ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბუნდესლიგა. I ტური. ფავორიტებმა მოგებით დაიწყეს [VIDEO]

ბუნდესლიგა. I ტური. ფავორიტებმა მოგებით დაიწყეს [VIDEO]

ბუნდესლიგის ახალი სეზონის გახსნის მატჩში, ტრადიციულად, ქვეყნის ჩემპიონმა ითამაშა: მიუნხენის "ბაიერნმა" "ლევერკუზენს" უმასპინძლა და უპრობლემოდ, 3:1 მოიგო

ბაიერნი-ლევერკუზენი

ბუნდესლიგის ახალი სეზონის გახსნის მატჩში, ტრადიციულად, ქვეყნის ჩემპიონმა ითამაშა: მიუნხენის "ბაიერნმა" "ლევერკუზენს" უმასპინძლა და უპრობლემოდ, 3:1 მოიგო.

მასპინძლების მხრიდან პირველი ორი გოლი დებიუტანტებმა გაიტანეს: ნიკლას ზიულემ თავით შეუცვალა მიმართულება კიდევ ერთი დებიუტანტის, კრისტიან რუდის ჩაწოდებულ ჯარიმას, შემდეგ კი კორენტენ ტოლისომ გამოიყენა არტურო ვიდალის პასი.

მესამე გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა პენალტი გაიტანა, რასაც წინ უძღოდა ისტორიული მომენტი - ამ 11-მეტრიანის დანიშვნისთვის, ბუნდესლიგაში პირველად გამოიყენეს ვიდეორეფერის სისტემა.

"ლევერკუზენმა" 65-ე წუთზე ადმირ მეჰმედის გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ მარცხს ვერ გადაურჩა. "ბაიერნმა" ზედიზედ მეექვსე ტიტულისთვის სვლა მოგებით დაიწყო.

გამორჩეული მოთამაშე - კორენტენ ტოლისო (ბაიერნი)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა კორენტენ ტოლისო, რომელიც "ბაიერნმა" ამ ზაფხულს "ლიონიდან" შეიძინა. ფრანგმა არა მარტო სადებიუტო გოლი გაიტანა, არამედ ყველაზე მეტი ირბინა ორივე გუნდში, ყველაზე მეტი დარტყმა ჰქონდა, ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს და ყველაზე მეტი პასი შეასრულა.

ფაქტები

"ბაიერნი" შინ 23 მატჩია არ მარცხდება - 2016 წლის მარტიდან მოყოლებული, "რეკორდმაისტერმა" 18 მატჩი მოიგო და 5 ფრედ დაასრულა

მას შემდეგ, რაც ბუნდესლიგის ახალ სეზონს მოქმედი ჩემპიონი ხსნის, მას არასოდეს წაუგია გახსნის შეხვედრა - 13 მოგება და 3 ფრე, ხოლო ბოლო 9 სეზონში 9 გამარჯვება დაფიქსირდა

ნიკლას ზიულემ თავისი პირველი გოლი "ბაიერნში" მესამე შეხებით გაიტანა

რობერტ ლევანდოვსკის 2017 წელს 19 გოლი აქვს გატანილი ბუნდესლიგის 18 მატჩში

"ლევერკუზენმა" 20 ზუსტი დარტყმა მიიღო მეტოქისგან. ეს არის "ალიანც არენაზე" სტუმრად ჩასული გუნდებისთვის ანტირეკორდი

"ბაიერნმა" ზედიზედ მეექვსედ მოიგო სეზონის პირველი მატჩი და ამით "კაიზერსლაუტერნის" რეკორდი (1989-94) გაიმეორა

"ბაიერნს" ბურთის ფლობის 51 პროცენტი ჰქონდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია კარლო ანჩელოტის მწვრთნელობისას

პირველად 2007 წლის შემდეგ, "ბაიერნის" ორმა ფეხბურთელმა ერთდროულად აღნიშნა დებიუტი გოლით - 10 წლის წინ ეს გააკეთეს მიროსლავ კლოზემ და ლუკა ტონიმ "ჰანზასთან" (3:0) მატჩში

რობერტ ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც ზედიზედ შვიდჯერ შეძლო ჩემპიონატის პირველ ტურში გატანა

ვოლფსბურგი-დორტმუნდი

ამ მატჩის მთავარი მომენტი ის იყო, რომ პირველად დეკემბრის შემდეგ "დორტმუნდის" ძირითად შემადგენლობაში ვნახეთ მარიო გიოტცე. დაბრუნება შთამბეჭდავი გამოვიდა, თითქოს მარიოს არც ჰქონია 202-დღიანი პაუზა. ის აქტიურად მონაწილეობდა "დორტმუნდის" შეტევების უმეტეს ნაწილში და საგოლე პასიც გაუკეთა პულიშიჩს.

"ამდენი ხანი უთამაშებელი არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომაც დაბრუნება და ისევ თამაში საკმაოდ რთული გამოდგა. ახლა ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა. შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და სტუმრად 3:0 მოვიგეთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ გიოტცემ.

ცნობისთვის, "ბორუსიაში" ისევ ბევრი ტრავმირებულია: ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანდრე შიურლე ოთხი კვირით გამოვიდა მწყობრიდან. ამას ემატება მარკო როისის, რაფაელ გერეიროსა და იულიან ვაიგლის ტრავმები. ასე რომ, გიოტცეს დაბრუნება მისწრება იყო "დორტმუნდისთვის".

აღვნიშნოთ ესპანელი ბარტრაც, რომელმაც ულამაზესი დარტყმით ჩაახვია ბურთი შორეულ ცხრიანში. მცველმა, რომელიც აპრილში კლუბის ავტობუსთან მომხდარი აფეთქებისას დაზარალდა, თავისი გოლი ბარსელონაში მომხდარი ტერაქტისას დაზარალებულებს მიუძღვნა.

გამორჩეული მოთამაშე - უსმან დემბელე (დორტმუნდი)

"დორტმუნდის" განაცხადში არ იყო უსმან დემბელე, რომელიც კლუბის მიერ ისევ დისკვალიფიცირებულია ვარჯიშების თვითნებურად მიტოვების გამო. თუმცა, პულიშიჩმა, რომელმაც ობამეიანგის მესამე გოლისას შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ასეთი კითხვა დაისვა: საერთოდ სჭირდება თუ არა "დორტმუნდს" ჭირვეული და მოღალატე დემბელე?

ფაქტები

პულიშიჩს ბუნდესლიგის 39 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა - 18 წლის ასაკში ასეთი შედეგი არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია

ბარტრამ ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა (მე-20 ცდიდან).

2015 წელს გერმანიის თასის ფინალში "ვოლფსბურგთან" წაგების შემდეგ, "დორტმუნდმა" ხუთიდან ხუთჯერ მოუგო "მგლებს", გაუტანა 18 გოლი და გაუშვა მხოლოდ 3

ობამეიანგმა "ვოლფსბურგს" 11 მატჩში მე-8 გოლი გაუტანა

ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდათ დორტმუნდელ დენ-აქსელ ზაგადუს და ვოლფსბურგელებს - ლანდრი დამატას, იგნასიო კამაჩოს, კეილენ ჰინდსს და ფელიქს უდუოხაის

შარშანდელი სენსაციები

გასული სეზონის ორმა სენსაციამ - "ჰოფენჰაიმმა" და "ლაიპციგმა", რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს, ჯამში ერთი თამაში მოიგეს

"ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის შემდეგ და მეორე მატჩის წინ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და ამის გამო კარგა ხანი ვერაფერი მოუხერხა "ვერდერს". მასპინძლებს შარშანდელმა ბომბარდირმა კრამარიჩმა უშველა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. ხორვატი 50-ე მატჩს ატარებდა ბუნდესლიგაში და ეს მისი მეექვსე გოლი იყო შეცვლაზე შესვლის შემდეგ. "ჰოფენჰაიმი" 18 მატჩია ბუნდესლიგაში შინ არ მარცხდება (12 მოგება, 6 ფრე).

რაც შეეხება "ლაიპციგს", ის პრაქტიკულად უშანსოდ იყო სტუმრად "შალკეს" წინააღმდეგ. გელზენკირხენულმა გუნდმა ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა და ყველას დაანახვა, რომ აუცილებლად დაბრუნდება ევროთასებზე.

ბაიერნი-ლევერკუზენი 3:1

გოლები: 1:0 ზიულე (9), 2:0 ტოლისო (18), 3:0 ლევანდოვსკი (53-პენ), 3:1 მეჰმედი (65)

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი (62. რაფინია), ალაბა - რუდი - ტოლისო, ვიდალი - მიულერი (61. რობენი), რიბერი (77. კომანი) - ლევანდოვსკი.

ლევერკუზენი: ლენო - ჰენრიხსი, ტაჰი, ს. ბენდერი (46. დრაგოვიჩი), ვენდელი - კორი, არანგისი (61. კამპლი) - ბეილი (46. ბრანდტი), მეჰმედი - ბელარაბი - ფოლანდი.

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 0:3

გოლები: 0:1 პულიშიჩი (22), 0:2 ბარტრა (27), 0:3 ობამეიანგი (60)

დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, ზაგადუ (78. პასლაკი) - შაჰინი - გონსალო კასტრო, გიოტცე (61. დაუდი) - პულიშიჩი (86. კაგავა), ფილიპი - ობამეიანგი.

შალკე-ლაიპციგი 2:0

გოლები: 1:0 ბენტალები (44-პენ), 2:0 კონოპლიანკა (73)

შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - ბენტალები - დ. კალიჯური, ოშჩიკპა - გორეტცკა - ჰარიტი (78. მაკენი), კონოპლიანკა (89. მ. მაიერი) - დი სანტო (63. რეესე).

ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, ორბანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი (46. ფორსბერგი) - ლემერი (76. ოგუსტენი), ილსანკერი - ზაბიტცერი, კეიტა - ი. პოულსენი (75. ბრუმა), ტიმ. ვერნერი.

ჰოფენჰაიმი-ვერდერი 1:0

გოლი: 1:0 კრამარიჩი (84)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ნორდტვეიტი, ფოგტი, ჰიუბნერი - ტოლიანი, გაიგერი (74. პოლანსკი), ცუბერი - დემირბაი, ამირი (64. კრამარიჩი) - უტი (67. გნაბრი), შალაი.

ჰერტა-შტუტგარტი 2:0

გოლები: 1:0 ლეკი (46), 2:0 ლეკი (62)

ჰამბურგი-აუგსბურგი 1:0

გოლი: 1:0 ნ. მიულერი (8)

მაინცი-ჰანოვერი 0:1

გოლი: 0:1 ჰარნიკი (73)

გლადბახი-კიოლნი 1:0

გოლი: 1:0 ელვედი (49)

ფრაიბურგი-აინტრახტი 0:0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს

ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი

"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს

[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!

[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა

2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა

[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა

მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება

Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს

[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა