ამ წერილს რომ წაიკითხავთ, უკვე გეცოდინებათ "მანჩესტერისა" და "ვესტ ჰემის" დაპირისპირების შედეგი, თუმცა ქვემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს არსებობის უფლება ყველა ვარიანტში ექნება
გასულ უქმეებზე პრემიერლიგაში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ამ წერილს რომ წაიკითხავთ, უკვე გეცოდინებათ "მანჩესტერისა" და "ვესტ ჰემის" დაპირისპირების შედეგი, თუმცა ქვემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს არსებობის უფლება ყველა ვარიანტში ექნება.

საერთოდაც, ამა თუ იმ ტურნირის სტარტი, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია პრემიერლიგის მარათონულ სეზონზე, შორს მიმავალი დასკვნების საშუალებას ვერ იძლევა.

მაშინ გავეცნოთ ინგლისური მედიის ანალიზს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გახდეს "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმატების საწინდარი...

მეორე სეზონი
გასულ კვირას "მანჩესტერ იუნაიტედმა" სუპერთასის მატჩი დათმო "რეალთან" და დათმო დამსახურებულად. თუმცა, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ეს ვერაფრით გამოდგება მანკუნიანური სეზონის ინდიკატორად, მით უმეტეს, ჟოზე მოურინიოს ფაქტორიდან გამომდინარე.

მუშაობის მეორე წელს მას ყოველთვის მოჰქონდა შედეგი. ყოველთვის! "პორტუში" გატარებულ სწორედ მეორე სრულ სეზონში მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო!

"ჩელსიში" მან სულაც პირველივე სეზონში აზეიმა "ლურჯებს" ინგლისის უმთავრეს ტურნირში გამარჯვება 50-წლიანი პაუზის შემდეგ, რაც გაიმეორა მომდევნო წელსაც. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი ვერ აჯობა ფრანკ რაიკაარდისა და რონალდინიოს "ბარსელონას", რომელმაც საბოლოოდ მოიგო კიდეც ის გათამაშება "არსენალთან" ჭიდილში.

"ინტერში" ჟოზემ თითქმის შეუძლებელი შეძლო: გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში არც მთლად ვარსკვლავური შემადგენლობით. არადა, მისი პირველი სეზონი ვერ იყო შთამბეჭდავი. მომდევნო კამპანიისთვის კი გადამწყვეტი აღმოჩნდა უესლი სნეიდერის მოსვლა, თუმცა ფინალში "ბაიერნის" ძლევა სულ სხვა კაცის - დიეგო მილიტოს დუბლმა განაპირობა.

გადავიდეთ "რეალზე". 2012 წლის აპრილში "თეთრებმა" "კამპ ნოუზე" 2:1 დაამარცხეს პეპ გვარდიოლას დიდებული "ბარსელონა" და 7-ქულიან დისტანციაზე ჩამოიტოვეს. ეს იყო "სამეფო კლუბის" პირველი გამარჯვება ისტორიულ მტერზე 2008 წლის შემდეგ. ამას გარდა, პრიმერას იმ სეზონში მადრიდულმა გიგანტმა 38 მატჩში 121(!) გოლი გაიტანა და ღირსეულადაც იზეიმა სიბელესზე.

"ჩელსიში" დაბრუნების (2013/14) შემდეგ პირველი სეზონი მოურინიომ შემადგენლობის რეკონსტრუქციას მოანდომა, თუმცა მაინც ბოლომდე სდია "მანჩესტერ სიტის" და ფინიშის ხაზთან მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩა.

სამაგიეროდ, ყველაფერი თავის ადგილას დადგა მომდევნო წელს, როცა მოურინიო "ლურჯებთან" ერთად კიდევ ერთხელ ავიდა პრემიერლიგის მწვერვალზე.

პოტენციალი
მოურინიოს კიდევ ერთი საფირმო თვისება - მოთამაშეებისგან ბოლომდე გამოწუროს პოტენციალი. არაერთმა ფეხბურთელმა სწორედ მის ხელში წარმოაჩინა თავი საუკეთესო კუთხით, თუნდაც ფრენკ ლემპარდმა, რომელიც "ჩელსიში" პორტუგალიელის პირველად მისვლის დღიდან გახდა ის, რაც გახდა. პრინციპში, ეს გუუს ჰიდინკის ბოლო სეზონზეც ითქმის, ოღონდ მაშინ მოურინიოს მიერ ნაშენები "ჩელსი" უკვე ბოლო თვეებს ითვლიდა...

იგივე უესლი სნეიდერი არასოდეს ყოფილა "ოქროს ბურთთან" ისე ახლოს, როგორც ჟოზესთან ერთად "ინტერში" ყოფნის პერიოდში.

იმავე "ინტერში" ბრწყინვალე დროება ედგა დიეგო მილიტოსაც, რისი გვირგვინიც "ბაიერნთან" ზემოთ ნახსენებ სეზონის მთავარ მატჩში შესრულებული დუბლი გახლდათ.

ჯონ ტერი საუკეთესო იყო ინგლისში მოურინიოს დროს. სხვათა შორის, მაშინაც, როცა "განსაკუთრებული" მეორედ მივიდა "სტემფორდ ბრიჯზე", თან ეს - ტერის კარიერის დაღმართში.

სუპერბელგიელი ედენ აზარიც მოურინიოსთან მუშაობით იქცა ისეთ ფეხბურთელად, დღეს "ოქროს ბურთის" რეალურ პრეტენდენტად რომ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ოღონდ ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს ეპოქაში ეს რამდენად რთულია, ამაზე დიდი ახსნა-განმარტება ალბათ არ დაგვჭირდება.

მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება, თუმცა ახლა ეს ვიკმაროთ. "მანჩესტერში" მეორე სეზონისთვის კი მოურინიოს რომელუ ლუკაკუს იმედიც უნდა ჰქონდეს. ბელგიელი არცთუ ურიგოდ გამოიყურებოდა სეზონისწინა მატჩებში, მანამდე კი "ევერტონში" დაამტკიცა, რომ გოლების სპეციალისტია.

ძალიან საინტერესო იქნება, როგორ მოერგება მოურინიოს მოთხოვნებს ნემანია მატიჩი - სერბი ნახევარმცველი, რომელმაც "საყრდენებს" შორის ჭიდილში შეიძლება ნგოლო კანტეს ჩამოართვას უპირატესობა.

ერთი სიტყვით, "იუნაიტედში" პოტენციალი დუღს, ხოლო ჟოზეს რომ მისი სათანადოდ ამოქმედება ხელეწიფება, ვგონებთ, ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

ხასიათი
მოურინიოს გუნდები, პირველ რიგში, ეს არის - ხასიათი. სწორედ ამან გააძლებინა მთელი საათის განმავლობაში "ინტერს" "კამპ ნოუზე", სერხიო ბუსკეტსის სიმულაციის შემდეგ, რასაც ტიაგო მოტას უსამართლო გაძევება მოჰყვა. კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი - ეს ხდებოდა ბარსელონაში, ის "ინტერი" კი ნამდვილად არ იყო ვარსკვლავების გუნდი...

თუნდაც "რეალთან" სუპერთასის მატჩში "მანჩესტერმა" მეორე ნახევარში მართლაც გამოავლინა ხასიათი, შეცვალა რა თამაშის მსვლელობა, მაგრამ ზინედინ ზიდანის გუნდი უკეთესი იყო სხვა კომპონენტებში - ტაქტიკურად, ტექნიკურად და მენტალურად.

ხარისხი კი დროსთან ერთად მოდის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ