მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ გამოაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე მონაწილეობას ვერ შეძლებს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ გამოაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე მონაწილეობას ვერ შეძლებს. უარის მიზეზი ჩოგბურთელის 8 თვის ვაჟის მამასთან, ბილი მაკკეიგთან სასამართლო დავაა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ჩოგბურთელს არ შეუძლია ბავშვის კალიფორნიის ფარგლებს გარეთ გაყვანა, აზარენკას კი არ სურს შვილი ორი კვირით დატოვოს და ნიუ იორკში სათამაშოდ გაემგზავროს.

"სამწუხაროდ, უნდა შეგატყობინოთ, რომ ვერ შევძლებ წელს, აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლას ჩემი ოჯახური სიტუაციის გამო, - მოჰყავს TMZ-ს აზარენკას სიტყვები, - "მოუთმენლად დაველოდები მომავალი წლის ტურნირს".

ცნობილი გახდა, რომ აზარენკას ადგილს ძირითად ბადეში იაპონელი მისა ეგუტი დაიკავებს.

ბელარუსი 2013 და 2014 წლებში აშშ-ის ღიაზე ფინალამდე მივიდა. ამ სეზონში მისი ბოლო ტურნირი უიმბლდონი იყო. აზარენკა მერვედფინალამდე მივიდა, სადაც რუმინელ სიმონა ჰალეპთან წააგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
უიმბლდონი. I დღე: დიდი დაბრუნებები
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია