"ჟირონასთან" საგარეო მატჩში ანტუან გრიზმანის გაძევების შემდეგ "ატლეტიკოს" ფანებს ყველაზე მეტად ორი რამ აინტერესებთ - რამდენმატჩიან დისკვალიფიკაციას მიუსჯიან გუნდის ლიდერს მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და როგორ უნდა ითამაშოს "ატლეტიკომ" მის გარეშე

"ჟირონასთან" საგარეო მატჩში ანტუან გრიზმანის გაძევების შემდეგ "ატლეტიკოს" ფანებს ყველაზე მეტად ორი რამ აინტერესებთ - რამდენმატჩიან დისკვალიფიკაციას მიუსჯიან გუნდის ლიდერს მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და როგორ უნდა ითამაშოს "ატლეტიკომ" მის გარეშე, რა უნდა მოიმოქმედოს დიეგო სიმეონემ...

რაც ფრანგი "ატლეტიკოშია", მან მხოლოდ სამი მატჩი გამოტოვა - ორი დისკვალიფიკაციისა და ერთიც ტაქტიკური მოსაზრებების გამო. ეს კი ნათლად მიუთითებს, რა როლი აქვს გრიზმანს "ატლეტიკოს" ბოლოდროინდელ წარმატებებში.

2014/15 წლების სეზონში დისკვალიფიკაციის გამო მან "ვალენსიასთან" ვერ ითამაშა, გასულ სეზონში კი ამავე მიზეზით "ალავესთან" გამოტოვა დაპირისპირება. ორივე ეს მატჩი ფრედ დასრულდა. ერთხელაც (გასულ სეზონში) სიმეონემ გრიზმანი "ოსასუნასთან" დაპირისპირებაში დატოვა სკამზე და მისი შეყვანა სურდა, მაგრამ ფილიპე ლუიშის მესამე გოლის შემდეგ ფორვარდის გამოყვანის საჭიროება აღარ იყო, თანაც, "ლესტერთან" დაპირისპირება ახლოვდებოდა.

ახალი სიტუაცია
როცა სიმეონემ გრიზმანი "სოსიედადიდან" გამოიყვანა, თავიდან ფრანგი სათადარიგო იყო და შეცვლებზე შედიოდა. გადამწყვეტი "სან მამესზე" შესრულებული ჰეთ- თრიკი იყო. ამის შემდეგ გრიზმანი "ატლეტიკოს" სკამზე მხოლოდ 4-ჯერ ვიხილეთ. ის სიმეონეს გუნდის ისეთივე ფიგურაა, როგორც ობლაკი ან საული. მასზე დიდად არის დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს "ატლეტიკო" გადამწყვეტ მომენტებში. ერთხელ კი სიმეონემ აღიარა, რომ სასტარტო შემადგენლობის დასახელებისას, სიაში ავტომატურად მხოლოდ გრიზმანის გვარს წერს... ბოლო სამ სეზონში ამდენი "ატლეტიკოში" არავის უთამაშია.

არგენტინელი გამოსავალის ძიებაშია. მან უკვე მიმართა კლუბის ექიმებს და კევინ გამეიროს მდგომარეობა გამოიკითხა. შაბათს, "ლას პალმასთან" საგარეო მატჩში ფრანგი, შესაძლოა, ფრანგმავე ჩაანაცვლოს. გამეირომ ვარჯიში განაახლა, მაგრამ როგორ ფორმაშია, ჯერ კიდევ საკითხავია.

ჯერ კიდევ არის დრო
"ჟირონასთან" 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ გრიზმანმა "ტვიტერზე" უცნაური კრიფტოგრაფიული პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს იმედი გაუჩინა, რომ ფრანგი "ნისლიან ალბიონზე" გადასვლის საკითხს ისევ დაუბრუნდება. "იუნაიტედის" ფანები გრიზმანს სწერენ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მას სიამოვნებით დაელოდებიან "ოლდ ტრაფორდზე".

მოგეხსენებათ, გრიზმანი არც მალავდა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდში გადასვლის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ "ატლეტიკოს" ვერ უღალატებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონას" მცველს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა