ფრანგი ჩოგბურთელის ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) ალბერტ ეინშტეინის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და ბილ გეიტის მაჩვენებელს აღემატება
ამიერიდან ჩოგბურთელ ქალებზე ვერავინ იტყვის - კუნთმაგარნი, მაგრამ გონებაჩლუნგები არიანო. როგორც ირკვევა, WTA-ს მსოფლიოს რეიტინგის პირველ ოცეულში არის ჩოგბურთელი, რომელიც ნამდვილი გენიოსია. მეტიც, უფრო მაღალი გონებრივი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ეინშტეინს.

პირველ რიგში ალბათ ის გაინტერესებთ, ვინ არის ეს. საუბარია ფრანგ მარიონ ბარტოლიზე, დღეს დილით ვოზნიაცკისთან ინდიან უელსის ტურნირის ფინალი რომ წააგო.

26 წლის სპორტსმენის თქმით, რამდენიმე წლის წინ მას ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) დასადგენად ტესტი გაუვლია და შედეგად გასაოცარი შედეგი - 175 ბალი უჩვენებია.

გასაკვირი აქ ისაა, რომ ბარტოლის მაჩვენებელი არათუ რიგითი ადამიანებისთვის, თვით მეცნიერებისა თუ ხელოვნების დიდი მოღვაწეებისთვისაც კი შესაშური შედეგია. მაგალითად, დიდი ფიზიკოსის, ალბერტ ეინშტეინის IQ 160 ბალს შეადგენს. ამდენივე აქვს ბილ გეიტსს, ხოლო სახელოვან გერმანელ კომპოზიტორს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს - 165. ჩვეულებრივ მოკვდავთათვის ეს კოეფიციენტი 100-დან 120 ბალამდე მერყეობს.

მოკლედ, მარიონს დასაქადნი მართლაც რომ აქვს, თუმცა არა მოჭადრაკეებთან – გარი კასპაროვთან და ბობი ფიშერთან. მათი შედეგების დაჯაბნა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო – კასპაროვის კოეფიციენტი 190-ს, ამერიკელისა კი 187-ს შეადგენდა.

"იმედი მაქვს, ჩემ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს კორტზეც გამოვიყენებ", - ღიმილით აცხადებს ბარტოლიმ.

მომზადებულია REUTERS-ის მიხედვით

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ