ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დიდი ბრძოლა ლას ვეგასში

დიდი ბრძოლა ლას ვეგასში

ორთაბრძოლების ორი ყველაზე პოპულარული სახეობის - კრივისა და MMA-ის (შერეული ორთაბრძოლები) საუკეთესო წარმომადგენელთა პირველი ბრძოლა ისტორიაში

რა ბრძოლაა?
ორთაბრძოლების ორი ყველაზე პოპულარული სახეობის - კრივისა და MMA-ის (შერეული ორთაბრძოლები) საუკეთესო წარმომადგენელთა პირველი ბრძოლა ისტორიაში. ასეთ შეხვედრაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ამის ორგანიზება შეძლო ერთი მხრივ, კრივის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა მოკრივემ, რომელსაც პროფესიულ რინგზე 49-დან 49 მოგება აქვს და მეორე მხრივ, MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია UFC-ის ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონმა. ბრძოლა საინტერესოა არა მხოლოდ იმით, რომ რინგზე ორი განსხვავებული სტილის მებრძოლი შეხვდება, არამედ ჰონორარების გრანდიოზული ოდენობით, აგრეთვე ბრძოლის მიმართ ყურადღებით - შეუძლებელია, ნებისმიერ ადამიანს გაკვრით მაინც არ ჰქონდეს გაგებული ამ ორთაბრძოლის შესახებ.

სად და როდის?
ბრძოლა გაიმართება ლას ვეგასში, პროფესიული კრივის წესებით ნახევრადსაშუალო წონაში. თარიღია 27 აგვისტო, თბილისის დროით დილის 8 საათი. ბრძოლის ხილვის საშუალება Pay-Per-View-ის ფორმატში შესაძლებელი იქნება ამერიკულ ტელეარხ Showtime-ზე და UFC-ის ოფიციალურ ტელეარხზე. საქართველოში ბრძოლას პირდაპირ ეთერში გადაცემს "SILK-უნივერსალი".

ვინ არის მეივეზერი?
ამერიკელი - ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოკრივეა ისტორიაში. ის ახერხებდა საკუთარი ბრძოლების გაყიდვას კოსმოსურ ფასად, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ყველაზე პრესტიჟული სუპერმძიმე წონითი კატეგორიის წარმომადგენელი. მისი ბრძოლები ყოველ ჯერზე შედიოდა ისტორიაში გამომუშავებული ჰონორარის ოდენობით.

მოკრივეთა ოჯახში დაბადებულმა ფლოიდმა მოყვარულებში ასამდე ბრძოლა ჩაატარა და მოიგო ბრინჯაოს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე. 1996 წელს დებიუტი ჰქონდა პროფესიონალებში და მას შემდეგ არ დამარცხებულა. ფლოიდის აქტივშია გამარჯვებები - მენი პაკიაოზე, მარკოს მაიდანაზე, საულ ალვარესზე, მიგელ კოტოზე, ხუან მანუელ მარკესზე, რიკი ჰატონზე, ოსკარ დე ლა ჰოიაზე, არტურო გატიზე და სხვა ცნობილ მოკრივეებზე. 2015 წელს მან პროფესიული კარიერა დაასრულა, მაგრამ დაბრუნდა იმის გამო, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჰონორარი მიიღოს - 100 მილიონზე მეტი.

ვინ არის მაკგრეგორი?
მაკგრეგორი დაიბადა დუბლინის გარეუბანში, სწავლობდა სანტექნიკოსობას და ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მებრძოლის კარიერაზე არც კი ფიქრობდა, იქამდე, სანამ სპორტულ დარბაზში არ მოხვდა და ბედი არ სცადა. საქმე სწრაფად წავიდა. 2008 წლის მარტში, მას ტექნიკური ნოკაუტით ჰქონდა დებიუტი MMA-ში. როცა კარიერაში 12 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა და რამდენიმე გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა, UFC-ში მიიწვიეს, სადაც შეძლო საკუთარი თავის რეალიზება ჯერ ერთ წონაში, შემდეგ უფრო მაღალ კატეგორიაში. UFC-ში მან მხოლოდ ერთხელ წააგო - ნეიტ დიასთან, რომელსაც შემდეგ რევანში აუღო. 2016 წელს, ნოემბერში ედი ალვარესთან გამარჯვების შემდეგ, მცირე პაუზა აიღო შვილის დაბადების გამო. მაგრამ ძალიან მალე დაბრუნდა, ოღონდ, არა ოქტაგონზე, არამედ რინგზე, რათა მილიონები იშოვოს მეივეზერთან ჩხუბით და მეტოქის მოედანზე გაარკვიოს, ვინ უფრო მაგარია - მოკრივე თუ მებრძოლი.

ვინ არის ფავორიტი?
გამოცდილება და კარიერული სტატისტიკა მეივეზერის მხარესაა - ეს იქნება მისი 50-ე პროფესიული ბრძოლა და მართალია, მან უკვე ორი წელია, რაც კარიერა დაასრულა, ბუნებრივია, ოსტატობა და პროფესიონალიზმი ასე სწრაფად არ გაქრებოდა. შესაძლოა, გაქრა ზოგიერთი რეფლექსი, თან ფლოიდი უკვე 40 წლისაა, მაგრამ მეივეზერი ყოველთვის განთქმული იყო თავდაცვით, ამიტომაც, თუ მან ფიზიკურად ოდნავ დათმო, ტექნიკა, რინგის გრძნობა და ტაქტიკური მომზადება ისევ თან აქვს.

მაკგრეგორისთვის ეს იქნება პირველი გასვლა პროფესიულ რინგზე, ამიტომაც, მისი შანსები ფასდება, როგორც დაბალი და ირლანდიელისა ცოტა ვინმეს თუ სჯერა. მიუხედავად ამისა, ეს მებრძოლი ცნობილია დარტყმების კარგი ტექნიკით და მრავალრიცხოვანი ნოკაუტით. გარდა ამისა, მას ჰქონდა დრო ბრძოლისთვის მოსამზადებლად და საკრივო თვისებების შესაძენად. თუმცა, რამდენიმე თვეში ელიტური მოკრივეების დონეზე კრივის შესწავლა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია.

"თავხედი" ირლანდიელის ბოლომდე ჩამოწერა მაინც არ ღირს. რას გვიჩვენებს ის რინგზე - აი, სწორედ ეს არის ამ ბრძოლის მთავარი ინტრიგა. დაახლოებით ყველამ ვიცით - რას შეიძლება ველოდოთ ფლოიდისგან, თუმცა, ამერიკელი თავის თაყვანისმცემლებს ჰპირდება, რომ ეს ბრძოლა მენი პაკიაოსთან შეხვედრაზე უფრო სანახაობრივი იქნება. მაშინ, მეივეზერი გააკრიტიკეს რინგზე დრამის დეფიციტის გამო.

ბევრს იმაშიც შეეპარა ეჭვი - ხომ არ ეცდება მაკგრეგორი არად ჩააგდოს ჯენტლმენური კანონები და ერთხელ კარგად მოარტყას მეტოქეს ფეხი. მაგრამ ეს ვარიანტი გამორიცხულია, რადგან ფეხით ნებისმიერი დარტყმა ირლანდიელს უდიდეს ჯარიმად დაუჯდება, ის დაკარგავს თითქმის მთელ ჰონორარს. და თან, ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ბრძოლასაც გაუქმებულად გამოაცხადებენ.

რატომ უნდა ვუყუროთ?
ორთაბრძოლებში საერთოდაც რომ ვერ ერკვეოდეთ, ფაქტია, ხვდებით, რომ 27 აგვისტოს დილას, ლას ვეგასის რინგზე ისტორიული მოვლენა მოხდება. როგორც უნდა დასრულდეს ეს ბრძოლა, მასზე კიდევ დიდი ხანი დაწერენ პრესაში, ბევრს ილაპარაკებენ ახალ ამბებში, გაარჩევენ სპეციალურ გადაცემებში. გარდა ამისა, გამარჯვების შემთხვევაში, მეივეზერს უპრეცედენტო სტატისტიკა ექნება - 50 მოგება და 0 წაგება. მაკგრეგორი კი, წარმატების შემთხვევაში, გახდება პირველი, ვისაც მეივეზერი ეყოლება დამარცხებული.

ამ ბრძოლაში არის ყველაფერი, რის გამოც გულშემატკივრებს უყვართ პროფესიული კრივი - დადებითი და უარყოფითი გმირები, ასეულობით მილიონი დოლარი, თავხედობა, სითამამე, გამოწვევა, ნამდვილი ინტრიგა, აგრეთვე, რთულად პროგნოზირებადი გარემო.

კილო-ნახევარი ოქრო, 3360 ბრილიანტი, ნიანგის ტყავი
კრივის მსოფლიო საბჭომ (WBC) წარადგინა სპეციალური ქამარი, რომელიც ამ ბრძოლაში გამარჯვებულს გადაეცემა. ქამარი შეიცავს კილოგრამ-ნახევარ ოქროსა და სხვა ძვირფასეულობას: 3360 ბრილიანტს, 600 საფირსა და 160 მარგალიტს. ქამრის დასამზადებლად გამოიყენეს ნიანგის ტყავი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

მაკგრეგორი: ლაჩრებო, დვალიშვილი ლეგენდაა

კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია

ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]

UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია

"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი

კონორ მაკგრეგორს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს

[VIDEO] მაკგრეგორის დაბრუნება ვერ შედგა - ირლანდიელმა ბრძოლა ტრავმის გამო შეწყვიტა

რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს

"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი

"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?

ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?

Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა