ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიზმა კვირას „ჩელსის“ მკრთალი საჩემპიონო იმედები გააღვივა
ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიზმა კვირას „ჩელსის“ მკრთალი საჩემპიონო იმედები გააღვივა და ერთხელაც გადაჩრდილა მასთან ერთად 50 მილიონ ფუნტად ნაყიდი ფერნანდო ტორესი.

ლუიზი, რომელიც „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში თავის უშუალო მოვალეობას საუცხოოდ ასრულებდა, შეტევაშიც შედეგიანი გამოდგა და 78-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მსაჯის წამატებულ წუთებში მისმა თანამემამულე რამირესმა მეორე გაიტანა და „ლურჯებმა“ ისტლენდელებს ცხრილში ადგილი გაუცვალეს. ახლა „ჩელსი“ მესამე ადგილზეა და 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომელთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ორ გუნდს ერთმანეთშიც აქვთ სათამაშო. ეს შეხვედრა 7 მაისს „ოლდ ტრეფორდზე“ გაიმართება.

ამრიგად, „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა ტრიბუნიდან საკუთარი თვალით უყურა როგორ გაიბრწყინა „ბენფიკადან“ 21 მილიონად ნაყიდმა ბრაზილიელმა მცველმა ტორესმა კი კვლავ ვერ დაატყო მოედანს კვალი და მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ის დიდიე დროგბათი შეცვალა. სწორედ დროგბამ ჩააწოდა ჯარიმიდან ბურთი, რომელსაც ლუიზი აუხტა და თავით „სიტის“ კარში შეაგდო. სხვათაშორის, თავად ჯარიმა ლუიზის წაქცევისთვის დაინიშნა. პრეს კონფერენციაზე ანჩელოტიმ აღიარა, რომ ძალიან გაუმართლა კრიზისულ პერიოდში თანამდებობიდან რომ არ მოხსნეს.

„როდესაც ესა თუ ის გუნდი მთელი ორი თვით იძინებს, მწვრთნელთა უმრავლესობა სათადარიგოთა სკამიდან შინ, სავარძელში, ტელევიზორთან გადაინაცვლებს ხოლმე. მე საბედნიეროდ კვლავ მოედნის კიდესთან ვარ“.

საინტერესოა, რომ „მანჩესტერ სიტისთან შეხვედრამდე „ჩელსის“ აღმასრულებელმა შეფმა რონ გურლიმ მიანიშნა, რომ ანჩელოტის არ აქვს არანაირი გარანტია, რომ სამწლიანი ხელშეკრულების ბოლომდე თანამდებობაზე დასტოვებენ. მან თქვა: „ჯერ ვნახოთ სად ვიქნებით მაისში“.

გრულის ასეთი ნათქვამის მიუხედავად ანჩელოტის ისტლენდელებთან შეხვედრის შემდეგ შიში არ დასტყობია:

„ამწუთას მე თავს ბედნიერად ვგრძნობ. თუკი დადგება ის დღე, როდესაც ან კლუბს აღარ ვენდომები ან მე აღარ ვიგრძნობს თავს „ჩელსიში“ კარგად, ჩვენ ერთმანეთს დავშორდებით“.

რასაკვირველია, ანჩელოტის პრესკონფერენციაზე ფერნანდო ტორესის შესახებაც ჰკითხეს. იტალიელმა უპასუხა, რომ ესპანელი ვარსკვლავის მიმართ ყველას მოთმინება ჰმართებს. მართალია ტორესს 22 იანვრის შემდეგ გოლი არ გაუტანია (და ისიც „ლივერპულის“ შემადგენლობაში „ვულვერჰემპტონს“ გაუტანა) მაგრამ ადრე თუ გვიან ნავსი აუცილებლად გატყდება.

„მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა რობერტო მანჩინიმ კი თქვა: „ჩვენზე, როგორც ჩანს ევროპის ლიგაში კიევის „დინამოსთან“ გავარდნამ იმოქმედა ძალიან. განსაკუთრებით მეორე შეხვედრამ, რომლის პირველ ტაიმშიც მარიო ბალოტელი მოედნიდან გააძევეს და ფაქტობრივად ათი კაცით ვითამაშეთ“.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი კლუბმა ორი კვირის ხელფასით დააჯარიმა, თუმცა კვირას, „ჩელსის“ წინააღმდეგ შეხვედრაში ცოტა ხნით მაინც შეუშვა მოედანზე.

ამ თამაშში არ მონაწილეობდა კარლოს ტევესი, რომელმაც საზარდული იტკინა.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა