შანსი, რომ "იუვენტუსმა" ემრე ჩანი იყიდოს, ბოლო დღეებში ძალიან სწრაფად გაიზარდა

შანსი, რომ "იუვენტუსმა" ემრე ჩანი იყიდოს, ბოლო დღეებში ძალიან სწრაფად გაიზარდა. ფაქტია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" წაგების შემდეგ, მასიმო ალეგრი ცდილობს, იმდაგვარად გადააწყოს გუნდი და ისეთი სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოოს, უპრესტიჟულესი ევროტურნირის მოსაგებად მეტი შნო რომ ჰქონდეს.

როგორც ირკვევა, ერთი მხრივ, "ბებერი ქალბატონი" შორს არ არის "ლივერპულის" მოთხოვნებთან - "წითლები" გერმანიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველს, რომელსაც კონტრაქტი მომავალი წლის ივნისის ბოლოს ეწურება, 30 მილიონ ევროდ (27.1 მლნ გირვანქა) აფასებენ, თუმცა "გაძეტა დელო სპორტი" ოთხშაბათის ნომერში წერს, რომ მოლაპარაკებები მთლად ისე ვერ მიმდინარეობს, როგორც ტურინული გრანდის ბოსები ისურვებდნენ.

"კორიერე დელო სპორტი" კი ამტკიცებს, რომ უფრო დაზუსტებული ინფორმაცია აქვს - "იუვენტუსს", თურმე, 25 მილიონი ევრო შეუთავაზებია "ლივერპულისთვის", რაზეც "ენფილდის" ბინადართ ამ ეტაპზე უარი განუცხადებიათ.

ეს, რაც შეეხება ვერსიებსა და დაუდასტურებელ ინფორმაციებს, ახლა კი იმაზე, რაც უკვე დანამდვილებითაა ცნობილი - "იუვენტუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ვეღარ გაუძლო მედიის ზეწოლას და აღიარა, რომ "ლაციოს" კეიტა ბალდე დიაოზე ელაპარაკება. 22 წლის სენეგალელმა ფორვარდმა გასულ სეზონში 16 გოლი გაიტანა.

"დიახ, ჩვენ შევთავაზეთ წინადადება "ლაციოს" პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს კეიტასთან დაკავშირებით და ის ახლა განხილვის პროცესშია. ვნახოთ, რა მოხდება. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით", - უთხრა მაროტამ მედიას.

ყოველი შემთხვევისთვის, "იუვენტუსი" ცდილობს, სათადარიგო ვარიანტებიც მოსინჯოს. იგივე "გაძეტა" გვარწმუნებს, რომ "ქალბატონის" ინტერესთა სფეროში არიან ბლეზ მატუიდი (პსჟ) და სტივენ ნზონზი ("სევილია").

ამ უკანასკნელის რა მოგახსენოთ და, მაროტამ მატუიდის შეძენის მცდელობა არ უარყო, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები "იუვესა" და პსჟ-ის წარმომადგენლებს შორის.

"მატუიდი? გიდასტურებთ, რომ ეს ფეხბურთელი ძალიან მოგვწონს და გვაინტერესებს კიდეც, რადგან "იუვენტუსს" ძალიან სჭირდება გამოცდილი ნახევარმცველი", - დასძენს მაროტა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა, გალარდო გახდეს
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
უარი საჩუქარზე - იამალმა ჩეჩენი ბლოგერისგან "ბუგატი" არ მიიღო
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
[PHOTO] ვინისიუსის ცნობა გაგიჭირდებათ - ბრაზილიელმა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
დაღუპა არგენტინა - შირერმა ფინალში ფერნანდესის გაძევებას სულელური უწოდა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] მესი ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იუვე" 42 წლის ბუფონს, 35 წლის კიელინისა და კორონათი დაინფიცირებულ ფეხბურთელს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
სენეგალის ნაკრების უცნაური შეცდომის გამო კეიტა ბალდე გუნდს ვეღარ დაეხმარება
"ფრანს ფუტბოლი" - როცა მატუიდი პოგბასა და გრიზმანზე უკეთესია
კეიტა ბალდე "მონაკოს" ფეხბურთელია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"იუვენტუსმა" "აიაქსთან" მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა - რონალდო ითამაშებს, კიელინი - არა
ემრე ჩანი შესაძლოა "ლივერპულის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს
ცნობილი ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან
იგუაინი, ხედირა, მატუიდი - ცნობილი ხდება, ვინ დატოვებს "იუვენტუსს"
ტრანსფერ-ONLINE: 16 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
ემრე ჩანი ტურინში ჩაფრინდა და დღეს "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება
"ვანდას ჩემს ქმართან ეძინა და შემდეგ მათი ფოტოები გამომიგზავნა..." - იკარდის მეუღლე ყოფილ თანაგუნდელთან ღალატობდა ეს ამბავი ამ ფეხბურთელის ცოლმა მოჰყვა
ბლეზ მატუიდი "იუვენტუსით" აღფრთოვანებულია
ემრე ჩანი "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
ტრანსფერ ONLINE: 25 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ემრე ჩანმა შესაძლოა "ლივერპულის" მაისურით საერთოდ აღარ ითამაშოს
კეიტა ბალდეს მეუღლემ ვანდა ნარა ძროხას შეადარა
ლიგა 1. XXI ტური. "მონაკომ" პსჟ-სთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა [VIDEO]