ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ ქეცბაია: ხორვატია ძლიერია, მაგრამ თამაში შეიძლება

თემურ ქეცბაია: ხორვატია ძლიერია, მაგრამ თამაში შეიძლება

საქართველოს ნაკრების თავკაცს მრისხანე მეტოქესთან ბრძოლაში გულშემატკივრების მუხტის ეიმედება
დღეს ეროვნული ნაკრების განახლებულ ტექნიკურ ცენტრში პირველი პრესკონფერენცია ჩატარდა. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ერთად მედიასთან შეხვედრაზე გამოცხადდა რუმინული "გაზ-მეთანის" ფეხბურთელი აკაკი ხუბუტიაც, იმ დროისთვის ბაზაზე მყოფი ერთადერთი ფეხბურთელი.

- ხორვატიასთან შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. რამდენად განსაკუთრებული იქნება ამ შეხვედრისთვის მზადება?

- სასიხარულოა, რომ ეროვნული ნაკრები საკუთარ ბაზას დაუბრუნდა. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მის რეაბილიტაციაში წვლილი შეიტანა - "ქართუს", "სოკარს" და ფეხბურთის ფედერაციას. ეს ხალხი 24 საათი მუშაობდა, ნაკრებს საკუთარი კეთილმოწყობილი სახლი რომ ჰქონოდა.

თამაში მართლაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჯგუფის ლიდერს ვხვდებით. ხორვატია არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის, არამედ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა ჩვენს ნაკრებშიც საკმაოდ მაღალი კლასის მოთამაშეები არიან. რაც მთავარია, გამოძახებულები თავიანთ გუნდებში თამაშობენ.

ყველანაირად ვეცდებით, მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატების მისაღწევად და გულშემატკივართა გასახარებლად ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ. მიხარია, საქართველო ამ თამაშით რომ ცხოვრობს და იმედია, ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ. სრული შემადგენლობით კი ხვალ შევიკრიბებით.

აკაკი ხუბუტია: ძალიან სერიოზული თამაში გველის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, საქართველო რომ ვასახელოთ. ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ ამის უნარი შეგვწევს. ამ ბაზის მშენებლობისთვის კი ყველას მადლობა უნდა გადავუხადო, მშვენივრად არის მოწყობილი.

- ასათიანი ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია. მისი სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა მოხერხდება?

თემურ ქეცბაია: - გეთანხმებით, ასათიანი ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ რა ვქნათ, ვინც ვერ ჩამოვა, შემცვლელი უნდა მოვუძებნოთ. არ დავმალავ, ასათიანს ველაპარაკე და ვუთხარი ჩამოსულიყო, მაგრამ პრობლემები ჰქონდა.

მთავარია, ვინც იქნება, მოსაგებად ყველაფერი გააკეთოს. არის სხვა პრობლემებიც, მაგრამ ყველაფერი ბიჭების ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა. ძნელი თამაში იქნება, მაგრამ არანაკლებ თამაშებსა და სირთულებს გავართვით თავი.

- ჯანო ანანიძე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს?

- ველაპარაკე და მითხრა, რომ ფეხი სტკივა. მე ექიმი არ ვარ და ვერ ვიტყვი, ზუსტად რა სჭირს.

- როგორც გვითხრეს, ჯანომ "აიაქსთან" მატჩის წინა დღეს ივარჯიშა, რაც კოჭის მყესის გაწყვეტისას წარმოუდგენელია. იქნებ, მოსკოვის "სპარტაკი" არ უშვებს?

- არ ვიცი, ჩვენ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ "სპარტაკში" დაასვენეს.

- ანანიძე თუ მართლაც ვერ დაგვეხმარა, მას ვინ ჩაანაცვლებს? საერთოდ, ორი რთული მატჩი გველის და სარეზერვო ფეხბურთელები თუ შეიგულეთ?

- გელაშვილი დაგვემატება და ეს იქნება ცვლილება.

- ვაწაძე რა პრობლემის გამო ვერ ჩამოდის?

- ეს გუნდის არასწორი მიდგომის ბრალია. მათეს ვერ გავამტყუნებთ, რადგან თამაში უნდოდა, მაგრამ წარმოიქმნა პრობლემა: რუსეთიდან გასული, შესაძლოა, ახალი ვიზის აღებამდე უკან აღარ შეუშვან. ასე ვაწაძის ჩამოსვლას რა აზრი ექნება, თუ საკონსულოში დრო დაკარგა და გუნდში ვერ ითამაშა? ეს პრობლემა გუნდს დროულად უნდა მოეგვარებინა, რას ქვია, ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი აქვს და ქვეყანაში ვერ შედის? ჩვენ არ გვინდა მათეს ხელი შევუშალოთ, მას თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცემა.

- ხორვატიასთან ქულა კარგი შედეგი იქნება?

- კარგი შედეგი მოგება იქნება, მაგრამ ქულაც არ იქნება ცუდი. მთავარია, სტადიონი შეივსოს. აღარც მახსოვს, ეროვნულ სტადიონზე ეს ბოლოს როდის მოხდა.

- მეტოქეს როგორ დაახასიათებდით?

- ინფორმაციებს ვფლობთ, თამაშებიც გვინახავს, ყველა რგოლში ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ძლიერ გუნდებში თამაშობენ. ნაკრებია, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ თამაში არ შეიძლება. ჩვენზე ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედებს გულშემატკივარი თანადგომა და მატჩისთვის საკუთარ ბაზაზე, საკუთარ სახლში მომზადება. იმედია, წარმატებას მივაღწევთ.

- გვაზავასა და გრიგალავას გამოძახებაზე რას ფიქრობთ?

- უცხოეთში ათასობით ქართველი თამაშობს. შევეცდები, ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი მივცეთ ჩვენთვის საინტერესო ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც ნაკრებში თამაში სურს. თუმცა ჯერ საამისოდ საკუთარ კლუბებში უნდა გამოიჩინონ თავი.

- ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელები ევროპულ კლუბებში თამაშობენ, სადაც სეზონი დიდი ხანია დაწყებულია. ჩვენი ბევრი ფეხბურთელი კი რუსეთ-უკრაინიდან მოდის, სადაც სეზონი ახლა დაიწყო. ეს თქვენ გარკვეულ დისკომფორტს არ გიქმნით?

- გეთანხმებით, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობაც თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, ერთი შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარება კი ყველას შეუძლია. მთავარი მატჩისთვის ფსიქოლოგიურად კარგი მომზადებაა.

2010 წელს ევროპაში ორად-ორი ნაკრები იყო წაუგებელი - ჩვენ და ხორვატია. იმედია, 26 მარტს ჩვენს ნაკრებების უშუალო შეხვედრის შემდეგ წაუგებელი მხოლოდ საქართველო დარჩება.

გაზეთი "ლელო"

• ნიკა ქუცნიაშვილი

მეტი რაღა მუხტი უნდა ბილეთები აღარაა სტადიონზე

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!