"იუვენტუსის" ვიცე-კაპიტანი ჯორჯო კიელინი კლუბის საზაფხულო ტურნეს გაკრიტიკებას არ მორიდებია

"იუვენტუსის" ვიცე-კაპიტანი ჯორჯო კიელინი კლუბის საზაფხულო ტურნეს გაკრიტიკებას არ მორიდებია.

ჟურნალისტებმა ჯორჯო კიელინის ჰკითხეს "იუვენტუსის" წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდზე, რომელიც მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილმა გუნდმა ამერიკაში გაატარა. ფეხბურთელის პასუხი ერთობ მოულოდნელი და ხისტი იყო - ჩვენ უფრო მეტი ვიმოგზაურეთ, ვიდრე ვივარჯიშეთო.

ბოლო ამხანაგური მატჩი "ბებერმა ქალბატონმა" 0:2 დათმო "ტოტენჰემთან". გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კი უკმაყოფილებას არ მალავს იმის გამოც, რომ მომავალ უქმეებზე "იუვეს" იტალიის სუპერთასის შეხვედრა ელის "ლაციოსთან".

"ჩვენ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეტი დრო დავუთმეთ მოგზაურობას, ვიდრე ვარჯიშს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ისეთი თამაშები, როგორიც გვქონდა "ტოტენჰემთან", მაგრამ უნდა ვითამაშოთ სხვანაირად - მაღალ ტემპში და მეტი შემართებით. თუნდაც სუპერთასისთვის მატჩში. ახლა მთავარია, ტურინში ვიყოთ და აღარ ვიმოგზაუროთ. ჩვენს გუნდს აქვს უტეხი სული და "იუვენტუსი" ამას მთელი სეზონების განმავლობაში აჩვენებს. ასე იყო ადრე და ასე იქნება მომავალშიც...

ახალი სახეები? ისინი, ჩემი აზრით, კარგად ირჯებიან, მაგრამ ისიცაა, რომ ჩვენთან ჯერ საკმარისად არ უმუშავიათ. დუგლასი (კოშტა) და ბერნა (ბერნარდესკი) შესანიშნავი ბიჭები არიან. ჩემი აზრით, ისინი უთუოდ შეუწყობენ ხელს გუნდის პროგრესს. რაც შეეხება მატეას (დე შილიო), ის მშვენიერი შენაძენია. მან იცის, რომ ბევრი უნდა იმუშაოს და შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ნიჭიერია ახალგაზრდა ბენტანკურიც. ჯერ მე არ ვიცი, დარჩება თუ არა ის კლუბში, მაგრამ ფაქტია - არგენტინაში კარგად თამაშობდა...

ვართ თუ არა მზად "ლაციოსთან" მატჩისთვის? რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი დადებითია", - თქვა კიელინიმ.

ახლა იმაზე, რაზეც "იუვეს" ერთ-ერთ ლიდერს არაფერი უთქვამს. ჯერაც უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას "ბებერი ქალბატონის" ნიჭიერი შავკანიანი ფორვარდი მოიზეს კინი, ვინც იტალიის ასაკობრივი ნაკრებიდან ქართველ გულშემატკივარსაც კარგად უნდა ახსოვდეს. შეგახსენებთ, რომ ის გახდა XXI საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, ვინც გოლი გაიტანა სერია A-ში.

ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კინის სამსახურით დაინტერესებულნი ჰოლანდიური "ზვოლე" და "დენ ჰააგი", იტალიური "ბოლონია", "კროტონე" და "ვერონა" არიან. საინტერესოა, რომ ფეხბურთელის შენარჩუნება "იუვესაც" სურს და იტალიური გრანდი მაქსიმუმ მის განათხოვრებას თუ დაყაბულდება.

ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსმა" და "საუთჰემპტონმა" მარიო ლემინას ტრანსფერზე მოილაპარაკეს. გაბონელს, რომელიც "წმინდანებმა" ცხვირწინ ააცალეს "სტოკს", იშვიათად ეძლეოდა "ბიანკონერიში" თამაშის შანსი. ლემინას სანაცვლოდ ინგლისური კლუბი 16 მილიონ ევროს გაიღებს, თუმცა თანხა, შეიძლება, 20 მილიონამდეც გაიზარდოს.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
მესი თუ რონალდო - კიელინიმ არჩევანი გააკეთა
"იუვენტუსს" ჟოაო კანსელო სურს
კიელინი: ამას კვარაცხელიასგან არ ველოდი
[VIDEO] სპალეტი გაგიჟდა - ლუჩანო მსაჯს დაუპირისპირდა
სუარესმა გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა "რეალის" ნაცვლად "ბარსელონაში"
"ლუკაკუ პრობლემა სულაც არაა, მან უამრავი შანსი თავად შეიქმნა" - კიელინიმ ბელგიელი დაიცვა
ჯორჯო კიელინიმ 39 წლის ასაკში კარიერა დაასრულა