აზარენკამ და ვოზნიაცკიმ კორტზე იაპონიის დროშა გამოიტანეს, რომელზეც ეწერა: "ჩვენ ვფიქრობ თქვენზე! კაროლინა და ვიქტორია"
ინდიან უელსში მეცხრე სათამაშო დღე გულისამაჩუყებელი მომენტით დაიწყო. დღის სესიია პირველი მატჩის მონაწილეებმა - ვიქტორია აზარენკამ და კაროლინ ვოზნიაცკიმ კორტზე იაპონიის დროშა გამოიტანეს, რომელზეც ეწერა: "ჩვენ ვფიქრობ თქვენზე! კაროლინა და ვიქტორია".

სტიქიურ უბედურებას, რომელიც იაპონიას დაატყდა თავს, არც ერთი ნორმალური ადამიანი არ დაუტოვებია გულგრილი და სპორტსმენები ყველანაირად ცდილობენ მორალური ან მატერიალური დახმარება გაუწიონ დაზარალებულებს. წინა გვერდზე მოგიყევით სამთო მოთხილამურეების - ამერიკელი ჯულია მანკუზოსა და შვეიცარიელი დიდიე კუშის კეთილი ჟესტის შესახებ. გარდა ამისა, იაპონელთა გასაჭირს გამოეხმაურა ფორმულა 1-ის შვეიცარიული საჯინიბო "ზაუბერი". ამ გუნდის ბოლიდებზე განთავსდება წარწერა იაპონურ ენაზე, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება: "დაე, ჩვენი ლოცვები შეისმინოს იაპონელმა ხალხმა".

"რთულია საჭირო სიტყვების მონახვა, რომელსაც შეუძლია გამოხატოს ჩვენი გრძნობები და ემოციები, მაგრამ ჩვენი დუმილი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ ვიცით საიდან დავიწყოთ. რთული დასაჯერებელია ის, რასაც ახალ ამბებში ვხედავთ. ჩვენი გონება ახლა მხოლოდ იაპონიისკენ არის მიმართული და იმედი გვაქვს, ისინი იპოვნიან ძალას საკუთარ თავში და შეძლებენ ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას", - განაცხადა საჯინიბოს ხელმძღვანელმა პეტერ ზაუბერმა.

ზემოთ ვთქვით, რომ მომხდარი უბედურება გულგრილს არ დატოვებდა არც ერთ ნორმალურ ადამიანს. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბევრმა მოთამაშემ გამოთქვა მწუხარება მომხდარის გამო და მხარდაჭერის სიტყვები გაუგზავნა იაპონიის მოსახლეობას. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ისეთებიც არიან, რომლებსაც საკუთარი, ორიგინალური მოსაზრება აქვთ უცნობი ადამიანების მწუხარებაზე.

ქალთა NBA-ის კლუბ "ნიუ იორკ ლიბერთის" წევრმა კეპი პონდექსტერმა (ამჟამად რუსულ უგმკ-ში თამაშობს) სოციალური ქსელის - "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაახლოებით ასეთი რამ დაწერა - "უბრალოდ არაფერი არ ხდება და შესაძლოა, იაპონია ღმერთმა დასაჯა იმის გამო, თუ როგორ ეპყრობიან იქ უბრალო ადამიანებს". მოგვიანებით, პონდექსტერმა გადაწყვიტა, რომ ერთი სისულელე საკმარისი არ არის და პერლ-ჰარბორი გაიხსენა... ბუნებრივია, მაშინვე ატყდა ხმაური და კალათბურთელს ბოდიში მოახდევინეს. "საკმარისად ძლიერი ვარ იმისთვის, რომ ვაღიარო საკუთარი შეცდომა და ღიად მოვინანიო ის", - განაცხადა კეპიმ.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"