თბილისელებს ეროვნულ ლიგა 2-ში გადასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლები ელით
თბილისის "შევარდენი 1906-ს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ამიერიდან, "იუნკერებს" ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი კიკნაძე გაწვრთნის.

მიუხედავად იმისა, რომ "შევარდენი" რამდენიმე გამოცდილმა მოთამაშემ დატოვა, გუნდმა აღმოსავლეთის "თეთრ" ჯგუფში უშუალო კონკურენტი "თელავი" 2:0 დაამარცხა და ჯგუფის ჩემპიონი გახდა. ახლა კი თბილისელებს ეროვნულ ლიგა 2-ში გადასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლები ელით და ამიტომაც მიიწვიეს მწვრთნელი, რომელსაც უმაღლეს ლიგაში უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ კიკნაძე იყო საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი (10 მატჩი, 1 გოლი). უთამაშია თბილისის "დინამოში", ქუთაისის "ტორპედოში", "სამსუნსფორში", "ფრაიბურგში", თბილისის "სპარტაკსა" და "ლოკომოტივში", მაგრამ წელის ტკივილის გამო კარიერა ნაადრევად დაასრულა და 29 წლის ასაკში მწვრთნელობა დაიწყო, თანაც - წარმატებულად. 2006 წელს, ზაზა ზამთარაძესთან ერთად, რუსთავის "ოლიმპი" ჩაიბარა და პირველ წრეში გუნდი, ყველასათვის მოულოდნელად, პირველ ადგილზე გაიყვანა. მერე გაუგებარი მოტივით მოხსნეს, გუნდი კი, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა.

იმავე ზამთარაძესთან ერთად, კიკნაძემ 2007 და 2011 წლებში "ტორპედოში" იმუშავა, ხოლო 2007-10 წლებში - თბილისის "ლოკომოტივში". დამოუკიდებლად მხოლოდ ბოლნისის "სიონში" საქმიანობდა, მაგრამ 2013 წლის ივნისში დანიშნული გუნდს ოქტომბერში დაემშვიდობა.

მას შემდეგ მუშაობდა თბილისის "ლოკომოტივის" ტექნიკურ დირექტორად, ფეხბურთის ფედერაციაში, მაგრამ სამწვრთნელო საქმიანობა იზიდავდა, "შევარდენი 1906-ის" წინადადებასაც ამიტომ დათანხმდა.

"მიხარია, რომ "შევარდენი 1906-ში" ნდობა გამომიცხადეს. გუნდს ეროვნულ ლიგა 2-ში გადასვლა სურს და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მუშაობა ამ მიზანს რეალობად აქცევს. მთავარი ისაა, რომ კლუბში მოწესრიგებულია საკონტრაქტო და სავარჯიშო პირობები. წლის ბოლომდე ვითანამშრომლებთ და მერე ხელახლა დავილაპარაკებთ", - ამბობს კიკნაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"შევარდენი 1906"-მა ახალი სეზონიდან შესაძლოა "ბენდელაზე" ითამაშოს
ეროვნული ლიგა. IV ტური: "ლოკომოტივი" და "ტორპედო" დაზავდნენ
ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა
გიორგი კიკნაძე: ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ბევრი შეუძლია!
სადისციპლინო კომიტეტმა "საბურთალოს" "შევარდენი 1906"-თან წაგება ჩაუთვალა
"შევარდენი 1906" ამხანაგურ მატჩში "კარპატისთან" დამარცხდა
თავიდან არც მე ვიჯერებდი... საქართველოს მესამე ლიგიდან მოსკოვის ცსკა-ში
ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრაში 16 წლის შვილმა მამა შეცვალა
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]