ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯოკოვიჩის კომპლექსი ფედერერისთვის

ჯოკოვიჩის კომპლექსი ფედერერისთვის

ინდიან უელსის მამაკაცების ფინალში ერთმანეთს ამ დროისთვის, ალბათ, ორი საუკეთესო ჩოგბურთელი ჯოკოვიჩი და ნადალი შეხვდება

მამაკაცების ფინალში ამ მომენტისთვის, ალბათ, ტურის ორი საუკეთესო ჩოგბურთელი შეხვდება ერთმანეთს - ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი.

ნახევაფინალური ეტაპი ძალიან საინტერესო იყო, რადგან იქ "დიდი ოთხეულის" სამმა წევრმა და ხუან მარტინ დელ პოტრომ გააღწიეს. არგენტინელი ერთწლიანი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა ტურს და უკვე მოიგო დელრეი ბიჩის ტურნირი, ინდიან უელსში ნახევარფინალში გასვლის შემდეგ კი რეიტინგის 51-ე პოზიციაზე გადავიდა. უფრო მეტიც - ხუან მარტინი ნადალის დამარცხების შემთხვევაში მომავალ კვირას მაიამის მასტერსზე განთესილებს შორის მოხვდებოდა.

მიუხედავად ამისა, საუკეთესო ფორმამდე არგენტინელს ჯერ ბევრი უკლია. დელ პოტრო დამაჯერებლად უსწორდება საშუალო დონის მოთამაშეებს, ტოპ-ათეულის წევრებს ჯერ ვერ ამარცხებს. ავსტრალიის ღიას შემდეგ, სადაც მან ოთხ სეტში წააგო 22-ე ნომერ მარკოს ბაღდატისთან, ათეულის ქვემოთ მყოფ მოთამაშეებთან მხოლოდ ერთი სეტი დათმო, სამაგიეროდ ორ სეტში წააგო ფერნანდო ვერდასკოსთან (მე-9 ნომერი) და ენდი როდიკთან (8). ახლა კი მას მსოფლიოს პირველ ჩოგანთან უწევდა შეხვედრა. სხვათა შორის, წინა სამი მატჩი დელ პოტროს მოგებული ჰქონდა ესპანელისთვის, თუმცა ეს ტრავმამდე იყო.

ნადალმა პირველი სეტი შეცდომებით დაიწყო და არგენტინელი მალე 3:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ ესპანელმა თანდათან დაალაგა თამაში, კორტზე უკეთ ამოძრავდა და ბურთსაც საჭირო მიმართულება მოუნახა. ამან დელ პოტრო აანერვიულა და არგენტინელის მოქმედებაში ბევრი არასწორი გადაწყვეტილება გაჩნდა. ესპანელმა უპრობლემოდ გაათანაბრა ანგარიში და შემდეგ სეტიც მოიგო - 6:4.

მეორე სეტში არგენტინელმა მეტნაკლებად მოუნახა გასაღები მეტოქის თამაშს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაფაელი ძირითადად კონტრშეტევაზე აგებდა თამაშს, თუმცა მხოლოდ დაცვით არ იფარგლებოდა და საჭირო დროს იერიშზე გადადიოდა. შედეგად, ნადალს მეტოქეზე ორჯერ მეტი "ვინერსი" დაუგროვდა, შეცდომა კი გაცილებით ნაკლები ჰქონდა. დელ პოტროს შეეძლო მეოთხე გეიმში ბრეიკის გაკეთება, მაგრამ ორმაგი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ნადალმა კი პარტიაში ერთადერთი ასეთი შანსი ბრეიკში გარდასახა და მეორე სეტშიც 6:4 გაიმარჯვა.

მეორე ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამ სეზონში მესამედ დაამარცხა როჯერ ფედერერი. უფრო შთამბეჭდავია წელს სერბის შემდეგი სერია - დევისის თასის მატჩების ჩათვლით 19-დან 19 მოგება! აქედან ATP-ის ეგიდით გამართულ მატჩებში ზედიზედ 17 მოგება დაუგროვდა - სეზონის სტარტზე ასეთი შედეგი ბოლოს ლეგენდარულ პიტ სამპრასს ჰქონდა 1997 წელს.

ორივე ჩოგბურთელმა მაღალი დონის ჩოგბურთი აჩვენა. ტემპი ორივე მხრიდან სწრაფი იყო და თამაშიც მრავალფეროვანი. პირველ სეტში ორივეს ჰქონდა შანსი, მაგრამ სერბი უკეთესად თამაშობდა გადამწყვეტ ბურთებზე და საბოლოოდ, ორი ბრეიკით მოიგო პარტია - 6:3.

მეორე პარტიაში შვეიცარიელმა გააძლიერა თამაში საკუთარ მოწოდებაზე და ამასთან, სწრაფად გააკეთა ბრეიკი. ნოვაკს აშკარა ჩავარდნა ეტყობოდა და მან ერთი ბრეიკ-პოინტის მოპოვებაც ვერ შეძლო. ფედერერმა კი მეორე სეტში (ისევე როგორც ნოვაკმა პირველში) მეორე ბრეიკიც გააკეთა - 6:3.

მესამე სეტის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, ამასთან, ფედერერმა მეტოქის გეიმი ნულზე მოიგო. მაგრამ ბოლოსკენ მსოფლიოს მეორე ჩოგანს ძალა აღარ ეყო. მან ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა, შემდეგ კიდევ ერთი მოწოდება წააგო და ჯოკოვიჩმა მეორე მატჩბოლით მოიპოვა ფინალის საგზური.

ამ მოგებით სერბი ორშაბათიდან დაიბრუნებს რეიტინგში მეორე ადგილს, მაგრამ თუ ფინალში წააგებს, მისი უპირატესობა ფედერერთან მხოლოდ 30 ქულა იქნება, ასე რომ, მაიამის მასტერსის შემდეგ ისევ შესაძლებელია ამ ჩოგბურთელებს შორის როქი.

ATP

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 645 000 დოლარი

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-რიშარ გასკე (საფ, 18) 6:2, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 12) 6:3, 6:4.

1/2 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ) 6:4, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 6:3, 3:6, 6:2.

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!

კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია

U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს