ქართველმა მოჭიდავეებმა ამ უქმეებზე ჩატარებულ ფრეინდელფელდსის სახელობის ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირში დიდი წარმატებით იასპარეზეს
ქართველმა მოჭიდავეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს რიგაში ამ უქმეებზე ჩატარებულ ფრეინდელფელდსის სახელობის ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირში. იქ ჩვენგან თავისუფალი სტილით მოასპარეზეთა ნაკრებიც გამოდიოდა და - ბერძნულ-რომაულიც, რომლებმაც კარგი ჭიდაობით ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს.

"ბერძენ-რომაელებმა" 4 ოქრო, 1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვეს, „თავისუფლებმა“ - 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველობა! ბერძენ-რომაელთაგან ჩემპიონები ქემალ ხარაბაძე (60), საჩინო დავითაია (66), უშანგი ჩიტიაშვილი (74) და რევაზ ნადარეიშვილი (84) გახდნენ, ვერცხლი სერგო გოგისვანიძემ (120) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი ფირუზ წულუკიძე (60), გიორგი დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), რობერტ ქობლიაშვილი (84) და შოთა გოგისვანიძე (120) დაეუფლნენ.

„თავისუფალთაგან“ ჩემპიონობა ლაშა ტალახაძემ (50) და თედო ებანოიძემ (96) იზეიმეს, მეორე ადგილზე ლაშა ლომთაძე (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60) და გიორგი ასლანიშვილი (120) გავიდნენ, მესამე პრიზიორობა კი დავით გალეგაშვილმა (66) ირგუნა. აღსანიშნავია, რომ ბერძენ-რომაელთა ნაკრებს სამ წონაში - 50, 55 და 96-ში მონაწილე არ ჰყოლია. მჩატე წონებში შერჩეული კანდიდატები ავსტრიაში იმყოფებიან ერთ-ერთი იქაური კლუბის მიწვევით და რიგაშიც იქიდან უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო ეს ვერ მოახერხეს, 96-ში საქართველოს ჩემპიონი ალექსანდრე დიხამინჯია კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადება. ამ დანაკლისის მიუხედავად, გუნდურში მხოლოდ თურქებს ჩამორჩნენ ორიოდ ქულით, შეჯიბრებაში კი სულ 15 ქვეყანა მონაწილეობდა.

ორივე ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის ემზადება. გუნდების ბირთვი უკვე გარკვეულია - საქართველოს ჩემპიონატებზე გამოიკვეთა, მაგრამ კანდიდატებს ჯერ ისევ სჭირდება გამოცდა, რადგან მთელ რიგ წონებში კონკურენცია კვლავაც გრძელდება. ამიტომ მწვრთნელებმა ზოგან ორ-ორი პრეტენდენტი წაიყვანეს, ზოგან - გარკვეულ საკადრო-ტაქტიკურ ექსპერიმენტებს მიმართეს და შეჯიბრებამაც სრულად გაამართლა მათი იმედები. მწვრთნელთა გასახარად, უმეტეს შემთხვევაში კანდიდატებმა ერთმანეთშიც იჭიდავეს, რამდენიმეგან კი საქართველოს ჩემპიონატის შედეგები თავდაყირა დადგა. მართალია, ეს მწვრთნელებისთვის ახალი თავსატეხია, მაგრამ, იმავდროულად, კონკურენციის მანიშნებელიცაა, რაც მაღალი შედეგების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა.

ტურნირისთვის ყველაზე ხმაურიან ექსპერიმენტს „თავისუფალთა“ მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა მიმართა, როცა ტალახაძეს ძველ წონაში მოსთხოვა დაბრუნება. ტალახაძე შარშან 50-ში გამოდიოდა და ევროპაზე ბრინჯაო, მსოფლიოზე კი ვერცხლი მოიპოვა. წლეულს მან წონის შეცვლა განიზრახა და საქართველოს პირველობაზე 55-ში იჭიდავა. იქ ბრინჯაო კი მოიპოვა, მაგრამ მწვრთნელი მისი წონით უკმაყოფილო დარჩა და ამიტომ ისევ ძველ წონაში ურჩია დაბრუნება.

წინამდებარე შედეგიდან გამომდინარე, მწვრთნელის მოთხოვნა სამართლიანი ჩანს. რაც შეეხება 50-კილოგრამში ქვეყნის წლევანდელი პირველობის გამარჯვებულ ბექა როჭიკაშვილს, ადრევე გავარდა. საერთოდ, ორივე ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიდის და უმეტესად, ახალი კადრები არიან. მათ შორისაა ებანოიძეც, რომელიც პირველ შეხვედრაში ძლივს გადაურჩა რუს მეტოქესთან მარცხს - პირველი პერიოდი დიდი უპირატესობით წააგო, მაგრამ მერე მწვრთნელის ჩხუბმა გამოაფხიზლა თუ რა იყო, მომდევნო ორში უკვე თვითონ იმარჯვა დიდი სხვაობით. მან ფინალშიც რუს მეტოქეს აჯობა.

ქართულ-რუსული გზები ამ ტურნირზე ჩვენებურთა უკლებლივ ყველა ფინალში გადაიკვეთა. სამწუხაროდ, ებანოიძის გარდა, ჩრდილოელებთან სამივე ქართველი დამარცხდა. ვერცხლის მედალოსანთა სამეულიდან ორი ამ ნაკრების ძველი წევრია - ლომთაძე ახალგაზრდებში ევროპის შარშანწინდელი ბრინჯაოს მედალოსანია, ჩოჩიშვილმა კი ამ ასაკში შარშან ევროპაზე ვერცხლი, მსოფლიოზე კი ბრინჯაო დაიმსახურა. ახალი კადრი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონი ასლანიშვილია, რომელმაც, ფინალში წაგების მიუხედავად მაინც დაიმსახურა სხირელის დიდი მოწონება - დებიუტანტმა სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო მწვრთნელს. გამოუცდელობის გარდა, ჩვენებური მეტოქეებზე დაახლოებით 15 კილოგრამით მჩატეც იყო. ამის მიუხედავად, ფინალში მაინც გავიდა.

მწვრთნელისთვის საინტერესო ფაქტი მოხდა 66-ში - აქ საქართველოს ჩემპიონი დავით ტლაშაძე სამეულში ვერ შევიდა, ვიცე-ჩემპიონმა გალეგაშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა. ორივე მოჭიდავე გორელია და სხირელი კარგად იცნობს მათ. ამიტომ მისცა შანსი გალეგაშვილს - ის საქართველოზე ფინალში კი დამარცხდა ტლაშაძესთან, მაგრამ თანაბარ ბრძოლაში. მწვრთნელი უკმაყოფილო მხოლოდ 74 და 84 კილოგრამებში ნანახითაა - ამ წონებში, შესაბამისად, ბექა პეტრიაშვილმა და ალექსანდრე ამინაშვილმა ბრინჯაოსთვის კი იჭიდავეს, მაგრამ წააგეს და მეხუთეზე დარჩნენ.

შიდა კონკურენციის თვალსაზრისით, ამ შეჯიბრებამ ბერძენ-რომაელთა ნაკრების თავკაც ვლადიმერ ადეიშვილსაც ძალიან ბევრი მისცა - რამდენიმე წონაში უშუალოდ კონკურენტებმა იჭიდავეს, ზოგან ლიდერებმა კიდევ უფრო განიმტკიცეს რეპუტაცია, ზოგან კი ქვეყნის პირველობის ბრინჯაოსმედალოსნებმა ჩემპიონები დაამარცხეს. ასეთი შემთხვევა ორ წონაში მოხდა - ჩიტიაშვილმა ნახევარფინალში ქვეყნის ჩემპიონ დათუნაშვილს მოუგო, ნადარეიშვილმა - ქობლიაშვილს. ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს დავითაიებიც, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატის ფინალშიც იჭიდავეს, ოღონდ ამჯერადაც საჩინომ იმარჯვა. ქვეყნის პირველობის ფინალისგან განსხვავებით, რიგაში ხარაბაძეს და წულუკიძეს ერთმანეთში არ უჭიდავიათ, თუმცა უფრო გამოცდილმა ხარაბაძემ შედეგით მაინც აჯობა. რაც შეეხებათ მძიმეწონოსან ძმებს, აქ შეჯიბრება წრიული სისტემით ტარდებოდა და უმცროსმა შოთამ უფროს ძმას - სერგოს უბრძოლველად დაუთმო მოგება. არადა, საქართველოზე ფინალში შოთამ აჯობა.

ორივე ნაკრები მორიგ ტურნირზე აპრილში იჭიდავებს ბაქოში, აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე. იქ უფრო ბევრ კანდიდატს გამოცდიან, თან ზემოდასახელებულებსაც კიდევ ერთხელ შეამოწმებენ. სავარაუდოდ, ევროპაზე წამსვლელი ბირთვი ძირითადად მაშინ გამოიკვეთება, თუმცა კონტინენტის პირველობამდე გეგმაში კიდევ ერთი შეჯიბრება და ორ-ორი შეკრებაა.

oto
საღოლ ლაშა მაგარი ხარ
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა