ბალაკი ისევ არ არის, კროოსი ბრუნდება

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კვირის დასაწყისში, გერმანიის საფეხბურთო კავშირთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ბუნდესმწვრთნელის პოსტზე 2014 წლის მუნდიალის ჩათვლით იმუშავებს, ხოლო გუშინ, იოგიმ ბუნდესგუნდის ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 26 მარტს კაიზერსლაუტერნში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი, მიონხენგლადბახში ავსტრალიას ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს.

ლიოვს სიურპრიზები არ შემოუთავაზებია. მან კვლავ არ გამოიძახა ცუდ ფორმაში მყოფი მიხაელ ბალაკი, სამაგიეროდ, ბუნდესნაკრებში „ბაიერნის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი დააბრუნა, რომელიც თებერვლის დასაწყისში, იტალიასთან ტესტ-მატჩისთვის გამოძახებული არ ყოფილა. იოგის სიაში არიან ანდრე შიურლე (მაინცი) და ტიმ ვიზეც (ვერდერი). ლიოვმა არ უხმო ჰამბურგის მცველ ჰაიკო ვესტერმანს და დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ კევინ გროსკროიტცს. გერმანიის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (შალკე), რენე ადლერი (ლევერკუზენი), ტიმ ვიზე (ვერდერი)

მცველები: არნე ფრიდრიხი (ვოლფსბურგი), დენის აოგო (ჰამბურგი), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), ჟერომ ბოატენგი (მანჩესტერ სიტი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ.), პერ მერტეზაკერი (ვერდერი), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ.).

ნახევარმცველები: მარიო გიოტცე (ბორუსია დ.), სვენ ბენდერი (ბორუსია დ.), სამი ხედირა (რეალი), მესუთ იოზილი (რეალი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), კრისტიან ტრეში (შტუტგარტი), ტონი კროოსი (ბაიერნი), ანდრე შიურლე (მაინცი).

თავდამსხმელები: მარიო გომესი, მიროსლავ კლოზე, თომას მიულერი (სამივე ბაიერნი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი).

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა