ზუგდიდელებმა ლიდერებთან ქულის გამორჩენით შეგულიანებულ ფოთელებს ძნელად, მაგრამ მაინც აჯობეს

ლიდერებთან თითო ქულის გამორჩენით შეგულიანებულ ფოთელებს გასავრდნი ზონიდან თავის დაღწევის შანსი გაუჩნდათ. ზუგდიდშიც, ცხადია, ქულის აღება სურდათ, თუმცა თამაში ისე წარიმართა, ზღვისპირელებს სამი ქულის აღებაც შეეძლოთ.

პირველ ტაიმში „კოლხები“ მთლიანად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. აშკარა იყო, ატალახებულ მინდორზე ერთი გოლი გადაწყვეტდა შეხვედრის ბედს და ასეც მოხდა. “ბაიას” ფეხბურთელებმა პირველი ხიფათი მე-6 წუთზე შექმნეს, თუმცა ლომიას ძლიერად დარტყმული ბურთი მცველებმა კუთხურზე მოიგერიეს. ცოტა ხანში სიხარულიას ჩაწოდებულ ბურთს ზუგდიდელთა ფორვარდი ქობალია აკრობატული ნახტომით გამოეხმაურა და „მაკრატელათი“ სცადა გოლის გატანა, თუმცა კარს მცირედით ააცილა.

ამასობაში ფოთელებიც დაფაცურდნენ და კოლხთა მცველმა გოგონაიამ თავური დარტყმით საკუთარი გუნდი კინაღამ დააწინაურა, მაგრამ სომხიშვილმა ბურთი კუთხურზე გადააგდო. სტუმართა გაძალიანებას მასპინძლებმა კონტრშეტევებით უპასუხეს, თუმცა ტაიმი მაინც უგოლოდ დაასრულეს.

მეორე ტაიმში სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და ორჯერ საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა დაბოლოება შედეგიანი არ გამოუვიდათ. ფაზისელები ამ აქტიურობით კინაღამ დაისაჯნენ, რომ არა ძაგანიას ჩინებული თამაში კონტრიერიშისას: მან აფაქიძის სახიფათო დარტყმულ ბურთს თითების წაკვრით უცვალა მიმართულება. იმავე აფაქიძის თავური ხარიხას მცირე მანძილით გადაევლო.

მეორე ტაიმში თითქოს მოდუნებულმა ქობალიამ ზუსტად გაისროლა და 63-ე წუთზე თავური დარტყმით საკუთარ გუნდს სამი ქულა შესძინა. გაშვებული ბურთის შემდეგ ფოთელებმა თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებლად არც ძალა ეყოთ და არც დრო.

სოსო ფილია (კოლხეთი) :“კარგად ვიცოდი, რომ ზუგდიდში თამაში გაგვიჭირდებოდა, მაგრამ დღევანდელი თამაშით უკმაყოფილო მაინც არ ვარ. სტუმრად თამაშის კვალობაზე გუნდი კარგად იბრძოდა და ორი-სამი რეალური მომენტიც გვქონდა. წინა ორ ტურში ლიდერებთან ბრძოლამ, ეტყობა, დიდი ენერგია წაგვართვა და ძალა აღარ გვეყო. ”ბაიას” გამარჯვებას ვულოცავ, ჩვენ კი გავაგრძელებთ ბრძოლას უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად”.

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია) : “მეტოქეს რთული სატურნირო მდგომარეობა აქვს და ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა. დავალებაც სწორედ სამი ქულის მოპოვება იყო და რთულ ბრძოლაში ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს. შედეგით კმაყოფილი ვარ და ამისთვის მადლობა ჩემს ბიჭებს”.

20.03.11 ზუგდიდი. ცენტრალური. 600 მაყურებელი

ბაია-კოლხეთი 1:0

გოლი: ქობალია (63)

ბაია კოლხეთი

4-1-4-1 4-5-1

სომხიშვილი ძაგანია

აფაქიძე ცხვიტარია

აქუბარდია ინწკირველი

რ. ონიანი მახვილაძე

გამრეკლიძე გელაჭეიშვილი

ვართაგავა გოგონაია

სიხარულია გავაშელიშვილი

რიგვავა გვალია

ლომია გულუა

წურწუმია სიჭინავა

ქობალია წიქარიშვილი

მთ: მწვრთნელი მთ: მწვრთნელი

ე. ქომეთიანი ს. ფილია

ბაია

58. რიგვავა – ეხვაია

85. სიხარულია – შონია

89. ქობალია – ჩანგელია

სათადარიგოები: მაქაცარია, ქვარცხავა, სვირავა, კუკავა

კოლხეთი

26. გულუა – მდივნიშვილი

68. გავაშელიშვილი – კვერენჩხილაძე

78. სიჭინავა – სამადაშვილი

სათადარიგოები: ლობჟანიძე, მეგრელიშვილი, ბარამიძე, მოისწრაფიშვილი

გაფრთხილება: სიჭინავა (18), გამრეკლიძე (67)

არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე (გორი)

ლაშა გოგილავა ზუგდიდიდან

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა