ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

U19. მსოფლიოს ჩემპიონატი: ჩემპიონი საფრანგეთი, რაინდი ანპილოგოვი

U19. მსოფლიოს ჩემპიონატი: ჩემპიონი საფრანგეთი, რაინდი ანპილოგოვი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა 12-დღიანი მარათონი დასრულდა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა 12-დღიანი მარათონი დასრულდა. 20 აგვისტოს მედლების მფლობელთა ვინაობაც გაირკვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ოქროს მედლები ფრანგებმა მოიპოვეს, მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ესპანელები და დანიელები გავიდნენ.

კვირას მსოფლიოს ჩემპიონატზე გადამწყვეტი ორთაბრძოლები გაიმართა. განსაკუთრებით დრამატული გამოდგა მატჩი მესამე ადგილისთვის. აქ ხორვატები სამგზის ტრიუმფატორ დანიელებს დაუპირისპირდნენ.

პაექრობა ისე დაიწყო, რომ ბრინჯაოს მფლობელის ვინაობა თითქოს სათუო არ უნდა გამხდარიყო: სკანდინავიელები პირველივე წუთზე ორი ბურთით დაწინაურდნენ და 51-ე წუთამდე ხელთ ეპყრათ მატჩის სადავეები. აქ კი წაიფორხილეს - რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და ხორვატები ერთი ბურთით წინ გავიდნენ - 27:26. დრამატული გამოდგა ბოლო წუთი: როცა ანგარიში გახდა 29:29 და მატჩის ბოლომდე 35 წამი რჩებოდა, ხორვატები უტევდნენ. საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე მათ მოულოდნელად ბურთი დაკარგეს. დანიელი მათიას გიდსელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა - 30:29. ბრინჯაოს მედალი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონებს ერგოთ.

ფინალამდე ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტის რაინდის ორდენი, ხოლო ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზს მისი სახელი მიენიჭა.

და აი, მსოფლიოს ჩემპიონატის კულმინაცია - ფინალური მატჩი: საფრანგეთი-ესპანეთი. ფრანგებმა გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე შეხვედრები, ფაქტობრივად, ძალების დაუძაბავად მოიგეს. გუშინდელი პაექრობა კი მათთვის იოლი გასეირნება არ გამოდგა - პირენეელებმა ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს. მეტიც, პირველივე წუთებიდან ესპანელები დაწინაურდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონები მე-15 წუთამდე მდევრის როლში იყვნენ. მერე კი გავიდნენ წინ, მაგრამ პირველი ნახევარი მაინც დათმეს ერთი ბურთით - 12:13. შესვენების შემდეგ ფრანგებმა უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ 28:25 გაიმარჯვეს, რითაც ტიტული შეინარჩუნეს.

ესპანელებთან მატჩში 13 გოლით ფრანგი კილიან ვილემინო გამოირჩა, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

2017 წლის 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის ლაურეატები ასევე გახდნენ: საუკეთესო მეკარე – მაქსიმ პოპოვი (რუსეთი), მარცხენა კუთხე - ემილ იაკობსენი (დანია), ხაზი - ლუიშ ფრადე (პორტუგალია), მარჯვენა კუთხე - ედუარდ კემპი (საფრანგეთი), მარცხენა მცველი - ემილ ლარკე (დანია), გამთამაშებელი - იან სერანო ტარაფეტა (ესპანეთი), მარჯვენა მცველი - ივან მარტინოვიჩი (ხორვატია), ბომბარდირი - ტეიტურ ორნ ეინარსონი (ისლანდია, 66).

U19. მსოფლიოს ჩემპიონატი

19 აგვისტო

V ადგილი

შვედეთი-იაპონია 34:28

პორტუგალია-რუსეთი 26:33

1/2-ფინალი

ხორვატია-ესპანეთი 24:26

საფრანგეთი-დანია 35:27

20 აგვისტო

VII ადგილი

პორტუგალია-იაპონია 34:26

V ადგილი

შვედეთი-რუსეთი 26:25

III ადგილი

დანია-ხორვატია 30:29

ფინალი

საფრანგეთი-ესპანეთი 28:25

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სოსო

მართლაც რაინდია.19 80-იან წლებში "გპი"ში ვსწავლობდი,,ანპილოგოვი მაშინ მოქმედი სპორტსმენი,მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი და ჩემპიონი იყო.ჰო და ჩემს ფაკულტეტზე,კათედრაზე სამუშაოდ დარჩენილი ბიჭი შემოდის და სიცილით ჰყვება თავის ამბავს:მეჩქარებოდა ,სწრაფად მოვდიოდი კორიდორში და შესახვევში პირდაპირ ანპილოგოვს დავეჯახეო,ჩემი ბრალი იყო, მაგრამ რატომღაც ავუყირავდი,ბიჭო თვალები არა გაქვსო?ანპილოგოვმა შემომხედა,ორი ჩემოდენა იყო სიმაღლით,გამიღიმა და მომიბოდიშა,ეტყობა ფიქრებში გავერთე და ვერ დაგინახე,მაპატიე ძმაოო.ერთი რომ შემოერტყა,ღირსიც ვიყავი,მაგრამ კედლიდან ასახვეტი გავხდებოდი და შევეცოდეო.ეტყობა არც იუმორი აკლია ალექსანდრე ანპილოგოვს,მსოფლიოს ყველა დროის ერთერთ საუკეთესო თავდამსხმელს.

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ

ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება

"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა

"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა

ᜐ