დღეს ბუნდესლიგის 55-ე სტარტია. ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, პარასკევის მატჩი ჩემპიონის ქალაქშია დანიშნული - "ბაიერნი" "ლევერკუზენს" მასპინძლობს

დღეს ბუნდესლიგის 55-ე სტარტია. ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, პარასკევის მატჩი ჩემპიონის ქალაქშია დანიშნული - "ბაიერნი" "ლევერკუზენს" მასპინძლობს. ერთ დროს, გერმანიის ელიტაში ეს ორი გუნდი არკვევდა ქვეყნის პირველი გუნდის ბედს, მაგრამ მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, "ფარმაცევტებმა" პოზიციები დათმეს და ნაკლებად სავარაუდოა, განსაკუთრებული სეზონი ჰქონდეთ.

"რეკორდმაისტერის" მთავარი საშინაო დავალება კი ზედიზედ ხუთჯერ მოგებული ტიტულის დაცვაა. კარლო ანჩელოტის გუნდს მძაფრი კრიტიკა დაატყდა თავს უხეირო წინასასეზონო კამპანიის გამო. კლუბის ლეგენდებმა, შტეფან ეფენბერგმა და ოლივერ კანმა, შეახსენეს მთავარ მწვრთნელს, რომ ეს სეზონი მისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან "ბაიერნს" გერმანიაში დასამტკიცებელი არაფერი აქვს, მაგრამ რაც შეეხება საგარეო ფრონტს, აქ მიუნხენურ გიგანტს გაცილებით მეტი მოეთხოვება.

ამასთან, კანი კლუბის შეფებსაც მიმართავს - ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ გინდათ, მარტო მწვრთნელს კი ნუ სთხოვთ პასუხს, კეთილი ინებეთ და მეტი ფული დახარჯეთო...

დავუბრუნდეთ დღევანდელ მატჩს. "ბაიერნი" წინა ხაზზე ყოჩაღადაა, დამრტყმელი ძალა მწყობრშია, თუმცა სხვა რგოლებში დანაკლისია - დაცვაში არ არიან ჯერომ ბოატენგი და ხუან ბერნატი, ნახევარდაცვას კი აკლია საყრდენი - ხავი მარტინესი.

ტრავმირებულია ახალწვეული შემტევი ხამეს როდრიგესი, ისევე, როგორც ტიაგო ალკანტარა, თუმცა პირველი 3 ქულისთვის ანჩელოტი ფრანკ რიბერის, არიენ რობენის, თომას მიულერისა და რობერ ლევანდოვსკის კვარტეტის "ამარაც" არ უნდა იყოს "უიმედოდ".

"კიკერის" ვარაუდით, კარში ვიხილავთ გამოჯანმრთელებულ მანუელ ნოიერს. ბოატენგის ადგილზე "ჰოფენჰაიმიდან" მოსული ნიკლას ზიულეს გამოჩენაა მოსალოდნელი, ნახევარდაცვაში კი საინტერესო იქნება კორენტენ ტოლისოს ("ლიონიდან") ბუნდესლიგური დებიუტი. აქ კიდევ ერთი ახალი სახეა - სებასტიან რუდი, რომელიც "რეკორდმაისტერში" ასევე "ჰოფენჰაიმიდან" გადაიყვანეს.

თითქმის ყველაფერი ვთქვით, მაგრამ მაინც გადავხედოთ "ბაიერნის" სავარაუდო შემადგენლობას, რომელსაც "კიკერი" გვთავაზობს:

ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ტოლისო, რუდი - მიულერი, რობენი, რიბერი - ლევანდოვსკი.

და ბოლო მონაცემი ამ მატჩზე - "ლევერკუზენმა", რომელსაც ჰაიკო ჰერლიხის (90-იანი წლების "დორტმუნდის" ფორვარდი) სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, მიუნხენის "ალიანც არენაზე" ბოლოს 2012 წელს მოიგო (2:1). სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი კი "ფარმაცევტებმა" ახლახან გერმანიის თასზე ჩაატარეს და მხოლოდ დამატებით დროში გატეხეს მესამელიგელი "კარლსრუე" (3:0).

შაბათს "დორტმუნდი" გასვლაზე ეთამაშება "ვოლფსბურგს". პიტერ ბოსის განკარგულებაში ვერ იქნებიან მცველი ერიკ დურმი, ნახევარმცველი სებასტიან როდე, რომელიც რამდენიმე დღის წინ სათამაშო მატჩში დაშავდა, და რაც მთავარია - მარკო როისი, ვინც კვლავ ტრავმირებულია. საეჭვოა, ითამაშებენ თუ არა მარიო გიოტცე და მარსელ შმელცერი.

კითხვის ნიშნის ქვეშაა უსმან დემბელეს საკითხიც, ვისაც "ბარსელონა" იწვევს და რაკი ტრანსფერი ახლოსაა (შესაძლოა, ამ წერილს რომ წაიკითხავთ - უკვე განხორციელებულიც), ცხადია, ბოსი მის გარეშე დააკომპლექტებს ძირითად შემადგენლობას.

ბუნდესლიგა. I ტური

პარასკევი. 18 აგვისტო

ბაიერნი-ლევერკუზენი 22:30

შაბათი. 19 აგვისტო

მაინცი-ჰანოვერი 17:30

ჰამბურგი-აუგსბურგი 17:30

ჰერტა-შტუტგარტი 17:30

ჰოფენჰაიმი-ვერდერი 17:30

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 17:30

შალკე-ლაიპციგი 20:30

კვირა. 20 აგვისტო

ფრაიბურგი-აინტრახტი 17:30

გლადბახი-კიოლნი 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება