„ზესტაფონს” მორიგი წაფორხილება ლიდერობის დაკარგვად არ დასჯდომია, მაგრამ მდგომარეობა კი გაირთულა
როგორც ჩანს, „ზესტაფონმა” გოლების მარაგი „ბაიასთან” 6:1 მოგებულ შეხვედრაში ამოწურა. მას შემდეგ ფეროელებს მეტოქეთა კარის აღება ძალიან უჭირთ. სამ მატჩში გატანილი ერთადერთი გოლი და ორი ნულოვანი ფრე შინ აუტსაიდერებთან ჩემპიონობის მაძიებელი გუნდისთვის ვერაფერი შედეგია.

„ზესტაფონს” მორიგი წაფორხილება ლიდერობის დაკარგვად არ დასჯდომია, მაგრამ მდგომარეობა კი გაირთულა - ზურგს უკან კონკურენტების სუნთქვა უფრო მკაფიოდ ესმის... ამ წყვილში „ზესტაფონი” უპირობო ფავორიტად ითვლებოდა. ისედაც რთულ სატურნირო მდგომარეობაში მყოფ "სიონს", მატჩამდე საკადრო პრობლემებიც მიეძალა. ბოლნისელებმა ორი მეკარეც მოისაკლისეს (მირზა მერლანი, მინდია ბობღიაშვილი) და გივი დიდავაც და მიხეილ კობაურიც. ამიტომაც ლიდერთან ურთულესს შეხვედრაში კარის დაცვა მესამე მეკარეს, საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების წევრ დავით ლეგაშვილს მიანდეს. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი და ერთი-ორჯერ გუნდი გოლისგანაც იხსნა.

ქვემოქართლელები „ზესტაფონის” წინააღმდეგ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა ქასრაშვილმა გაიყვანა. იგი ადრე სწორედ იმერულ გუნდში მუშაობდა და „ზესტაფონს” არცთუ ტკბილად დაშორდა. მისი ახლანდელი იმერული ვოიაჟი კი იღბლიანი გამოდგა - გათამაშების ლიდერთან მოპოვებული ქულა მის აქტივში ჩაიწერება. ბოლნელთა დამრიგებელმა დაცვით ტაქტიკას მიმართა, სტუმრებმა საჯარიმოს მისადგომები საიმედოდ ამოკეტეს და მეტოქეს ზოგჯერ სახიფათო კონტრშეტევებითაც პასუხობდნენ. გია გეგუჩაძემ კი ტრადიციულ 4-4-2 ტაქტიკას მიმართა.

ზესტაფონელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტი მხოლოდ 23-ე წუთზე შექმნეს, როცა საჯარიმოს გარედან გრიგალაშვილის უძლიერესი დარტყმა ლეგაშვილმა მოიგერია. ამ ეპიზოდიდან წუთი არ იყო გასული, ძარიამ ძელს რომ გაარტყა ბურთი. ამას დვალის არაზუსტი თავური მოჰყვა. 33-ე წუთზე კი თავად მასპინძლები გადაურჩნენ გოლს, ჯიქია ურტყამდა სახიფათოდ და მცირედით ააცილა. ტაიმის ბოლოს მასპინძლებს ანგარიშის გახსნა მართებდათ, მაგრამ გელაშვილის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ძარიამ ახლო მანძილიდან ააცილა.

მეორე ტაიმი გაცილებით უარესი სანახავი გამოდგა. ზესტაფონელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. 55-ე წუთზე დვალმა უკეთეს პოზიციაში მყოფ აფციაურს არ დაანება დარტყმა, თავად კი სიზუსტე დააკლდა. ფეროელებს ნერვიულობა უფრო და უფრო დაეტყოთ. ბოლნისელებმა მათი დაბნეულობით ისარგებლეს და ზედიზედ სამჯერ მწვავე შეტევა განახორციელეს. 61-ე წუთზე ჩირიკაშვილის შორეული დარტყმა მიზანს ასცდა. შემდეგ კი ორჯერ ჯიქიას მიეცა თავის გამოჩენის შანსი, ორივე შემთხვევაში მას ასისტენტობას ჩირიკაშვილი უწევდა, თუმცა ბოლნისელთა ფორვარდმა მეკარე კვასხვაძის წინააღმდეგობა ვერ დასძლია.

გეგუჩაძემ შეცვლებს მიმართა, მოედანზე წინამძღვრიშვილი, გორგიაშვილი და ბაბუნაშვილი გამოჩნდნენ, მაგრამ, მასპინძლები კვლავ ქაოტურად უტევდნენ და მათი იერიშების განეიტრალება შესანიშნავად მოთამაშე სტუმართა დაცვას არ უჭირდა. 85-ე წუთზე წინამძღვრიშვილის სახიფათო თავური ასცდა მიზანს. მეტი დასამახსოვრებელი კი აღარაფერი მომხდარა. ბოლნისელებმა ქულით ძალიან გაიხარეს. ზესტაფონელი გულშემატკივრები კი საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ.

ზესტაფონი. სტადიონი,დ.აბაშიძე. 2000 მაყურებელი

ზესტაფონი-სიონი 0:0

ზესტაფონი სიონი

4-4-2 4-5-1

რ. კვასხვაძე ლეგაშვილი

ალადაშვილი ნ. კვასხვაძე

ხიდეშელი სვანიძე

გ. ონიანი დ. ლომაია

ელიავა ორბელაძე

აფციაური ქუცურუა

დაუშვილი ნოზაძე

ძარია გოგობერიშვილი

გრიგალაშვილი ადამაშვილი

დვალი ჩირიკაშვილი

გელაშვილი ჯიქია

მწვრთნელი: მწვრთნელი

გ.გეგუჩაძე ხ.ქასრაშვილი

ზესტაფონი

62. დვალი - წინამძღვრიშვილი

69. აფციაური - გორგიაშვილი

79. გელაშვილი - ბაბუნაშვილი

სათადარიგოები: მეშველიანი, კობახიძე, ფოფხაძე, გრუიცა

სიონი

67. ჯიქია - ისიანი

72. გოგობერიშვილი - გ.ოქროპირიძე

84. ადამაშვილი - მ. ოქროპირიძე

სათადარიგოები: მიქავა, რეხვიაშვილი, ლ.ჩხეტიანი, ქორიძე

გაფრთხილება: ჩირიკაშვილი (38), ალადაშვილი (45), ლომაია (84)

არბიტრი: გ.ვადაჭკორია (თბილისი)

დავით კოხრეიძე ზესტაფონიდან

grigoli
aravin aravis ar abralebs hven daushvid shecdomebi da pasuxsac hven vagebd magram vimedovneb kvelaperi gamoscordeba da moednebs rac shexeba martla sheudzlebelia bevr moedanze tamashi aq laparaki imaze araa vin moigebs ubralod kanebia raa
grigoli
რააა
Tregu
ამ ფრეების შემდეგ, ჩემპიონობას თუ დაკარგავს, ნუღა დააბრალებენ მსაჯებს, მოედნებს, ყანას, ბაღჩას, "ჩაძირვას" და ასე შემდეგ.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა