შტეფან ეფენბერგი "ბაიერნის" ცოცხალი ლეგენდაა, ასეთ ხალხს კი ყოველთვის უსმენენ და მათ აზრსაც ითვალისწინებენ

შტეფან ეფენბერგი "ბაიერნის" ცოცხალი ლეგენდაა, ასეთ ხალხს კი ყოველთვის უსმენენ და მათ აზრსაც ითვალისწინებენ. ის ეჭვობს, რომ ეს, შეიძლება, კარლო ანჩელოტის ბოლო სეზონი იყოს მიუნხენურ გრანდში.

მართალია, ტიტულოვანმა იტალიელმა სპეციალისტმა "რეკორდმაისტერს" პირველივე სეზონში ჩემპიონობა (ზედიზედ მეხუთე) მოუტანა, მაგრამ ყველას ხინჯად აქვს გულში ნაადრევი გავარდნა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან.

ახლა, მოდით, ისიც ვთქვათ, რომ "რეალთან" მარცხი, ზოგადად, არავისთვის შეიძლება იყოს კატასტროფა, მაგრამ სხვა საქმეა ის ფორმა, რა ფორმითაც "ბაიერნმა" მადრიდულ გიგანტთან დაპირისპირება დათმო - 3:6 ორი მატჩის ჯამში (1:2 "ალიანც არენაზე, 2:4 "სანტიაგო ბერნაბეუზე").

"ბაიერნი" საკუთარ თავს არ ჰგავდა წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებსა თუ ტურნირებში - მარცხი "არსენალთან", "მილანთან", "ინტერთან", "ლივერპულთან", "ნაპოლისთან".

კი ბატონო, ამას "დორტმუნდთან" გერმანიის სუპერთასზე გამარჯვება მოჰყვა, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ამ თამაშშიც "ბაიერნი" ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ორჯერ აგებდა თამაშის მსვლელობისას და ბოლოს პენალტების სერიაში გაუმართლა.

"თუ გუნდს საქმე კვლავ ისე წაუვიდა, როგორც ახლაა ან უფრო უარესად, ალბათ, ანჩელოტისთვის ეს ბოლო სეზონი იქნება "ბაიერნის" მწვრთნელის პოსტზე. საერთოდ, გუნდში მხოლოდ ფეხბურთელები არ იცვლებიან, ხანდახან იცვლებიან მწვრთნელებიც", - შეახსენებს ეფენბერგი ანჩელოტის და ობიექტურობისთვის იქვე დასძენს, რომ არსებული სიტუაცია მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის:

"ბოლო მატჩებში ვერ დავინახე გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ერთმანეთისთვის თამაშობენ. საერთოდაც, ჩემთვის ფეხბურთში მთავარია ჟინი, მონდომება... და თუ "ბაიერნის" ფეხბურთელებში ეს კომპონენტი არ არსებობს, მაშინ საქმე კიდევ უფრო უარესად ყოფილა, ვიდრე წარმოგვიდგენია".

"ეფე" მიანიშნებს გუნდში ბალანსის აუცილებლობაზეც და იხსენებს ოტმარ ჰიტცფელდის პერიოდს, როცა მარათონული სეზონის განმავლობაში "ბაიერნს" სრულფასოვანი როტაციის საშუალება ჰქონდა. ის არ არის დარწმუნებული, რომ ანჩელოტის ხელთ არის დაბალანსებული გუნდი, როცა სათადარიგოთა სკამზე მჯდომ თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია პარტნიორის უპრობლემოდ შეცვლა:

"დიდი მწვრთნელები, მაგალითად ისეთი, როგორიც ოტმარ ჰიტცფელდია, ყოველთვის ცდილობენ, ჰქონდეთ ბალანსი ძირითად და სათადარიგო მოთამაშეთა შორის. მწვრთნელმა უნდა გათვალოს ტრავმებზე, დისკვალიფიკაციებზე, ამა თუ იმ მოთამაშის ფორმიდან ამოვარდნაზე... თუ ანჩელოტი ამ მხრივ დააბალანსებს გუნდს, მაშინ საქმე უკეთ წავა და გუნდს ძალები ყველა ფრონტზე საკმარისად ექნება", - მიაჩნია ეფენბერგს.

ბოლოს მას თომას მიულერის შესაძლო გაყიდვაზეც ჰკითხეს: "არა, რატომ უნდა გაყიდონ?! ის ახლა "ბაიერნის" სახეა, მას შემდეგ, რაც გუნდში აღარ არიან ბასტიან შვაინშტაიგერი და ფილიპ ლამი", - დასძენს დიდი ფეხბურთელი, რომლის სამწვრთნელო საქმიანობა ვერ იყო წარმატებული "პადერბორნში", სადაც 2015 წლის 13 ოქტომბრიდან 2016 წლის 3 მარტამდე იმუშავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
ულიცენზიო და ლოთი შტეფან ეფენბერგი "პადერბორნიდან" გაუშვეს
ეფენბერგი "ბაიერნს" რიბერისთან და რობენთან კონტრაქტების გაგრძელებას ურჩევს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
შტეფან ეფენბერგი: თუ ასე გაგრძელდა, ავტობუსის მძღოლის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადავიხდით
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
შტეფან ეფენბერგი "ბაიერნის" შედეგებით უკმაყოფილოა
ეფენბერგის რჩევა "ბაიერნს": გაუშვით ლევანდოვსკი პსჟ-ში ან "ბარსელონაში"
ეფენბერგი: ლევანდოვსკი "ბაიერნიდან" მოსაშორებელია