კაროს მარია ერგო

ინდიან უელსში ქალთა ტურნირზე ბოლო ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. გუშინდელმა შეხვედრებმა სანახევროდ გაამართლა მაყურებელთა იმედები - ერთ მატჩში მხოლოდ სამი გეიმი გათამაშდა, მეორეში კი სამი სეტი.

ბრძოლა არ ყოფილა მსოფლიოს პირველ ჩოგან კაროლინ ვოზნიაცკისა და ვიქტორია აზარენკას შორის. ეს ჩოგბურთელები აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მცირე უპირატესობა დანიელის მხარეს იყო - 3:2, მაგრამ ბელარუსი სერიოზული განწყობით გავიდა კორტზე. პირველივე გეიმში მას ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ კაროლინმა რთული სიტუაციიდან გამოძრომა და ანგარიშის გახსნა შეძლო, შემდეგ კი თავად სცადა ბრეიკის მოპოვება და გამოუვიდა კიდეც, ოღონდ ამაში აზარენკას შეცდომები დაეხმარა. ანგარიში გახდა 2:0 და დანიელი ჩასაწოდებლად მოემზადა. მის გეიმში მეორე გათამაშებაზე ვიქტორია ბურთს დაედევნა, ფეხი ცუდად დადგა და ტკივილისგან ჩაიკეცა. სამედიცინო პაუზა 10 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც აზარენკა კორტზე გავიდა, მაგრამ ორი გათამაშების შემდეგ დამარცხება აღიარა.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია აზარენკას ტრავმა, თუმცა თავად ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას მაიამის სუპერტურნირზე თამაშის იმედი აქვს.

ამის შემდეგ კორტზე მარია შარაპოვა და ტურნირს შემორჩენილი ერთადერთი განუთესავი მოთამაშე - შუაი პენგი გავიდნენ. თავიდან ისინი დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ 2:2-დან შარაპოვამ შვიდგეიმიანი გაქცევა მოაწყო და ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ რუსი ჩინელს იგივე დღეს დააყრიდა, რაც დინარა საფინას ერთი დღის წინ (6:2, 6:0).

მაგრამ პენგი დანებებას არ აპრებდა - მეორე სეტში მან ჯერ დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა, შემდეგ კი წინ გასვლაც მოახერხა - 4:2. რუსმა იქვე გამოასწორა სიტუაცია და საქმე ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ მარიამ მე-12 გეიმში მოულოდნელად შეცდომების რაოდენობა გაზარდა და მესამე პარტიის თამაში გახდა საჭირო.

მესამე სეტში ბრეიკების რაოდენობა ისევ გაიზარდა - მომწოდებლები ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდნენ, მათ შორის ორმაგსაც (მარიას ასეთი 13 დაუგროვდა). პირველად ამ კრიზისიდან პენგი გამოვიდა, ვინც თავისი გეიმი აიღო და 3:2 დაწინაურდა. მაგრამ ეს მისი ბოლო წარმატება იყო მატჩში. შარაპოვამ ისევ იპოვნა თავისი თამაში, ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და ორ საათსა და 22 წუთში გაიფორმა ნახევარფინალის საგზური. დღეს ის ფინალში გასასვლელად ვოზნიაცკის შეხვდება.

WTA

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/4 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8) 3:0 უარი; მარია შარაპოვა (რუს, 16)-შუაი პენგი (ჩინ) 6:2, 5:7, 6:3.

1/2 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-შარაპოვა (16); ვიკმაიერი (23)-ბარტოლი (15).

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა