საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების თავკაცმა საბერძნეთში გამგზავრებამდე გუნდის მდგომარეობასა და მიზნებზე ისაუბრა
დღეს, გამთენიისას, საქართველოს ნაკრები საბერძნეთში გაფრინდა. ჩვენი გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებაში, აკროპოლისის თასზე.

ქართველებთან ერთად ათენში ითამაშებენ ბერძნები, სერბები და იტალიელები. ერთი ბედის ოთხი გუნდი. ოთხივეს საევრობასკეტოდ ლიდერები გამოაკლდა: ბერძნებს - იანის ანტეტოკუნმპო, სერბებს - მილოშ ტეოდოშიჩი, იტალიელებს - დანილო გალინარი, ქართველებს - ვიქტორ სანიკიძე.

გუშინ ვლადიმერ ბოისას წიგნის პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს გუნდის მდგომარეობასა და საბერძნეთის ტურნირისთვის დასახულ მიზნებზე ვკითხეთ.

- აკროპოლისის თასი პრესტიჟული შეჯიბრებაა. მასში მონაწილე ყველა გუნდი ევრობასკეტზე მაღალ მიზნებს ისახავს. ამიტომ ტურნირის მოგება ჩვენი თვითმიზანი არ იქნება. სწორედ ასეთი დონის ნაკრებებთან უნდა გამოჩნდეს, რეალურად სად ვართ და რა უნდა გავაკეთოთ ევრობასკეტზე წარმატებისთვის.

- სადღეისოდ სად ვართ?

- ძნელი სათქმელია. გუნდი ბევრს ვარჯიშობს, ფორმას ნელ-ნელა კრეფს. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ შემოგვიერთდა ზაზა ფაჩულია, რომელიც აქტიურად ჩაერთო მზადების პროცესში. მანამდეც ვარჯიშობდა. თუმცა, რაოდენ გამოცდილიც უნდა იყოს, ყველა კალათბურთელს სჭირდება გუნდთან ადაპტაცია.

რაც შეეხება შეკითხვის პასუხს, ასე ჩამოვაყალიბებდი - ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ ამ ეტაპისთვის. გენერალურ რეპეტიციას საბერძნეთში გავივლით და სწორედ მას მერე უნდა მივუახლოვდეთ ოპტიმალურ კონდიციებს.

- ევრობასკეტზე ჩვენმა მეტოქეებმა არაერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს. მათი შესაძლებლობებიც გამოჩნდა...

- ძლიერი მეტოქეები გვყავს. ბოლო შეხვედრებში ძალიან კარგად გამოიყურება გერმანიის ნაკრები, რომელსაც ეხმარებიან ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელები, განსაკუთრებულად - ატლანტელი დენის შრიოდერი.

ბოლო დღეებში ისრაელმა კარგი მატჩები მოიგო. სძლია სლოვენიას, თურქეთს... თუნდაც ამხანაგურად, ამ ნაკრებებს რომ დაამარცხებ, ე. ი. შენც მაღალი დონისა ხარ. რთული ჯგუფი გვყავს, თუმცა ჩვენი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო - კვარტეტში მოხვედრა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა. ამ მიზნისკენ სვლა დიდი ხანია დავიწყეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვაგრძოთ.

- ზაზა ფაჩულია გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს. რა მდგომარეობაა და როდის განაახლებს წვრთნას?

- მისი ტრავმის შესახებ ნათელი სურათი ჯერ არ გვაქვს. ამიტომ ახლა ვერაფერს ვიტყვი. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ზაზა მალე მომჯობინდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
საკონტინენტთაშორისო თასი აღდგენილია
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
დენის შრიოდერი დააკავეს და თავდებით გამოუშვეს
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
[ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან] გერმანელებმა მოგიგებთო
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
თელ ავივში იპარავენ: მოტეიუნასმა 6 ათასი დოლარი დაკარგა, შრიოდერმა - 500 ევრო
მეტოქეები: გერმანიის კატასტროფა, იტალიის -20, ლიტვამ ლატვიას ვერ აჯობა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!