სამი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობდა საერთაშორისო ტურნირებში
სამი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობდა საერთაშორისო ტურნირებში. მათგან კორტებს მხოლოდ სოფიო შაფათავა შემორჩა, რომელიც გერმანიის 60 000-იან შეჯიბრებაში მონაწილეობს.

გუშინ, ერთეულთა ასპარეზობის პირველ წრეში მან მე-5 ნომრად განთესილი თურქი იპეკ ოღლუ დაამარცხა სამ სეტში - 6:4, 0:6, 6:2. საამისოდ ჩვენებურს საათი და 56 წუთი დასჭირდა. შაფათავამ ორი ეისი ჩააგდო, ოღლუმ - სამი, ქართველმა ორმაგი შეცდომა რვაჯერ დაუშვა, თურქმა - შვიდჯერ, ორივემ 5-5 ბრეიკპოინტი გამოიყენა, ოღონდ სოფიომ ექვსიდან, იპეკმა - რვიდან.

მერვედფინალში შაფათავა ტამარა კორპატჩისა (გერმანია) და არინა გაბრიელა ვასილესკუს (რუმინეთი) შორის უძლიერესს შეხვდება. გერმანელი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აღზევდა და გუშინ მთავარ ბადეში მოსახვედრად რუმინელ კრისტინა დინუს აჯობა - 6:4, 7:6.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ კამილა როსატელოსთანაა შეამხანაგებული და დღეს ასპარეზობის მეოთხე ნომრებს - ტერეზა მდრეზას (ხორვატია) და ჩანთალ სკამლოვას (სლოვაკეთი) გაუწევს მეტოქეობას. ამ დუეტებში გამარჯვებულს მეოთხედფინალში ალონა ფომინა (უკრაინა) და მაგდალენა ფრეჩი (პოლონეთი) ელოდებათ, რომლებმაც სტარტზე ქსენია ბეკერი (რუსეთი) და პანა უდვარდი (უნგრეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:3, 6:1.

დიდი ბრიტანეთის 25 000-იან ტურნირს გამოეთიშა მარიამ ბოლქვაძე. საკვალიფიკაციოში ორი გამარჯვების შემდეგ გუშინ მან 2 საათსა და 36 წუთში წააგო თურქ პემრა ოზგანთან - 2:6, 6:2, 6:7. ამ დაძაბულ პაექრობაში ჩვენებურმა 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა. 17 ბრეიკპოინტიდან მან მხოლოდ რვა გამოიყენა, მეტოქემ - 16-დან რვა.

გუშინვე დამარცხდა საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძეც - მინსკის 15.000-იანი ტურნირის პირველ წრეში მან შეხვედრა საათსა და 20 წუთში მარატ დევიატიაროვთან (უკრაინა) დათმო - 4:6, 2:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს