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის და თითოეულ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ფეხბურთელები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან და ეს მომავლის რწმენას მიღრმავებს, მაგრამ გულშემატკივრის მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ სტადიონი დარჩენილ ყველა საშინაო შეხვედრაზე გაივსება და ჩვენ ერთად მივაღწევთ საწადელს".

საინტერესო მატჩი გაიმართება ფლორენციაშიც, სადაც "ფიორენტინა" "რომას" მიიღებს და ბოლოს, სწორედ ამ პაექრობის შესახებ ვთქვათ. გასული ტური ორივე გუნდისთვის იმედის მომცემი გამოდგა: "ჯალოროსიმ" დერბიში გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა სურს, "ვიოლამ" კი "კიევო" დაამარცხა გასვლაზე და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების იმედი გაუჩნდა. იმედს გაღვივება სჭირდება და ამიტომ, ორივე გუნდისთვის ქულები სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს - შესაბამისად, "არტემიო ფრანკიზე" წესით დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

დღეს:

ლაციო-უდინეზე 21.00

დისკვალიფიკაცია: რადუ, ლედესმა, ლიხტშტაინერი - ჯაკერინი.

ტრავმა: როკი, დიაკიტე, ბრეშიანო, მეგნი - ფატიჩი, ბუდანი, ფელიპე, სამარკო, როზინა, სანტონი.

პალერმო-მილანი 23.45

დისკვალიფიკაცია: ბოვო, კამოციერი - იბრაჰიმოვიჩი.

ტრავმა: კასანი - პირლო, ინძაგი, ამბროზინი.

ხვალ:

ფიორენტინა-რომა 15.30

დისკვალიფიკაცია: ვუჩინიჩი (რომა).

ტრავმა: კროლდრუპი, იოვეტიჩი, ფრეი (ფიორენტინა).

ბარი-კიევო 18.00

დისკვალიფიკაცია: ანდრეოლი, ცეზარი, მანტოვანი (კიევო).

ტრავმა: ბარეტო, ს. მაზიელო, კუტუზოვი, რაჯი, რივასი, პარიზი, გალასო - ლუჩანო.

ბოლონია-ჯენოა 18.00

ტრავმა: ეკდალი, მორლეო, მონტელონგო, გარიჩი, მუტარელი - დესტრო.

ინტერი-ლეჩე 18.00

დისკვალიფიკაცია: კორდობა - მუნარი.

ტრავმა: სამუელი, მილიტო - ჯულიატო, დი მიკელე, ოფერე.

იუვენტუსი-ბრეშა 18.00

დისკვალიფიკაცია: მოტა - ძებინა, კარაჩოლო, ჰემეტაი.

ტრავმა: იაკვინტა, გროსო, სალიჰამიჯიჩი, დე ჩელიე, რინაუდო, სისოკო, კვალიარელა - ძანეტი, დალამანო, ბერარდი, ფილიპინი.

სამპდორია-პარმა 18.00

დისკვალიფიკაცია: ტისონე - ლუკარელი, გალოპა.

ტრავმა: პალომბო, პოცი, სემიოლი, ბიაბიანი - კალვო, ანჯელო.

უდინეზე-კატანია 18.00

დისკვალიფიკაცია: ალვარესი (კატანია).

ტრავმა: ბასტა, ფერონეტი, ანჯელა - კაპუანო, ბელუში, შაკა, მარტინიო.

ნაპოლი-კალიარი 23.45

დისკვალიფიკაცია: მაჯო - ასტორი.

ტრავმა: გრავა, კამპანიარო - პიზანო, ნენე.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 29 18 8 3 51-21 62

2. ინტერი 29 17 6 6 55-31 57

3. ნაპოლი 29 17 5 7 44-26 56

4. უდინეზე 29 16 5 8 54-30 53

5. ლაციო 29 15 6 8 35-25 51

6. რომა 29 14 7 8 45-39 49

7. იუვენტუსი 29 11 9 9 43-37 42

8. ფიორენტინა 29 10 10 9 33-29 40

9. პალერმო 29 12 4 13 44-46 40

10. კალიარი 29 11 6 12 35-34 39

11. ბოლონია 29 11 9 9 32-36 39

12. ჯენოა 29 10 8 11 28-32 38

13. კიევო 29 7 11 11 28-31 32

14. კატანია 29 8 8 13 25-38 32

15. სამპდორია 29 7 10 12 25-33 31

16. პარმა 29 6 11 12 28-41 29

17. ჩეზენა 29 7 8 14 25-40 29

18. ლეჩე 29 7 7 15 31-51 28

19. ბრეშა 29 6 8 15 23-36 26

20. ბარი 29 4 8 17 16-43 17

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 24 – დი ნატალე (უდინეზე); 20 – კავანი (ნაპოლი); 19 - ეტოო (ინტერი); 17 – დი ვაიო (ბოლონია); 16 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...