დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ დაამტკიცა თავისი შესანიშნავი სპორტული ფორმა და წელს მეორე, კარიერაში კი მე-14 ტიტული მოიპოვა.
დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ დაამტკიცა თავისი შესანიშნავი სპორტული ფორმა და წელს მეორე, კარიერაში კი მე-14 ტიტული მოიპოვა.

გადამწყვეტ მატჩში მსოფლიოს პირველი ჩოგანის მეტოქე ფრანგი მარიონ ბარტოლი იყო, რომელთანაც ექვსი მატჩი ჰქონდა ჩატარებული

და ოთხი მოგებული.

დანიელმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო შეხვედრა და უკვე მეორე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება. თითქოს დანიელს შემდეგ გეიმში უნდა განევრცო ეს უპირატესობა, მაგრამ ბარტოლიმ არ მისცა ამის საშუალება. ფრანგმა მომენტალურად გააკეთა საპასუხო ბრეიკი და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ბარტოლის ერთადერთი წარმატება პირველ სეტში. ვოზნიაცკიმ იქვე მეორე ბრეიკი აიღო და ფრანგმა სეტში წინააღმდეგობა შეწყვიტა - ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით კაროლინმა გაანადგურა მეტოქე - 6:1.

პირველი სეტის ჩაგდების შემდეგ ბარტოლიმ მეორე პარტია ძალიან წარმატებით დაიწყო. ზედიზედ სამი გეიმის აღებით ფრანგმა სეტის მოგებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. ვოზნიაცკიმ მხოლოდ მეოთხე გეიმში გაქვითა ანგარიში, მაგრამ ბრძოლა მაინც არ შედგა. მარიონმა მეორე ბრეიკიც გააკეთა და ამან მას მეორე სეტში გამარჯვება მოუტანა. ასე რომ, გამარჯვებულის გამოსავლენად მესამე სეტის ჩატარება გახდა საჭირო.

გადამწყვეტი პარტია ვოზნიაცკის ბრეიკით დაიწყო, რომელიც ურთულეს ბრძოლაში გამოსტაცა მეტოქეს. ამის შემდეგ ფინალისტები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. მეხუთე გეიმში ბარტოლის რამდენიმე ორმაგი შეცდომის გამო კაროლინმა მეორე ბრეიკი გააკეთა და თითქოს გამარჯვებულის საკითხი მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან, მაგრამ ფრანგი ამას არ დაეთანხმა და მაინც გაიბრძოლა. მან ერთი საპასუხო ბრეიკი გააკეთა და ამით ინტრიგა შეუნარჩუნა ფინალს. ბარტოლი ბოლო მომენტამდე ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა ამის გაკეთება. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დაიბრუნა ინიციატივა და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

თამაში ორ საათსა და რვა წუთი გაგრძელდა. ჩოგბურთელებმა ათი ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს, რომელთაგანაც ექვსი დანიელის ანგარიშზე იყო. აგრეთვე აღვნიშნავთ ფრანგის ხუთ ორმაგ შეცდომასა და სამ ეისს. ბარტოლი კარიერაში მე-12 ფინალს თამაშობდა, რაც შეეხება ვოზნიაცკის, მან წელს მესამე ფინალში მიიღო მონაწილეობა და მეორე ტიტული მოიგო, კარიერაში კი ანალოგიური მაჩვენებლები 23 ფინალსა და 14 ტიტულს უდრის. აღფრთოვანებას იწვევს ვოზნიაცკის ბოლოდროინდელი სპორტული ფორმა - ბოლო 11 ტურნირში ის რვაჯერ გავიდა ფინალში!

WTA

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/2 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-მარიონ ბარტოლი (საფ, 15) 6:1, 2:6, 6:3.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა