თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სადაც 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება, გასულ უქმეებზე ორი ტურის შეხვედრები გაიმართა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სადაც 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება, გასულ უქმეებზე ორი ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა, სამწუხაროდ, ორივე პაექრობა დათმო, თანაც, დიდი ანგარიშებით.

საქართველო-ისლანდია 25:52 (8:24)

საქართველო: ხანდოლიშვილი, რუსტამოვი, მიქავა (2), ბაინაზიშვილი (2), კბილაშვილი, არსენაშვილი, ბულბულაშვილი (3), ხარაიშვილი (1), ყორიაული (2), ცხოვრებაძე (5), ბაჯალაძე, ლაპიაშვილი (3), ტიელიძე (2), გოგავა (4), ფერაძე, იობაშვილი (1).

ისლანდია: შევიგი, რივერა (1), გრიმი (3), ბირგისონი (5), არონსონი (1), აგრანსონი (1), სიგურდსონი (7), ოფეიუ ვალდიმარსონი (9), ეინარსონი (7), ჰალგრიმსონი, ოტენბერგი (1), ჯონსონი (1), სვენსონი (2), ტორკელსონი (2), კიარტანსონი (1), ვიგნისონი (1).

B ჯგუფის ამ შეხვედრას კომენტარიც არ სჭირდება, რადგან ანგარიში ნათლად მეტყველებს ყველაფერზე - სტუმრებს მასპინძლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. კარის მიმართულებით 53-ჯერ რომ გაგზავნი ბურთს და მხოლოდ 25-ჯერ მიაღწევ მიზანს, რომელ წარმატებაზე შეიძლება იფიქრო. პირველი ტაიმი ჩვენებმა 8:24 დათმეს. მეკარე ხანდოლიშვილს რომ არ ეყოჩაღა და ეინარსონისთვის, რომელმაც ამ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა, შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმები არ აეღო, ანგარიშში სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა. თანაც, ისლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრიცონმა მეორე ტაიმში ძირითადი შემადგენლობის ლიდერები დაასვენა. თუმცა, სანამ მოედანზე იყვნენ, ლიდერთა ტრიომ ქართველების კარში საერთო ჯამში 23 გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, ისლანდიელებმა გაიმარჯვეს - 45:25 და პლეი-ოფში ადგილი დაიბევეს. 42 გოლით (56-ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით) მათ საფრანგეთის ნაკრების რეკორდი გაიმეორეს (ფრანგებმა პირველ ტურში სწორედ ამდენჯერ აიღეს ბაჰრეინელთა კარი).

- წინა ორ ტურში არცთუ ისე შედეგიანი პაექრობების შემდეგ ჩემმა შეგირდებმა საკუთარი თამაში იპოვეს, - გვითხრა ბიარნი ფრიცონმა. – მართალი გითხრათ, დიდი ანგარიშით მოგებამ ძალიან გაგვახარა. მეკარეების გარდა, ყველა მოთამაშემ გაიტანა გოლი, რაც მომდევნო მატჩებში მათთვის დამატებითი სტიმული იქნება. ვისურვებდი, ჩემმა ბიჭებმა სხვა შეხვედრებშიც ასე იასპარეზონ.

11 აგვისტო. III ტური

A ჯგუფი. ბაჰრეინი-ნორვეგია 23:39, საფრანგეთი-ეგვიპტე 36:29, დანია-შვედეთი 29:26

B ჯგუფი. გერმანია-იაპონია 34:18, ჩილე-ალჟირი 32:33, ისლანდია-საქართველო 42:25

C ჯგუფი. ხორვატია-პოლონეთი 33:26, არგენტინა-ბრაზილია 17:22, პორტუგალია-კორეა 33:24

D ჯგუფი. სლოვენია-რუსეთი 26:21, ესპანეთი-სერბეთი 29:28, ტუნისი-მექსიკა 37:19

12 აგვისტოს მხოლოდ B და D ჯგუფების წარმომადგენლებმა ითამაშეს. საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტს - გერმანიას შეხვდა და ისევ დიდი ანგარიშით წააგო.

საქართველო-გერმანია 25:41 (8:21)

საქართველო: ხანდოლიშვილი, რუსტამოვი (6), მიქავა, ბაინაზიშვილი, კბილაშვილი (3), არსენაშვილი, ბულბულაშვილი (6), ხარაიშვილი, ყორიაული, ცხოვრებაძე (4), ბაჯალაძე, ლაპიაშვილი (3), ტიელიძე (1), გოგავა, ფერაძე, იობაშვილი (2).

გერმანია: ეისელი (2), იგნატოვი (3), ბაკსი, მატესი (5), შტაარი (8), შტუცკე (3), სიმაკი, კურჩი (1), მეხლერი, მორატე (5), კლეინი (3), კლიმპკე, დიებელი (4), ტიელი (2), სეიდლერი (1), რემკე (4).

შაბათს ჩვენმა ბიჭებმა გერმანიასთან წააგეს, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც, რადგან ალემანებს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევენ. მართალია, მასპინძლებმა შესვენების შემდეგ უკეთ ითამაშეს, მაგრამ საქართველოს ნაკრები ამან დიდი სხვაობით დამარცხებისგან მაინც ვერ იხსნა.

ბექა ორჯონიკიძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:

"ოთხი ტურის შემდეგ ერთი მოგებითა და სამი წაგებით გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზე ვართ. მერვედფინალში გასასვლელად ჩვენი კონკურენტები არიან ალჟირი და ჩილე. ალჟირელებს პირველ ტურში ვაჯობეთ, მაგრამ აფრიკელებმა ჩილეს მოუგეს და მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს. საქართველოს ნაკრები ჩილეს 14 აგვისტოს დაუპირისპირდება. გერმანიასთან შეხვედრაში ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იმ ტაქტიკური ვარიანტების დამუშავება იყო, რის გამოყენებასაც ჩილესთან გადამწყვეტ მატჩში ვაპირებთ. ძალიან გვინდა, ქომაგები გავახაროთ. თუმცა ეს იმაზეცაა დამოკიდებული, იაპონია და ალჟირი როგორ ითამაშებენ".

B ჯგუფი. ისლანდია-ალჟირი 37:27, საქართველო-გერმანია 25:41, იაპონია-ჩილე 35:27.

D ჯგუფი. ესპანეთი-მექსიკა 33:18, სერბეთი-სლოვენია 23:36, რუსეთი-ტუნისი 30:31

გუშინ კიდევ ორ ჯგუფში გაიმართა პაექრობები.

A ჯგუფი. დანია-ნორვეგია 33:20, შვედეთი-საფრანგეთი 21:29, ეგვიპტე-ბაჰრეინი 37:25

C ჯგუფი. არგენტინა-კორეა 27:44, ბრაზილია-ხორვატია 24:40, პოლონეთი-პორტუგალია 22:24.

ხელბურთი. U19. მსოფლიოს ჩემპიონატი

A ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

საფრანგეთი 4 4 0 0 141-98 8

დანია 4 2 1 1 121-109 5

ეგვიპტე 4 2 1 1 120-113 5

ნორვეგია 4 1 0 3 107-113 2

შვედეთი 4 1 0 3 94-104 2

ბაჰრეინი 4 1 0 3 103-149 2

14 აგვისტო: საფრანგეთი-დანია, ნორვეგია-ეგვიპტე, შვედეთი-ბაჰრეინი.

B ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

გერმანია 4 4 0 0 151-84 8

ისლანდია 4 4 0 0 132-98 8

იაპონია 4 2 0 2 112-109 4

ალჟირი 4 1 0 3 103-134 2

საქართველო 4 1 0 3 100-137 2

ჩილე 4 0 0 4 103-134 0

14 აგვისტო. იაპონია-ალჟირი, გერმანია-ისლანდია, საქართველო-ჩილე.

C ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

პორტუგალია 4 3 1 0 117-104 7

კორეა 4 3 0 1 136-124 6

ხორვატია 4 2 1 1 134-115 5

პოლონეთი 4 2 0 2 105-104 4

ბრაზილია 4 1 0 3 104-121 2

არგენტინა 4 0 0 4 94-122 0

14 აგვისტო. პოლონეთი-კორეა, ბრაზილია-პორტუგალია, ხორვატია-არგენტინა.

D ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

ესპანეთი 4 4 0 0 119-90 8

სლოვენია 4 3 0 1 120-92 6

ტუნისი 4 3 0 1 121-102 6

სერბეთი 4 1 0 3 104-112 2

რუსეთი 4 1 0 3 100-113 2

მექსიკა 4 0 0 4 74-131 0.

14 აგვისტო. რუსეთი-მექსიკა, სერბეთი-ტუნისი, სლოვენია-ესპანეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
U19. მსოფლიოს ჩემპიონატი: თბილისში სავსე ტრიბუნები საჭირო იქნება!
U19. საქართველო-იაპონია 22:30 - დაუოკებელი სუეოკა და გაწბილებული მასპინძლები
U19. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ნორვეგიასთან წააგო
ჯერ პლეი-ოფი, მერე სიურპრიზიც - დღეს თბილისში 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
U19. საქართველო-ალჟირი 28:24 - ისტორიული გამარჯვება
U19. საქართველო-ჩილე 24:29 - მხოლოდ პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებენ