სერია A. XXX ტურის მიმოხილვა, სიმბოლური ნაკრები, გმირი, შეცდომა, ფრაზები, ციფრები და ფაქტები

ტურის სიმბოლური ნაკრები

სირიგუ (პალერმო) - მილიაჩო (პალერმო), გოიანი (პალერმო), ბენეტია (უდინეზე) - კრასიჩი (იუვენტუსი), ინლერი (უდინეზე), ვარგასი (ფიორენტინა), ბალცარეტი (პალერმო) - ტოტი (რომა), კავანი (ნაპოლი), დელ პიერო (იუვენტუსი).

ალესანდრო დელ პიეროს და ფრანჩესკო ტოტის ერთად ხილვა ყოველთვის დადებითი ემოციების მომგვრელია, თუნდაც სიმბოლურ ნაკრებში. ისე, თავდასხმის ხაზი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება - წარმოვიდგინოთ, უკნიდან დელ პიერო-ტოტის ტანდემი და წინ ედინსონ კავანი. მართალია, ტურინელმა და რომაელმა საუკეთესო დროება უკან მოიტოვეს, მაგრამ როგორც ხედავთ, მუხლი ჯერ კიდევ უჭრით. ტოტიმ ორი გოლი გაიტანა "ფიორენტინასთან" პაექრობაში და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ "ჯალოროსის" ლიდერია, დელ პიერომ კი "ბრეშას" "მიართვა" და მისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

სიმბოლურ გუნდში "პალერმოს" ფეხბურთელების სიმრავლეა, რაც ნამდვილად არ გახლავთ გასაკვირი - სიცილიელებმა ხომ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი დაამარცხეს და ხანგრძლივი წარუმატებელი სერია შეწყვიტეს. სამიდან ორი მცველი სწორედ "პალერმოს" წარმოადგენს, პლუს მეკარე და ნათელი ხდება, რომ გუნდის უკანა ხაზი შესანიშნავად გაისარჯა.

ტურის გმირი

ტურის გმირად "პალერმოს" რუმინელი მცველი დორინ გოიანი უნდა ვაღიაროთ, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა "მილანის' კარში და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. გარდა გატანილი გოლისა, დაცვაში ბრწყინვალე ასპარეზობით გამოირჩა და ის, რომ "მილანმა" ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა, ამაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა. მოკლედ, საუკეთესოდ წარმოჩინდა, მისმა გოლმა კი მართლაც ბევრი რამ შეცვალა:

1. "მილანმა" 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა;

2. "პალერმომ" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა;

3. "მილანს" მდევრები მიუახლოვდნენ და სასკუდეტო ბრძოლა მაქსიმალურად დაიძაბა, რამაც მომდევნო ტურში დაგეგმილ "მადონინას" კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შეძინა;

ტურის შეცდომა

მარკო დი ვაიო შესანიშნავ სეზონს ატარებს, "ჯენოასთან' პაექრობაშიც გამოიჩინა თავი და გატანილი გოლების რაოდენობა 18-მდე გაზარდა. თუმცა, ამაში მატჩის მთავარ არბიტრს, დანიელე დოვერის უნდა უმადლოდეს, რომელმაც ვერ შენიშნა, რომ გამოცდილმა ფორვარდმა ბურთი ხელით გაისწორა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაგზავნა მეტოქის კარის ჩარჩოში. დოვერი ახალგაზრდა რეფერია, ერთი წლით უმცროსი, ვიდრე თავად გოლის ავტორი და როგორც ჩანს, გამოუცდელობამ იჩინა თავი.

ტურის ფრაზები

ჯამპაოლო პოცო (უდინეზეს პრეზიდენტი): "სკუდეტო? - შეგვიძლია ვიოცნებოთ, მით უმეტეს, ეს სრულიად უფასოა".

ფრანჩესკო გვიდოლინი (უდინეზეს მთავარი მწვრთნელი): "სკუდეტო? - ხომ არ გადაირიეთ"?...

ციფრები და ფაქტები

- "მილანმა" მიჯრით მეოთხე გასვლითი მატჩი წააგო "პალერმოსთან";

- სტეფანო სორენტინომ მეასე შეხვედრა ჩაატარა "კიევოს" შემადგენლობაში, სტეფანო პიოლიმ კი მეასე გამარჯვება მოიპოვა სამწვრთნელო კარიერაში;

- ანტონიო დი ნატალემ 127-ე გოლი გაიტანა სერია A-ში და ამ მაჩვენებლით ანდრეი შევჩენკოს გაუთანაბრდა;

- ფრანჩესკო ტოტის ანგარიშზე უკვე 201 გოლია სერია A-ში და ამ მაჩვენებლით ის მეექვსეა ყველა დროის ბომბარდირებს შორის - კიდევ ოთხი გოლი და ლეგენდარულ რობერტო ბაჯოს დაეწვა, რომელსაც სავარაუდოდ მალე ჩაენაცვლება მეხუთე პოზიციაზე. შემდეგი სამიზნე კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი, ჯუზეპე მეაცა იქნება, რომლის ანგარიშზეც 216 გოლია იტალიის ელიტარულ დივიზიონში, ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი კი სილვიო პიოლა გახლავთ 274 გოლით;

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა