ფინეთში მოთამაშე ქართველის აგენტის, გიორგი ნიკურაძის ცნობით, პავლეს მიმართ კონკრეტული ბრალდება არ არსებობს
ფინეთში დაკავებულ ქართველ ფეხბურთელს, პავლე ხორგუაშვილს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ. ამის შესახებ პავლე ხორგუაშვილის აგენტის, გიორგი ნიკურაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების მიხედვით, ხორგუაშვილის მიმართ კონკრეტული ბრალდება არ არსებობს, შესაბამისად მას არ აქვს ბრალდებულის სტატუსი.

"დაქირავებულია ადგილობრივი ადვოკატი, რომელიც საქმეს გაეცნო და ადასტურებს, რომ რაიმე კონკრეტული მტიკცებულება უშუალოდ პავლე ხორგუაშვილის მიმართ არ არსებობს. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, საქმის ვითარება საბოლოოდ გაირკვევა და პავლე ხორგუაშვილი გათავისუფლდება", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ხორგუაშვილის აგენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმის ვითარების გარკვევაში აქტიურად ჩაერთო საქართველოს საელჩო ფინეთში, რისთვისაც გიორგი ნიკურაძე მადლობას უხდის საქართველოს ელჩს, ამირან კავაძეს და კონსულს, დავით ბაქრაძეს.

19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინეთის პოლიციამ პავლე ხორგუაშვილს, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ანალოგიური ბარლდება ხორგუაშვილის კიდევ სამ თანაგუნდელს აქვს წაყენებული.

ბრალდება ფინანსური ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა