"ინტერში" დიდი ამბებია - მილანურმა გრანდმა ყოჩაღად დაიწყო ჩემპიონატი და საშინაო შეხვედრაში უშანსოდ, 3:0 მოუგო "ფიორენტინას"

"ინტერში" დიდი ამბებია. მილანურმა გრანდმა ყოჩაღად დაიწყო ჩემპიონატი და საშინაო შეხვედრაში უშანსოდ, 3:0 მოუგო "ფიორენტინას". ამ შეხვედრის შესახებ ისაუბრა მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ. საინტერესოა, რომ ანგარიშის მიუხედავად, ის საკუთარი გუნდის გარჯით მთლად კმაყოფილი არ იყო.

"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. გუნდმა მშვენივრად დაიწყო ჩემპიონატი და კარგი ფეხბურთი აჩვენა. ჩვენ შევძელით და 3 გოლი გავიტანეთ ძალიან კარგი გუნდის კარში. და მაინც, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუმატოთ. ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ "ინტერი" დღეს მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში თამაშობდა კარგად, ეს კი საკმარისი არ არის იმ მიზნების შესასრულებლად, რომელსაც ჩვენი გუნდი ისახავს. არ შეიძლება, ისე გამოერთო თამაშიდან, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ და ამ ნაკლზე აუცილებლად მოგვიწევს მუშაობა. ეს არის ის, რაც უთუოდ უნდა გამოვასწოროთ", - თქვა სპალეტიმ.

ამასობაში "ინტერი" დროს ტყუილად არ კარგავს. გადაწყვეტილია: გუნდის ღირსებას დაიცავს "ვალენსიას" ყოფილი უნივერსალი ჟოაო კანსელო, ვისაც დაცვითი ფუნქციების შესრულების გარდა, შეტევებიც კარგად ეხერხება.

23 წლის ფეხბურთელი "ბენფიკას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. სწორედ ამ გუნდში დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა. 2015 წლიდან კანსელო "ვალენსიას" ერთ-ერთი ლიდერია.

"ინტერი" ცენტრალური მცველის დამატებასაც აპირებს და ამ მხრივ ნაბიჯები უკვე გადადგმულია. იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მილანურმა კლუბმა თითქმის მიაღწია შეთანხმებას "მანჩესტერ სიტისთან" ელიაკიმ მანგალას ერთწლიანი იჯარის თაობაზე.

26 წლის მანგალამ წინა სეზონი "ვალენსიაში" იჯარით ითამაშა. თავის დროზე მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ავანსები ბოლომდე ვერ გაამართლა.

ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ "ინტერს" 29 წლის ცენტრალური მცველი ანდრეა რანოკია ტოვებს. გასული სეზონი 29 წლის ფეხბურთელმა იჯარის წესით "ჰალ სიტიში" გაატარა. რანოკია "ინტერში" 2010 წელს მივიდა და ამ გუნდის შემადგენლობაში 150-მდე შეხვედრა ჩაატარა.

"რა თქმა უნდა, რანოკია ძალიან კარგი ფეხბურთელი, ნამდვილი პროფესიონალია და გვიჭირს მასთან განშორება, მაგრამ ჩვენ ორი ახალი ცენტრალური მცველის დამატებას ვაპირებთ", - ამბობს ლუჩანო სპალეტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?