ინგლისის ქვედა ლიგებში სეზონი დაწყებულია, ჩატარდა ლიგის თასის მატჩებიც, დღეს კი სტარტს მისი უდიდებულესობა - პრემიერლიგა იღებს. საინტერესოა, რა სიახლეებით ხვდება პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგა და ზოგადად - ინგლისური ბურთაობა ახალ მარათონს...

სისტემა ABBA
ანუ ჯობს, პირველმა აღარ დაარტყა...

ინგლისის ასოციაციის თასი ფრიად პოპულარული და პატივსაცემი ტურნირია. ის ალბიონური სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და არ შეიძლება, პრემიერლიგის გვერდით სათასო სიახლეებზეც არ ვთქვათ.

ABBA სისტემა უკვე ცნობილია ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ამაზე "ლელოც" წერდა და აქ აღარ გავშლით თემას. ეს არის პენალტების სერიის შესრულების ახალი სისტემა, რომელმაც ზოგიერთ ტურნირში უკვე გაიარა გამოცდა და ახლა ინგლისის ასოციაციის თასზე გაივლის მკაცრ ტესტირებას.

ჯერჯერობით, სისტემის ავკარგიანობაზე გადაჭრით ლაპარაკი ძნელია. ამას დრო გამოაჩენს. თუმცა ერთი რამ ფაქტია - გუნდი, რომელიც იწყებდა 11-მეტრიანების სერიას, ერთგვარ უპირატესობას იღებდა, მათ შორის - ფსიქოლოგიურს (ზუსტად შესრულების შემთხვევაში). მაგრამ ახლა ამბობენ, რომ ჯობია, მეორემ შეასრულო პენალტი. "ჩელსიში" ვიღაცას გამოუთვლია, რომ ძველი სისტემით, პენალტების სერიის 60 პროცენტს იგებდა ის გუნდი, რომელიც ამ სერიას იწყებდა. ჰოდა, ახალი მეთოდით ასე აღარ იქნებაო...

ინებეთ ახალი ბურთი!
ახალი სეზონი ახალი ბურთით! - რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო. აგერ, "ნაიკმა" უკვე მე-17 ბურთი (ამჯერად - Ordem V) დაამზადა მას მერე, რაც 2001 წელს პრემიერლიგასთან კონტრაქტი გააფორმა.

დამამზადებლები არწმუნებენ მომხმარებელს, რომ ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტს უნიკალური კონსტრუქცია აქვს - თურმე, წნევა თანაბრად გადანაწილდება ბურთის ყველა წერტილში, რათა დარტყმა ზუსტი გამოვიდეს.

ასე რომ, თუ წელს პრემიერლიგაში ბევრი ზუსტი დარტყმა იქნება, ჩათვალეთ, რომ ამაში დიდია "ნაიკის" წვლილიც. მეკარეებმა იკითხონ, თორემ...

პირველად, პარასკევს...
I ტური "ემირეითსის" ("არსენალი"-"ლესტერი") პროჟექტორების ფონზე დაიწყება. ასე რომ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა პრემიერლიგა სტარტს პარასკევს აიღებს. ასეთია რეპორტაჟების მფლობელი ტელეკომპანია "სქაის" ხუშტური.

ტურის პარასკევს დაწყება გასულ სეზონში დაინერგა. "სქაის" უფლება ჰქონდა, მთელი სეზონის განმავლობაში 10 მატჩი შეერჩია კვირის ამ დღისთვის, მაგრამ ამ კვოტიდან მხოლოდ 5 გამოიყენა.

"არსენალი"-"ლესტერის" შემდეგ მეორე მატჩი, რომელიც პარასკევს ჩატარდება, "ბორნმუთი"-"ბრაიტონია", რომელიც 15 სექტემბერსაა დანიშნული.

დაეხმარეთ არბიტრებს!
აქ არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც ბევრი კამათი მოჰყვა, მაგრამ ის, რომ არბიტრს, რომელსაც კონკრეტული ინციდენტი მხედველობიდან გამორჩა და დამნაშავის გამოვლენაში სპეციალური ჯგუფი დაეხმარება, უთუოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს.

ერთი სიტყვით, შეიქმნება 3-3-კაციანი ჯგუფები ეგრეთ წოდებული ყოფილებისგან - მწვრთნელის, ფეხბურთელისა და არბიტრის შემადგენლობით. ისინი დამოუკიდებლად დააკვირდებიან ტელეკადრებს და იმედოვნებენ, რომ ამ შემთხვევაში, "დამნაშავე ვერსად დაიმალება".

მოკლედ, თუ მავანმა ფეხბურთელმა არბიტრი მოატყუა, "ტროიკის" მახვილი მზერის წყალობით ავტომატურად 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს.

როგორი უნდა იყოს მოედანი?
"ლესტერის" ტრიუმფის შემდეგ ყველას თვალი მოსჭრა გუნდის მშობლიური არენის, "კინგ ფაუერის" მოედნის ბალახმა, რომელზეც დატანილი იყო კლუბის ლოგო (მოედნის ცენტრში), ტარტანული ზიგზაგები და ასე შემდეგ...

მაგრამ ახალი სეზონიდან ამ მხრივ ყოველგვარი თვითშემოქმედება იკრძალება. არ არის აუცილებელი, მოედანი "ხელოვნების ნიმუშად" იქცესო, - ასეთია მკაცრი მითითება. გარდა ტრადიციული დახაზულობისა, მწვანე მინდორს სხვა არაინაირი თეთრი ზოლი არ უნდა ამშვენებდეს.

ეს მითითება კი უეფასგან მოდის, რომელსაც ინგლისიც უნდა დაემორჩილოს და ემორჩილება კიდეც.

წითელი ხარი, ანუ კარაბაო
გასულ სეზონში ინგლისის ლიგის თასს სპონსონი არ ჰყავდა, ახლა უკვე ჰყავს - Carabao Cup, რომლის სიმბოლო წითელი ხარია.

უბრალო, მაგრამ მაინც...
...მართლაც უბრალოა, მაგრამ ესეც ვთქვათ. პრემიერლიგის მესვეურთა მითითებით, ყველა გუნდის მაისურაზე ფეხბურთელის გვარი და ნომერი უნდა დაიწეროს ერთი და იმავე შრიფტით. ახალ ვარიანტში ციფრები უფრო მსხვილი და მომრგვალებულია, რაც უთუოდ ტელეაუდიტორიაზე უნდა იყოს გათვლილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენო
ამ ფიფამ და უეფამ ტვინი შეჭამეს მოედანს მაგრად უხდება ასეთი მოხატულობა ესენი ვითომ ფეხბურთზე ზრუნავენ არადა კორუფციაში არიან ყელამდე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"