ბუნდესლიგის პირველი ტური უჩვეულოდ დაბალი შედეგიანობით გამოირჩა - 9 მატჩში მხოლოდ 15 გოლი გავიდა (საშუალოდ 1.66 მატჩში) და მხოლოდ ერთი თამაში ("ბაიერნი"-"ლევერკუზენი" 3:1) იყო ისეთი, რომელშიც ორივე გუნდმა მოახერხა გოლის გატანა

ბუნდესლიგის პირველი ტური უჩვეულოდ დაბალი შედეგიანობით გამოირჩა - 9 მატჩში მხოლოდ 15 გოლი გავიდა (საშუალოდ 1.66 მატჩში) და მხოლოდ ერთი თამაში ("ბაიერნი"-"ლევერკუზენი" 3:1) იყო ისეთი, რომელშიც ორივე გუნდმა მოახერხა გოლის გატანა.

პირველ ტურში "ბაიერნმა" დამაჯერებლად სძლია "ლევერკუზენს", თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდის თამაში, ჯერჯერობით, შორს არის იდეალურისგან და ეს ლოგიკურიცაა.

ამ ეტაპზე, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ "ლევერკუზენის" კარში 3-დან 2 გოლი დებიუტანტებმა - ნიკლას ზიულემ და კორენტენ ტოლისომ გაიტანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ "ვერდერთან" საგარეო მატჩის წინ ვარჯიშები განაახლეს მანუელ ნოიერმა, ხავი მარტინესმა და ტიაგო ალკანტარამ. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ანჩელოტიმ კვლავ სვენ ულრაიხს ანდოს კარის დაცვა.

მოელიან იმასაც, რომ ძირითადში შეიძლება დაბრუნდეს არიენ რობენი, ვის მაგივრადაც სათადარიგოთა სკამზე შეიძლება გადაინაცვლოს არტურო ვიდალმა.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი: "ვერდერი" თავის 1800-ე ბუნდესლიგურ და მე-900 საშინაო მატჩს ატარებს. ამას გარდა, "ბაიერნმა" ბრემენელებს ბოლო 15 ოფიციალური მატჩიდან 13 მოუგო ჩემპიონატში და 2 - გერმანიის თასზე, ხოლო საერთო ჯამში, "ვერდერთან" ბოლო 20 შეხვედრიდან ერთიც არ წაუგია. რობერტ ლევანდოვსკიმ იმავე "ვერდერის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 8 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

"დორტმუნდი", რომელმაც პირველ ტურში შთამბეჭდავი საგარეო თამაში მოუგო (3:0) "ვოლფსბურგს", ახლა მასპინძლობს "ჰერტას", რომელიც "სიგნალ იდუნა პარკზე" 2015 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია, გასულ სეზონში კი ბერლინელებს 6 შესაძლებლიდან მხოლოდ 1 ქულა დაათმობინა.

პეტერ ბოსს კვლავაც ბევრი საფიქრალი აქვს საკადრო პრობლემებზე. მარკო როისი და ანდრე შიურლე კვლავ ტრავმირებულები არიან; საკითხავია, შეძლებს თუ არა თამაშს მარსელ შმელცერი, ხოლო იულიან ვაიგლმა სულ რაღაც ორი დღეა, რაც ვარჯიში განაახლა.

"ჰოფენჰაიმმა" ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ახლა უფრო მეტად კონცენტრირებული იქნება შინაურ ასპარეზზე. შარშან "ჰოფემ" ლევერკუზენში 3:0 მოიგო, თუმცა სეზონის წინ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაკარგა და შაბათს ანალოგიურის გამეორება ძალიან გაუჭირდება.

"ფარმაცევტებს" არ ეყოლებათ ნახევარმცველი სვენ ბენდერი და ახალგაზრდა ხორვატი მცველი ტინ იედვაი, ხოლო კაი ჰავერტცისა და შტეფან კისლინგის თამაში საეჭვოა.

საინტერესო ფაქტები - "ლევერკუზენს" 23 წელია ბუნდესლიგის სტარტზე ზედიზედ 2 მატჩი არ წაუგია. თავის მხრივ, "ჰოფენჰაიმს" უკვე 7 წელია, არ მოუგია მიჯრით 2 სასტარტო შეხვედრა. საყურადღებოა ისიც, რომ "ლევერკუზენს" არ გაუმარჯვია ზედიზედ 6 საშინაო მატჩში (4 ფრე, 2 წაგება).

"ლაიპციგს", რომელიც წინა სეზონის "აღმოჩენად" მოინათლა, საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო კამპანია ჰქონდა, თუმცა "შალკესთან" პირველ ტურში წაგებულმა (0:2) მატჩმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ რალფ ჰაზენჰუტლის გუნდის ახალწვეულებს, ჯერჯერობით, შეთამაშების პრობლემა აქვთ. კვირას კი "წითელი ხარები" მასპინძლობენ "ფრაიბურგს", რომელსაც წინა სეზონში ორივე მატჩი მოუგეს, თან როგორ - 4:1 სტუმრად, 4:0 შინ.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამ სეზონში "შალკეს" ოთხეულში მოხვედრაზე ექნება პრეტენზია. ეს ვარაუდი პირველ ტურში "ლაიპციგთან" დამაჯერებლად მოგებულმა (2:0) მატჩმაც გაამყარა. მეორე ტურში "მაღაროელები" ბუნდესლიგაში დაბრუნებულ "ჰანოვერს" ესტუმრებიან და ეცდებიან, გაცემული ავანსები გაამართლონ, ოღონდ უნდა გაითვალისწინონ, რომ საკვირაო ოპონენტმა ბუნდესლიგის მონატრებული სტარტი "მაინცთან" საგარეო გამარჯვებით (1:0) აღნიშნა.

გერმანია

ბუნდესლიგა. II ტური

პარასკევი. 25 აგვისტო

კიოლნი-ჰამბურგი 22:30

შაბათი. 26 აგვისტო

ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 17:30

აინტრახტი-ვოლფსბურგი 17:30

აუგსბურგი-გლადბახი 17:30

ვერდერი-ბაიერნი 17:30

შტუტგარტი-მაინცი 17:30

დორტმუნდი-ჰერტა 20:30

კვირა. 27 აგვისტო

ლაიპციგი-ფრაიბურგი 17:30

ჰანოვერი-შალკე 20:00

ბომბარდირი: 2 - მეტიუ ლეკი (ჰერტა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება