ინტერვიუ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების გოლკიპერთან

ამ დღეების უმთავრესი საფეხბურთო თემა საქართველოს ეროვნული ნაკრების მოახლოებული მატჩებია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ 17-წლამდელთა ნაკრები, რომელიც 25 მარტიდან საფრანგეთში გასამართ ელიტრაუნდში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას დაიწყებს.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, საქართველოს ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებს მეკარის პრობლემა ყოველთვის ჰქონდათ. ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისია ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები, რომლის კარსაც გაბრიელ თებიძე იცავს. მის პერსპექტივაში გულშემატკივარი გასულ შემოდგომაზე თბილისში დარწმუნდებოდა, როცა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე თებიძემ სამივე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ელიტრაუნდის წინ თებიძე იმედიანადაა განწყობილი და სჯერა საკუთარი თავისაც და გუნდისაც. ინტერვიუმდე ნაკრების თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმა გვითხრა, რომ მან თავი ესპანეთში გამართულ ამხანაგურ მატჩებშიც გამოიჩინდა და ჩვენი გუნდი გოლისგან რამდენიმეჯერ იხსნა.

- როგორ ფორმაში ხვდები ელიტრაუნდს?

- ვფიქრობ, ასეთი მნიშვნელოვანი გამოცდისთვის ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც კარგად ვარ მომზადებული. მთავარია, რომ მაღალ დონეზე თამაშს უკვე შეჩვეულები ვართ. პირველ ეტაპზეც ძლიერ გუნდებთან გვქონდა საქმე და ესპანურმა შეკრებამაც დაგვარწმუნა, რომ გამარჯვების შანსი ყველასთან გვაქვს. მცირე ტრავმა მაწუხებდა და ამის გამო ოთხი დღე ვერ ვივარჯიშე, მაგრამ დაკარგული დრო მალევე ავინაზღაურე.

- ისე მოხდა, რომ ესპანეთის შემდეგ ელიტრაუნდამდე ნაკრებს საკონტროლო მატჩი აღარ ჩაუტარებია. სათამაშო პრაქტიკის სიმცირეს ხომ არ უჩივი?

- არა, რადგან “ოლიმპის” შემადგენლობაში ელიტლიგაში სისტემატურად ვთამაშობ. ბუნებრივია, სულ სხვაა სანაკრებო მატჩები, მაგრამ გუნდი ტონუსშია და დარწმუნებული ვარ, საფრანგეთში თავს არ შეირცხვენს. ყველაზე მნიშვნელოვანი შეკრება ურეკში გავიარეთ, სადაც მწვრთნელებმა დეტალურად აგვიხსნეს, რაზე უნდა გვემუშავა და ვფიქრობ, მათი დავალებები მაქსიმალურად შევასრულეთ.

- ელიტრაუნდის სამი მეტოქიდან ერთის, ბელარუსის წინააღმდეგ უკვე გითამაშია.

- ამ გუნდს გასულ ზაფხულს პალანგის თასზე დიდი ანგარიშით მოვუგეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბელარუსები იმ მარცხისგან სათანადო დასკვნებს გამოიტანდნენ და საფრანგეთში გადახალისებულ და უფრო ძლიერ გუნდს ჩამოიყვანენ.

- მთავარ კონკურენტად, ალბათ, საფრანგეთის ნაკრები მიგაჩნია.

- ამ ქვეყნის საფეხბურთო ტრადიციებზე ლაპარაკი ზედმეტია. საფრანგეთს ჭაბუკებში ყოველთვის ძლიერი გუნდები ჰყავს, მაგრამ ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ვითამაშებთ და ქართველი ქომაგის გახარებას შევეცდებით.

- ელიტრაუნდს საფრანგეთთან შეხვედრით ვიწყებთ. ეს ფაქტი რამდენად სახარბიელოა ჩვენთვის?

- არა მგონია, კალენდარს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. დაე, ჯგუფის ფავორიტი თავიდანვე გამოიკვეთოს.

- საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას იტყოდი?

- თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მგონია, რომ ყველა კომპონენტში მეტ-ნაკლებად კარგად ვარ მომზადებული. ბუნებრივია, სამუშაო და სასწავლი კიდევ ბევრია, მაგრამ მეკარისთვის საჭირო ყველა თვისება მაქვს. ვარ საკმარისად მაღალი, მაქვს თამაშის წაკითხვის უნარი, არც რეაქციით ვარ უკმაყოფილო და, რაც თანამედროვე მეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხითაც ნორმალურად ვთამაშობ. გასაუმჯობესებელი მაქვს სწრაფი აზროვნების უნარი, ვგულისხმობ იმ ეპიზოდებს, როცა ვალდებული ვარ, ფეხით ბურთი პარტნიორს დროულად და გონივრულად გადავაწოდო.

- ვიცით, რომ ესპანეთში გამართულ მატჩებს სხვადასხვა ევროპული კლუბის სელექციონერები ესწრებოდნენ. შენით ვინმე ხომ არ დაინტერესებულა?

- მე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არ არის გამორიცხული, მალე მართლაც აღმოვჩნდე რომელიმე ევროპული კლუბის ინტერესების სფეროში.

- გირჩევნია, მალე წახვიდე საზღვარგარეთ თუ ჯერ რომელიმე ქართულ უმაღლესლიგურ გუნდში დამკვიდრება გინდა?

- ჩემი კარიერისთვის უკეთესი იქნება, რაც შეიძლება მალე გადავიდე ძლიერ ევროპულ კლუბში და იქ ეტაპობრივად გავხდე ძირითადი მეკარე, ვიდრე უფრო მალე დავიწყო საქართველოს ჩემპიონატში თამაში.

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...