ცინცინატის "მასტერსზე", რომელიც ორშაბათს დაიწყო, რეიტინგის პირველი ექვსეულიდან მხოლოდ ერთი ჩოგბურთელი ითამაშებს - ესპანელი რაფაელ ნადალი, ტოპ-ათეულიდან კი ოთხი ჩოგბურთელი იქნება წარმოდგენილი

ცინცინატის "მასტერსზე", რომელიც ორშაბათს დაიწყო, რეიტინგის პირველი ექვსეულიდან მხოლოდ ერთი ჩოგბურთელი ითამაშებს - ესპანელი რაფაელ ნადალი, ტოპ-ათეულიდან კი ოთხი ჩოგბურთელი იქნება წარმოდგენილი.

ტოპ-ექვსეულის უთამაშებლობის მიზეზი ტრავმებია და ამას კომენტარი გაუკეთა ერთადერთმა ჯანმრთელმა მოთამაშემ - რაფა ნადალმა:

"ეს, უბრალოდ, დამთხვევაა. გარდა ამისა, 20 წლისანი აღარ ვართ და არ შეგვიძლია ყოველ კვირას თამაში. ეს სპორტის ნაწილია. მეც ხშირად ვყოფილვარ ამგვარ სიტუაციაში. მე უფრო მეტი ტურნირი მაქვს გამოტოვებული, ვიდრე სხვა ჩოგბურთელებს. ყველა მათგანს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ისინი სჭირდებიან ჩოგბურთს. იმედია, მალე დაბრუნდებიან".

TOP10-ის მოთამაშეებიდან ცინცინატის "მასტერსს" შემდეგი მოთამაშეები ტოვებენ: ენდი მარეი (პირველი ნომერი), როჯერ ფედერერი (3), სტენ ვავრინკა (4), ნოვაკ ჯოკოვიჩი (5), მარინ ჩილიჩი (6) და კეი ნიშიკორი (9).

იმის გამო, რომ ცინცინატიში არ ითამაშებენ მარეი და ფედერერი, 21 აგვისტოდან რეიტინგის ახალი ლიდერი რაფაელ ნადალი გახდება.

"რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ როჯერი არ ითამაშებს, მაგრამ ჩემი დაბრუნება პირველ ადგილზე - განსაკუთრებული მომენტია.

იმ დროიდან, როცა პირველი ჩოგანი გავხდი, ძალიან ბევრი რამ მოხდა. მქონდა ტრავმები და მძიმე მომენტები, მაგრამ თამაში მაინც მიყვარდა. ამიტომაც გამიჩნდა შესაძლებლობა - ისევ დამეკავებინა ეს პოზიცია. ახლა, უბრალოდ, მომენტით ვტკბები და ვცდილობ, ცინცინატის ტურნირისთვის კარგად მოვემზადო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მე და როჯერი შესანიშნავ სეზონს ვატარებთ. ვფიქრობ, ორივეს გვაქვს შანსი - პირველი ნომრის სტატუსით დავასრულოთ სეზონი. ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული", - განაცხადა ნადალმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის