დროებით უმეშევარი, თბილისის “ლოკომოტივისა” და “სამტრედიას” ყოფილი თავკაცი პროლიცენზიის კურსებს კიევში გაივლის
გელა სანაია ამჟამად უმუშევარია, მაგრამ ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი დროს უქმად არ კარგავს და საფეხბურთო განათლებას იღრმავებს. თბილისის “ლოკომოტივისა” და “სამტრედიას” ყოფილი თავკაცი დღეს უკვე კიევში იქნება, სადაც პროლიცენზიის კურსებს გაივლის.

“სამწვრთნელო საქმიანობას მხოლოდ დროულად ვარ ჩამოშორებული. პროლიცენზიის აღება მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი. როგორც იცით, საქართველოში ჯერ მისი მოპოვება ვერ ხერხდება და ამიტომაც კიევში პერიოდულად ვივლი. პირველი კურსი ექვსდღიანია. მომდევნო მეცადინეობებიც დაახლოებით ამ ხანგრძლივობისა იქნება. კურსები სანაკრებო პერიოდებისას ტარდება ხოლმე, რათა კლუბებში დასაქმებულ მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ.

კიევის გარდა, ერთხელ დასავლეთ ევროპაშიც ჩავალ, გერმანიაში ან ჰოლანდიაში. სწავლების ღირებულებას, 8 ათას დოლარს და სხვა ხარჯებს მე ვფარავ”, - გვითხრა სანაიამ.

პროლიცენზიას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დღეს მომუშავე მწვრთნელთაგან მხოლოდ ერთი, გია გეგუჩაძე ფლობს. მის გარდა, ქართველთაგან ყველაზე პრესტიჟული ლიცენზია მიღებული აქვთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას, თურქული “ქაისერის” თავკაც შოთა არველაძეს, აზერბაიჯანულ “ინტერში” მომუშავე კახა ცხადაძესა და გიორგი ჩიხრაძეს, აგრეთვე დღეისთვის უმუშევარ ვლადიმერ ხაჩიძეს.

Mister X
ავტორს: გიორგი დარასელია რატო გავიწყდებათ??
dima
რატომ უნდა იყოს ვლადიმერ ხაჩიძე უმუშევარი?? მშვენიერი გამოცდილება აქვს, მით უმეტეს ჩვენი ჩემპიონატის პირობაზე
gabro
ქუთაიში გელოდებით :)
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე