ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩის წინ ზინედინ ზიდანის გუნდს სერიოზული უპირატესობა აქვს, რათა სეზონის მეორე (!) ტიტული მოიპოვოს

ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩის წინ ზინედინ ზიდანის გუნდს სერიოზული უპირატესობა აქვს, რათა სეზონის მეორე (!) ტიტული მოიპოვოს. "რეალმა" "კამპ ნოუზე" საკმაოდ იოლად დაამარცხა უნეიმარო "ბარსა", თანაც, მესამე გოლი მას მერე გაიტანა, რაც გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გაუძევეს.

ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ ჟერარდ პიკემ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, ლეო მესიმ "კამპ ნოუ" საეჭვო პენალტის მერე (ლუის სუარესმა ჩვეულ სტილში გააფორმა) გამოაცოცხლა, მაგრამ ამას მოჰყვა შეცვლაზე შესული კრიშტიანო რონალდოს სუპერგოლი, თუმცა... გოლი მან მაისურის გახდით აღნიშნა, რაც წუთებში სანანებელი გაუხდა, რადგან სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. საბოლოო შედეგი კი კოვაჩიჩის ნაცვლად შესულმა ასენსიომ დააფიქსირა - 1:3.

ნეიმარის ადგილზე ერნესტო ვალვერდემ ჟერარდ დეულოფეუ მოსინჯა, თუმცა ფორვარდმა ძალზე სუსტად ითამაშა.

ზინედინ ზიდანი გახდა "რეალის" ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც პირველი სამი საგარეო კლასიკო არ წააგო (2 მოგება, 1 ფრე), ხოლო რონალდო კლასიკოების ისტორიაში პირველად გააძევეს. არადა, მას შესანიშნავი შედეგი აქვს "კამპ ნოუზე" - 11 გოლი ბოლო 11 თამაშში.

საპასუხო მატჩი 16 აგვისტოს მადრიდში გაიმართება.

ბარსელონა-რეალი 1:3

გოლები: 0:1 პიკე (50 ს.კ.), 1:1 მესი (77-პენ), 1:2 რონალდო (81), 1:3 ასენსიო (90)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ვიდალი, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი (83. პაკო ალკასერი), ბუსკეტსი, ინიესტა (68. ს. რობერტო) - მესი, ლ. სუარესი, დეულოფეუ (59. დ. სუარესი)

რეალი (4-1-2-1-2): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - კაზემირო - კროოსი, კოვაჩიჩი (68. ასენსიო) - ისკო - ბეილი (81. ლ. ვასკესი), ბენზემა (58. რონალდო)

გაძევება: რონალდო (82)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რონალდო სიმულანტობდა და სუარესი მოცელეს ხომ აშკარა გოლის დროს? მსაჯები მაგარს ურევენ უკვე და შედეგად მხოლოდ კონკრეტულ თამაშს კი არა სხვა თამაშებსაც აფუჭებენ.
cerber
იმენა ჯემალაა რაა :D
მიშკა
ძალიან ტენდეციური სტატიაა როგორც ყოველთვის, იმენა ბარსელონას გულშემატკივრის დაწერილია, საერთოდ არ თქმულა ორი მნიშვნელოვანი მომენტი, ერთი აბსურდული პენალი და მეორე რონალდოს უსამართლო გაძევება
jemali
პირდაპირ წითელი არმიუცია მსაჯს ქრისტინესთვის. მე2რე ყვითელის გამო მიიღო წითელი! ისე მსახიობები ორივე გუნდში მოიძებნება და თან არაერთი. მოდი ვთქვათ რომ ეს დაძაბულობაც უხდება კლასიკოებს. რაც მთავარია ბოლო წლებია,კლასიკოებში მეტი გოლი გადის. რეალმა კი გუშინ დამსახურებულად გაიმარჯვა. აშკარაა რომ ნახევარდაცვაც,დაცვაც და თავდასხმასაც ცჰირდება,მინიმუმ თითო კარგი ფეხბურთელი.
21
მიუხედავად იმისა,რომ ბარსელონა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მე მისი გულშემატკივრობა შემრცხვებოდა...ამდენი უთავმოყვარეო ფეხბურთელი როგორ შეიყარა ერთად და ეს მსაჯები სულ ბარსელონას სასარგებლოდ როგორ ცდებიან?! პ.ს რამოსიც არანაკლები უთავმოყვარეო ფეხბურთელია,სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს :)
Zizu kaki
Yvelafershi getanxmebi magram umititze ver dagetanxmebi ertaderti vinc gaamartla es umititia...barselonas axalwveulebs vgulisxmob
effe
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უმსგავსო მსაჯობა ბარსას სასიკეთოდ ვერ ვხვდები იმედია არ მოგვატყუეს და შემოიღებენ პრიმერაში ვიდეორეფერის... ზიდანი რონალდო და რეალი კიდევ ერთხელ ამტიკეცებენ რო პლანეტაზე საუკეთესოები არიან დღესდღეობით
g.v.g.
თუ შეთქმულების თეორიას მოვიშველიებთ, მაშინ ერთი რამის თქმა ხდება შესაძლებელი-თუ დიდმა ტოტალიზატორმა ინება, ვინმეს გაჩემპიონება (ლიგა) მაშინ ერთაოზ ბრეგვაძისა არ იყოს "რა სიკვდილი დოუდგება წინ", არა და "რეალზე" ძლიერი ამჟამად არავინაა
g.v.g.
ჯერ ერთი - თუ არ გინახავთ ეს თამაში და ისე აკეთებთ კომენტარს ძალიან ცუდი, რონალდოს გაძევებისას სად იყო სიმულაცია? ქაჩავდა და ხელსაც კრავდა მცველი, პენალტი არ ინიშნება ამაზე ხოლმე, მაგრამ ბარათით (წითლით?! ) დასჯა ნამეტანია. ისე არასწორად მივყევი მოვლენებს, მანამდე მსაჯის უნამუსობისთვის უნდა გამესვა ხაზი, რონალდოს თუ წითელი მისცა, მანამდე სუარესი მინიმუმ უნდა დაეპატიმრებინა, ისეთი აფიორა ჩაატარა.... მოკლედ 13 - 10 ზე იყვნენ (მსაჯ-მაყურებლიან-ფეხბურთელებიანად) და ვერ ჩადგეს ფეხი მაინც სუპერთასში, ერთიც მინდა დავამატო: პიკეს გული თუ არ გაუსკდებოდა არ მეგონა, ალბათ ერთ-ერთი უსაშინლესი საღამო ჰქონდა ცხოვრებაში, იმდენად ეზიზღება რეალი, რომ ამ ავტო გოლის ნაცვლად სიამოვნებით მოაწერდა ხელს სეზონში 15 ავტოგოლზე (ალბათ)

რონალდოს ეპიზოდი სიმულაცია არ იყო!!! ისე ზოგადად ბარსას პრობლემა ნეიმარის არ ყოფნას არ უნდა დავბრალოთ. პსჟ რო 4:0 გიგებს იუვე რო 3:0-ს, სხვა პრობლემები უნდა ეძებო. დაცვა მოშლილია, უმტიტიმ ვერ გაამართლა იმედები, დანი ალვესის შემცვლელი ვერ იპოვეს, ინიესტა დაბერდა, მისი შემცვლელიც არაა გუნდში, მარტო ბუსკეტსი ვერაფერს იზამს. შხედეთ რეალს მოდრიჩი, ისკო, კროოსი, კაზემირო, კოვაჩიჩი, უძლიერესი ხალხი ყავს ნახევარდაცვაში, დაცვაც კარგია. ძლიერი ნახევარდაცვით, + მარსელო კარვახალი ფლანგებზე, + რონალდო თავდასხმაც უკონკურენტოა დღესდღეობით ევროპაში, (მიუხედავად იმისა რომ ბეილი არ არის ფორმაში ტრავმების გამო). ამას კიდევ ემატება ასენსიო და ვასკესი, ორი მაგარი ბიჭი შემოსვლის შემდეგ ყოველთვის აცოცხლებენ და აძლიერებენ თამაშს. ამ ყველაფრის შემდეგ დიდი ალბათობით შესაძლებელია რომ რეალმა მესამედაც მოიგს ლიგა!
ტენდენციური სტატიები
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს