ბუნდესლიგაში სამწვრთნელო საგიჟეთს ბოლო არ უჩანს

ის, რასაც ორშაბათს ბუნდესლიგის 27-ე ტურის მიმოხილვაში ვწერდით, გუშინ ოფიციალურადაც დადასტურდა: იუპ ჰაინკესი „ლევერკუზენთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს „ბაიერს“ დატოვებს. „ლევერკუზენში“ კი ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ზაფხულიდან გუნდს რობინ დუტი ჩაიბარებს – სპეციალისტი, რომელიც ახლა „ფრაიბურგის“ მწვრთნელია. 65 წლის ჰაინკესი კი, რომელიც „ლევერკუზენს“ 2009 წლის პირველი ივლისიდან წვრთნის, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ ჩაუდგება სათავეში.

„კიკერის“ ინფორმაციით, ჰაინკესი „ბაიერნთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამრიგად, მესამედ გახდება რეკორდმაისტერის დამრიგებელი. „დონ იუპი“ მიუნხენურ გრანდს პირველად 1987-დან 1991 წლამდე წვრთნიდა, მეორედ კი 2009 წლის აპრილიდან ივნისამდე და სწორედ ამის შემდეგ მიაშურა „ლევერკუზენს“ სადაც, ცხადია, მხოლოდ იმის გამო არ რჩება, რომ ისევ „ბაიერნში“ ეპატიჟებიან – თორემ „ლევერკუზენი“ ძალიან კარგად გამოიყურება და მეორე ადგილზეა. რომ არა ზარი მიუნხენიდან, სადაც ზაფხულში ლუის ვან გაალს უშვებენ, ჰაინკესი სამწვრთნელო კარიერის ბოლომდე „ლევერკუზენში“ დარჩენას აპირებდა, პენსიაზე გასვლას კი ორ წელიწადში გეგმავდა.

ჰაინკესის წასვლის ამბავი გუშინ „ლევერკუზენის“ მენეჯერმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა დაადასტურა, ჰაინკესმა კი თქვა, რომ გული სწყდება, მაგრამ ასე იყო საჭირო. „დინ იუპი“ „ლევერკუზენის“ ქომაგებს დაპირდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ „ბაიერმა“ მეორე ადგილი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვოსო. ჰოლცჰოიზერის თქმით, ის მაინც აპირებდა დუტის დანიშვნას – ოღონდ ახლა კი არა, არამედ მაშინ, როცა ჰაინკესი წავიდოდა და რაკი იუპი ახლავე მიდის, დუტთან შეთანხმება ამიტომაც დავაჩქარეო.

„მიხარია, რომ „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის საშუალება მეძლევა. იუპ ჰაინკესს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომლის გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივია,“ - ეს კი დუტის სიტყვებია, რომლის ხელშიც „ფრაიბურგი“ ძალიან კარგად გამოიყურება. იმის გამო, რომ დუტს „ფრაიბურგთან“ კონტრაქტი აკავშირებს, „ლევერკუზენი“ იძულებულია, ბრაისგაუულ კლუბს კომპენსაციის სახით ერთი მილიონი ევრო გადაუხადოს. ანუ, ლევერკუზენელები რობინ დუტს ყიდულობენ.

რობინ დუტი „ფრაის“ ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ტოვებს. უკვე გადაწყვეტილია ისიც, რომ რობინს „ფრაიბურგში“ მისი ასისტენტი მარკუს ზორგი შეცვლის, რომელიც მთავარ მწვრთნელად ივნისიდან დაინიშნება.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...