შეხვედრას კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა დაესწრნენ
ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების გენერალურმა სპონსორმა "საქართველოს რკინიგზამ" 16-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრას კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა დაესწრნენ.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონის მე-3 ადგილისათვის დაძაბულ ბრძოლაში დიდი ბრიტანეთის ნაკრები დაამარცხა და 1 ქულის სხვაობით - 64:63 გაიმარჯვა. ბრინჯაოს მედალთან ერთად, გუნდმა გაცილებით ძვირფასი ტიტული - მომავალი წლისათვის ელიტარული - A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ 16-წლამდელთა ნაკრების წევრებს წარმატება პირადად მიულოცა.

"რკინიგზას" თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს სპორტის განვითარებაში და რამდენიმე სპორტულ ფედერაციას ეხმარება. კომპანიისა და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა უკვე მეორე წელია გრძელდება. "საქართველოს რკინიგზა" ეხმარება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, სუპერლიგასა და 3 ასაკობრივ - 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების გამარჯვებამ დაადასტურა, რომ "რკინიგზის" მხარდაჭერა შედეგიანია და "საქართველოს რკინიგზა" აქტიურად გააგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას.

მამუკა ბახტაძე ("საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი): "ვულოცავ 16-წლამდელთა ნაკრებს ევროასპარეზზე წარმატებულ გამოსვლას. აგრეთვე, კალათბურთის ფედერაციას წარმატებულ მუშაობას და კალათბურთის ყველა გულშემატკივარს. ფედერაციასთან უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. "საქართველოს რკინიგზა" აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტს და მოხარულნი ვართ, რომ კალათბურთის წარმატებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს".

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც "საქართველოს რკინიგზაა". კალათბურთის ფედერაციამ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ "რკინიგზის" მხარდაჭერით განახორციელა და ამისთვის დიდი მადლობა".

წყარო: superleague.ge

"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
ვლადიმერ ბოისა არჩევნების შემდეგ: არანაირი უსამართლობა არ ხდება
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ვლადიმერ ბოისა კალათბურთიდან ბეჩიროვიჩს და ნახბარს გააცილებს
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
ვლადიმერ ბოისა: მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი შეხვედრა მოვიგოთ
ზუროსი: მზად ვართ ყველა მატჩის წასაგებად, ოღონდ ევრობასკეტზე მედალი მოვიგოთ
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
ადგილი ევროპაში: რა უნდა ვისწავლოთ სლოვენიისგან?
ვლადიმერ ბოისა: გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს