საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის მედიის თასზე პირველი მატჩი მოიგო
11 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, თბილისის მერიის თასზე პირველი შეხვედრა გამართა ჩეხეთის ნაკრებთან და ანგარიშით 87:76 გაიმარჯვა.

თბილისის სპორტის სასახლეში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საწყისი ათწუთეული ფრედ 20:20 დასრულდა, მეორე მეოთხედში კი ქართველი კალათბურთელების მცირე უპირატესობა გამოიკვეთა და ტაიმი მასპინძლებმა 7-ქულიანი უპირატესობით, 45:38 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა ტემპი არც შესვენების შემდეგ დააგდო და საბოლოოდ 11-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

ამ მატჩში ყველაზე მეტი - 22 ქულა თორნიკე შენგელიამ მიითვალა, რომლის ანგარიშზე 7 მოხსნა და 4 პასიცაა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ზაზა ფაჩულიამ (14 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი). 14-14 ქულა ჩააგდეს გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემაც. 11 ქულა - მაიკლ დიქსონმა, დუდა სანაძემ - 9.

საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებები კიდევ ერთხელ 13 აგვისტოს, კვლავაც სპორტის სასახლეში ითამაშებენ და თბილისის თასის გამარჯვებულის ვინაობაც ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ილიას ზუროსის გუნდის გეგმაში ასევე "აკროპოლისის თასზე" გამოსვლაა, სადაც მეტოქეებად ტურნირის მასპინძელი საბერძნეთის, ასევე იტალიისა და სერბეთის ნაკრებები ეყოლება.

მატჩის შემდეგ

- ილიას ზუროსი: ჩვენი მთავარი მიზანი დაცვის გაძლიერებაა

- ზაზა ფაჩულია: მოედანზე უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო

- გიორგი შერმადინი: მე, თორნიკე და ზაზა მოედანზე ერთად... ამაზეც ვმუშაობთ

- მანუჩარ მარკოიშვილი: ამ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ

დათო86
ძალიან კარგი თამაში იყო,ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას,მოკლე სათადარიგოთა სკამი მეც მაფიქრებს,მაგრამ ეხლა აქვთ შანსი დანარჩენებს რომ გამოიჩინონ თავი,ლონდარიძე კარგი ბიჭია ბოისას დაცვაში კარგად თამაში შეუძლია სანაძე თუ წაუვიდა სროლები ეს ბიჭიც ძალიან ძლიერია,ბითაძეც კარგი იყო,მოკლედ უნდა დავიჯეროთ რომ ყველა მეტოქესთან შეგვიძლია მოგება!!! უბრალოდ ენერგია უნდა ფადავანაწილოთ თამაშებზე! წარმატებები ჩვენ ბიჭებს! მჯერა თქვენი რომ გაახარებთ საქართველოს!
სოსო
ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ვულოცავ,მაგრამ 7 კაცი ევროპის ჩემპიონატს არ ეყოფა.ვიქტორი და ბექა რომ გვყოლოდა,ნებისმიერთან ნებისმიერ თამაშში კარგი შანსი გვექნებოდა,ასე კი ყველა თამაშს ვერ გაქაჩავ,პრიორიტეტული თამაში უნდა აირჩიო და იქ დაიხარჯო ბოლომდე,ჯგუფურს ვგულისხმობ რა თქმა უნდა.
nykri
ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს კარგები არიან უფრო მეტი სიზუსტე სამქულიანებში და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეიძლება
B-52
ყოჩაღ ბიჭებო! ცოტა მეტი სამქულიანი და გრანდებიც შეგვეძლება გაღიმებულები დავტოვოთ :)
ბათუმელი
კარგია განწყობისათვის ეს გამარჯვებები. დარწმუნებულივარ მეორე თამაშსაც მოუგებენ ჩეხებს. აი აკროპოლისის ტურნირი კი ნამდვილად მისწრებაა და მაგარი გამოცდილებაც. სამივე მეტოქე ძლიერი გუნდია. მათთან თამაში კარგი და სასარგებლოა ისე როგორც წინა თამაშები. წარმატებები საქართველოს ნაკრებს.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!